საახალწლო ალბომის გამოშვების შემდეგ, ჯასტინ ბიბერი მუსიკალური კარიერისთვის თავის დანებებას აპირებს.
„საახალწლო ალბომის შემდეგ, წასვლას ვაპირებ. შესვენება მჭირდება. ვფიქრობ, შესაძლოა, საერთოდ წავიდე მუსიკიდან“ - განუცხადა მომღერალმა ამერიკულ რადიო Power 106-ს.
ბიბერმა ჟურნალისტს არ უპასუხა რა ერქმევა მის ახალ ალბომს და როდის გამოვა ის გაყიდვაში.
პოპისა და როკ-ენ-როლის კანადელი შემსრულებლის ჯასტინ ბიბერის ბოლო სტუდიური ალბომი „Believe“ 2012 წლის ივნისში გამოვიდა და გაყიდვაში ჩაშვების პირველივე კვირას მეორე ადგილზე გავიდა. დისკის მსოფლიო ტირაჟმა 3,5 მილიონს გადააჭარბა.
19 წლის ჯასტინ ბიბერმა მუსიკალური კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო. მან პოპულარობა დედის მიერ მისი გამოსვლების YouTube-ზე განთავსებით მოიპოვა. 2008 წელს მასთან ხელშეკრულება გააფორმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ „Raymond Braun Media“ და მისი სადებიუტო მინი-ალბომი „My World“ გამოუშვა, რომელიც კანადასა და აშშ-ში პლატინის, ხოლო ავსტრალიაში - ოქროსი გახდა.
2011 წელს გამოვიდა მისი ბიოგრაფიული ფილმი „ჯასტინ ბიბერი: არასოდეს თქვა არასოდეს“, რომელმაც მსოფლიო გაყიდვიდან 98,4 მლნ. დოლარის შემოსავალი მოიტანა, მაშინ როცა, ფილმის ბიუჯეტი 13 მლნ. დოლარი იყო.