თუკი ცნობილ იტალიელ დიზაინერებს, Dolche & Gabbana-ს დამფუძნებლებს, დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას გამამტყუნებელი განაჩენი დაუმტკიცდებათ, ისინი თავიანთ ბიზნესს დახურავენ.
ამის შესახებ მოდელიერებმა გაზეთ Corriere della Sera-ს განუცხადა.
„ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ ტანსაცმელი და გვსურს სამოსს ვქმნიდეთ“ - განაცხადა გაბანამ.
ამასთანავე, გამომცემლობის კითხვაზე, რა მოხდებოდა, თუკი მათ მიმართ მრავალმილიონიანი ჯარიმა დამტკიცდება, დომენიკო დოლჩემ განაცხადა, რომ ფირმა დაიხურება.
„ჩვენ დავიხურებით. ამის გადატანას ვერ შევძლებთ. ეს წარმოუდგენელია.“ - თქვა მან.
გასულ კვირას დოლჩე გაბანამ მილანის ცენტრში, თავისი ატელიე და ცხრა მაღაზია სამი დღით დახურა. ამის მიზეზი მილანის ერთ-ერთი ჩინოვნიკის მიერ მათი მისამართით გაკეთებული განცხადება იყო, რომ თაღლითებმა ქალაქში თავისი საქმე არ უნდა აწარმოონ.
მილანის სააპელაციო სასამართლომ იტალიელი დიზაინერები მილიარდ ევრომდე გადასახადების დაფარვაში დამნაშავედ სცნო. თითოეული მათგანს, 1 წელი და რვა თვე პატიმრობა და 343 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა აქვს მისჯილი.