ამერიკელმა ფსიქოლოგებმა საზოგადოებრივი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს,
რომ აშშ-ში დაქორწინებულთა მესამედმა, ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გაიცნო.
კვლევამ აჩვენა ასევე ისიც, რომ ის წყვილები, რომლებმაც ურთიერთობა ინტერნეტის საშუალებით დაიწყეს, ერთად ბევრად უფრო დიდხანს რჩებიან, ვიდრე ჩვეულებრივი წყვილები.
მათი ასაკი, ვინ ყველაზე ხშირად პოულობს თავის მეორე ნახევარს ინტერეტის დახმარებით, 30-დან 49 წლამდე მერყეობს.
ძირითადად ეს დიდი შემოსავლის მქონე ამერიკელები არიან.