logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რეპორტაჟი ბაზალეთის ტბასთან მდებარე ძველი საიდუმლო რადიოსადგურიდან
რეპორტაჟი ბაზალეთის ტბასთან მდებარე ძველი საიდუმლო რადიოსადგურიდან
09:00 29.08.2017
"ამერიკის ხმის" ჟურნალისტისთვის ყველაზე უცნაური განცდა იმ ადგილას მოხვედრაა, სადაც ათწლეულების განმავლობაში მის მაუწყებლობას ახშობდნენ. ადრენალინი პიკზეა იმ შეგრძნების გამო, რომ ნახევრად მითიურ ადგილას ხარ, რომელიც ოფიციალურად არც საბჭოეთისთვის არსებობდა და არც დანარჩენი მსოფლიოსთვის – მას ასაიდუმლოებდნენ. აქ მომუშავე პერსონალი მტკიცედ, პატიოსნად და ერთგულად იცავდა კონფიდენციალურობას, როგორც ამას საბჭოთა მოქალაქეებს ასწავლიდნენ.
„ამერიკის ხმასაც“ და მის ჟურნალისტებსაც ახლა უკვე დაუბრკოლებლად შეუძლიათ გადაადგილდნენ ტერიტორიაზე, სადაც წლების წინ ვაშინგტონიდან მომავალი რადიო სიგნალის ჩახშობას, დაახლოებით 100 კაციანი ჯგუფი დღე–ღამეში 24 საათის განმავლობაში ცდილობდა.

საიდუმლოს ლოკაცია

საქართველოს სამხედრო გზისკენ თუ აიღებთ მიმართულებას, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ ერთ უცნაურ დასახლებაში აღმოჩნდებით. ადამიანები აქ გასული საუკუნის 50–იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლებამ „გაანაწილა“ თან სამუშაოდ, თან საცხოვრებლად, ტერიტორიის დიდი ნაწილი ეკლიანი მავთულხლართით შეღობა და რადიოსადგურის ამბავი იმდენად გაასაიდუმლოა, რომ სახელწოდებაც კი არ მიუცია. დასახლება № - ადგილი, რომლის არსებობის თაობაზეც არავინ არ უნდა იცოდეს; პერსონალი, რომელსაც კონტაქტი არავისთან უნდა ჰქონდეს; სამუშაო, რომლის თაობაზეც მათ არავისთან სიტყვა არ უნდა დაძრან და უფრო მეტიც – თავადაც არ უნდა იცოდნენ, რას აკეთებენ – ასეთ გარემოში ბაზალეთთან „ამერიკის ხმის“ სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობა გასული საუკუნის 50–იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე მუშაობდა. როგორც მისი ძველი თანამშრომლები ამბობენ, ისინი უბრალოდ „შხრიალის ხმას“ წარმოქმნიდნენ, რაც რადიოტალღების მსმენელამდე მისვლის შესაძლებლობას არ ტოვებდა.
დასახლება №-ში მეგობრულად გვხვდებიან. „ამერიკის ხმა“ აქ უცხო არავისთვის არაა, არც იმის ახსნა სჭირედება ვინმეს, რას საქმიანობ, ან ამ ადგილას რა შეიძლება გაინტერესებდეს. რადიოსადგურის ძველი თანამშრომლები, რომელთაგან ახლა სულ ათიოდეს შეიძლება მოუყარო თავი, ერთმანეთის მობილიზებას უთხოვნელად აკეთებენ. ახლა ყველაზე მეტი საწუწუნო მათ ასაკის მიმართ აქვთ. ახალგაზრდობის წლები კი უყვართ. მართალია, ამ დროს ფაქტობრივ გეტოში ცხოვრობდნენ, მაგრამ საბჭოთა სამშობლო მათ კეთილდღეობაზე სრულყოფილად ზრუნვის სრულყოფილი შთაბეჭდილების მიცემას მცდელობას არ აკლებდა. აქვე ჰქონდათ ამბულატორია, მაღაზია, კინოთეატრი და რა თქმა უნდა, პარტკაბინეტი.
რადიოსადგური 250 ჰექტარ ფართობზე გახლდათ განთავსებული. მისი ამბები ძველ პერსონალზე უკეთ არავინ იცის. ჩავლილმა წლებმა და ცხოვრებმამ პასუხები ბევრ კითხვას გასცა და ბევრი ირონიული კითხვაც გააჩინა.


