საუდის პრინცმა პარიზის დისნეილენდში კერძო ვიზიტის დროს 20 მილიონი დოლარი დახარჯა.
BBC-ის ინფორმაციით, პრინცმა ფახდ ალ საუდმა, დიპლომის აღების აღსანიშნავად ატრაქციონების ნაწილი 3 დღით დაჯავშნა.
EuroDisney-ს წარმომადგენლებმა საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადეს, რომ საზეიმო ღონისძიებების დროს, სპეციალურად პრინცისთვის, დისნეის პერსონაჟების მონაწილეობით განსაკუთრებული, უნიკალური ნომერიც კი შეიქმნა.