ბრიტანეთში სექსუალური სკანდალი გორდება, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრის დევიდ ქემერონის რეპუტაციას და პოლიტიკურ კარიერას ემუქრება.
ინფორმაციას გამომცემლობა Daily Mail-ი ავრცელებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საუბარია სასიყვარულო რომანზე, თუმცა, იურიდიულ მიზეზთა გამო, გამომცემლობა დეტალების, მათ შორის სახელების გამჟღავნებისგან თავს იკავებს. მასმედია ეჭვობს, რომ შესაძლოა ეს სკანდალი ლონდონის მერის ბორის ჯონსონის და პრემიერ-მინისტრის მეუღლის სამანტა კემერონის სასიყვარულო ურთიერთობას შეეხებოდეს.