სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი და მისი მეწყვილე, ქორწინების ოფიციალურ მოწმობას მიიღებენ.
მენსონს მერი ბარტონზე ქორწინება აქვს გადაწყვეტილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ილიონის შტატიდან საცხოვრებლად კონკორანში გადავიდა, რადგან 80 წლის ჩარლზ მენსონი, 25 წელია სწორედ ამ ქალაქის ციხეში იმყოფება.
„სი ენ ენ“-ის ინფორმაციით, წლების განმავლობაში მერი ბარტონი მენსონს ტელეფონით ყოველდღე უკავშირდებოდა, მის სანახავად კი ყოველ კვირას დადიოდა.
წყვილს ქორწინების თარიღი დათქმული არ აქვს. მათ მოწმობის ასაღებად 90 დღე აქვთ.
კალიფორნიის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, ქორწინების თარიღი ციხეში ვიზიტის დღეს დაემთხვევა.
მენსონს და მის მეწყვილეს ციხის გარეთ 10 კაციანი ქორწილის გადახდის და ქორწილში ორი მსჯავრდებულის მიწვევის უფლებაც აქვთ. თუმცა ისინი ქორწილში სამსახსოვრო სურათებს ვერ გადაიღებენ.
ციხის ვიზიტები ფიზიკურ კონტაქტს ზღუდავს. მხოლოდ ჩახუტებაა დაშვებული.
იმის გამო, რომ მენსონს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, განცალკევებული ვიზიტები მაშინაც კი არ არის ნებადართული, როდესაც ის ცოლს მოიყვანს.
„სი ენ ენ“ - ის ინფორმაციით, 80 წლის მენსონის მეწყვილის მიზანია, მასობრივი მკვლელი ციხიდან დაიხსნას, ის აცხადებს, რომ ჩარლზ მენსონი 7 გახმაურებულ და სკანდალურ მკვლელობაში, რომელიც 1969 წელს მოხდა დამნაშავე არ არის.