მომღერლის, ე.წ „დედოფალი ბის“, იგივე ბიონსეს ახალმა ვიდეორგოლმა ინტერნეტსივრცე გამოსვლისთანავე დაიპყრო.
ვიდეოში ძირითადად ცეკვის ელემენტებია შესული, ახალი კლიპის სახელწოდება კი „7/11“ – ია.
როგორც „სი ენ ენ“ წერს, ცეკვა საკმაოდ სულელურად გამოიყურება. კლიპი დაბალბიუჯეტიანია, თუმცა ბიონსეს თაყვანისმცემელთა დიდი არმიის წყალობით, პოპულარობის მოპოვება მაინც არ გასჭირვებია.
კლიპში ბიონსე ახალ ცეკვას უმეტესად კამერის წინ მარტო ასრულებს, ხოლო მომენტებში გოგონებთან ერთად ცეკვავს, რომლებიც საცვლებში არიან გამოწყობილები.
ვიდეორგოლს youtube –ზე 1 დღეში 3.000.000 მდე ნახვა აქვს.
ბიონსეს თაყვანისმცებლები ახლა მომღერლის ახალ ალბომს ელოდებიან, რომელიც ორშაბათს გამოდის.