ბრიტანეთის მცხოვრები, სამხედრო თვითფრინავის დაბალ სიმაღლეზე მანევრისას, ნერვიული შოკის გამო დაღუპული თუთიყუშის საკომპენსაციოდ,
ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებისგან 2,2 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
გაზეთ Mirror-ის ინფორმაციით, სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ბრიტანეთის სასამართლომ. დაზარალებულის თქმით, მისი ფრინველი, სამხედრო თვითფრინავის სახლის სიახლოვეს გადაფრენისას, ძრავის ხმაურით გამოწვეულ ნერვულ შოკს ემსხვერპლა.
როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში 200-მდე მსგავსი საჩივარი შევიდა. საერთო საკომპენსაციო თანხა კი, 1,5 მილიონ ფუნტს შედგენს.
„თავდაცვის სამინისტრო კომპენსაციას იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ დამტკიცდება, რომ ცხოველების სიკვდილი სწორედ თვითფრინავების ხმაურმა გამოიწვია“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.