„ბონდიანას“ ახალი ფილმი ეკრანებზე 2014 წლის ბოლოს ან 2015 წლის დასაწყისში გამოჩნდება.
ლეგენდარულ ბრიტანელ აგენტ 007-ზე გადაღებულ ახალ ფილმში, ჯეიმს ბონდის მეგობარი გოგოს როლს, ცნობილი ესპანელი მსახიობი პენელოპა კრუსი შეასრულებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული Guardian-ი ავრცელებს.
გამომცემლობის იფორმაციით, ესპანელ მსახიობთან ერთად, გადაღებები მომავალ წლის ზაფხულში დაიწყება. ამ ეტაპზე პენელოპა კრუსი და ფილმის პროდიუსერი მომავალი კონტრაქტის დეტალებს განიხილავენ.
ფილმის რეჟსორი სემ მენდესი იქნება, ხოლო მთავარ როლში დენიელ კრეიგს გადაიღებენ.