იაპონიის ხელისუფლებამ, კანონის დაუმორჩილებლობის გამო, ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში უამრავი ღამის კლუბი დახურა და მათი რამდენიმე მეპატრონე დააკავა კიდეც.
როგორც აღმოჩნდა, იაპონიაში არსებობს კანონი, რომელიც შუაღამის შემდეგ ცეკვას კრძალავს.
ეს კანონი უკვე დიდიხანია არსებობს, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თუმცა პოლიცია მას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.
კანონში გაწერილია არა მხოლოდ დრო, რომელ საათამდეც შეიძლება ცეკვა, არამედ საცეკვაო მოედნის ზომაც კი. ის 66 კვადრატულ მეტრზე პატარა არ უნდა იყოს. ჯერ კიდევ უცნობია, ცეკვის მოყვარულებმა კონკრეტულად რით გააღიზიანეს იაპონიის ხელისუფლება.
კანონის გამკაცრების შემდეგ, ტოკიოს „ყველაზე კლუბური დედაქალაქის“ ტიტულის დაკარგვა ემუქრება. ქალაქში რამდენიმე ძალიან ცნობილი ღამის კლუბი უკვე დახურეს. დახურვას გადარჩენილი უამრავმა კლუბმა კი სასწრაფო რეორგანიზაცია მოახდინა და უბრალო რესტორნებად გადაკეთდა.
ღამის ცხოვრების მოყვარული მოსახლეობა მოვლენების ასეთი განვითარებით უკმაყოფილოა. სოციალურ ქსელებში მათ უკვე შექმნეს გვერდები სახელწოდებით „ცეკვა დანაშაული არ არის“.
თუმცა ძალიან მცირა იმის შანსი, რომ ამ კანონს უახლოეს მომავალში გადახედავენ.
ეს კანონი მეორე მსიფლიო ომის შემდეგ ცოტახანში მიიღეს. იმ დროისთვის ამის მიზეზად დასავლური კულტურის მსგავსი ტენდენციების ამორალურობა იყო. ამის გარდა, ეს კანონი საეჭვო დაწესებულებები ბრძოლისკენაც იყო მიმართული, რომლებშიც შესაძლოა პროსტიტუციის და სათამაშო ბიზნესის მსგავსი არაკანონიერი საქმიანობა მიმდინარეობდა. მართალია, მას შემდეგ ამ კანონს სულ უფრო იშვიათად იყენებდნენ, თუმცა ფორმალურად ის დღემდე არ გაუუქმებიათ.