როგორ იხშობოდა სიგნალი


უსახელო დასახლებაში ყველამ იცის, რომ „ამერიკის ხმის“ სიგნალის ჩახშობა სრულიად ამაო გარჯა გახლდათ. ჩვენს თხოვნაზე, გვაჩვენონ დანადგარები ან ძველი ტექნიკის ნარჩენები, არ გვზარდებიან. ვერა ლომსაძე 23 წლის იყო 1955 წელს, როდესაც რადიოსაქმის ტექნიკუმის დასრულების შემდგომ სადგურში სამუშაოდ გამოუშვეს. აქ მოსვლას თავად არავინ ირჩევდა, ამის შესახებ გადაწყვეტილებას „ზემდგომი“ ინსტანცია იღებდა და მოქალაქეებსაც საკუთარი შეხედულებისამებრ „ანაწილებდა“. გასაიდუმლოებულ ჩასახლებაში აღმოჩენილი ადამიანები მანამდე საქართველოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში ცხოვრობდნენ, აქ მოხვედრის შემდგომ კი ახალ ცხოვრებას იწყებდნენ. უდიდესი უმრავლესობა სწორედ რადიოსადგურში, საკუთარ თანამშრომელზეა დაქორწინებული. ვერა ლომსაძე იმ ადგილისკენ მიგვიძღვება, სადაც უზარმაზარი ანძები მუშაობდა.
„შენობაში 8 გადამცემი მუშაობდა, რომელთაც შუაზე დერეფანი ჰყოფდა, ძალიან დიდი კონსტრუქციები იყო, შესასვლელი კაბინებით და ლამპებით. გადამცემს გადამცემისგან ორი მეტრი აშორებდა, მთელ სიგრძეზე ხალიჩები იყო გაფენილი“, - იხსენებენ რადიოსადგურის ინტერიერს თანამშრომლები, - „ღია ცის ქვეშ სპეციალური გაგრილების სისტემა იყო მოწყობილი, ურომლისოდაც გადამცემი, უბრალოდ გადაიწვებოდა. კოჭებში გადიოდა წყალი, რომელიც ცხელდებოდა. აუცილებელი იყო მისი გაციება, თორემ გადამცემი ვერ იმუშავებდა. ცხელი წყალი ზემოთ ადიოდა და შემდეგ საფეხურებზე ეშვებოდა, რა დროსაც გრილდებოდა. უშველებელი გადამცემები იყო. ბოლოს მოძველდა. მისი ნაწილები ციმბირიდან ჩამოჰქონდათ, აქ არ იშოვებოდა. „1990 წელს კიდევ მუშაობდა ჩახშობაზე, შემდეგ ნაწილობრივ შეამცირეს“,– გვიხსნიან რადიოსადგურში.
ახლა იქ აღარაფერია. არც ანძა, არც მისი საყრდენი, არც ხმის ჩამხშობი ტურბინები და არც გადამცემები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ყველაფერი ჯართად იქცა და ჯართად გაიყიდა. იმ შენობაში კი, სადაც საბჭოთა პერიოდში სადგური ფუნქციონირებდა, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სატრენინგო ცენტრია – თანამედროვე და ციფრული ტექნიკით აღჭურვილი.
„პირადად თქვენ შეგეძლოთ „ამერიკის ხმის“ სიგნალის ჩახშობა?“ - ვეკითხებით ქალბატონ ვერას, რომელიც გვპასუხობს, რომ „ამერიკის ხმასაც“ ახშობდა და BBC–საც. „აქ ანძები იყო, ანტენებით. თითო გადამცემს ორი ან ერთი ანტენა ჰქონდა. შემდეგ გადართვები ხდებოდა ერთი ანტენიდან მეორეზე, გააჩნია რომელი მიმართულებით იქნებოდა საჭირო ჩახშობა. „ამერიკის ხმას“, BBC-ს, ყველას ახშობდნენ, იაპონიის სიგნალსაც, ახლა ყველა აღარ მახსოვს“, - გვეუბნება იგი. ამ დროს საუბარში მისი ყოფილი თანამშრომელი აზა სამნიაშვილი ერთვება, რომელიც ამატებს: „მათთვის მიუღებელი იყო ჩვენი ცხოვრება... ტყუილი მე არაფერი არ მომისმენია, მაგრამ ამათ არ უნდოდათ სიმართლის გამჟღავნება. მე ასე მჯერა და ასეც იყო. სისულელე იყო ამდენი ფულის ხარჯვა იმის ჩახშობაზე. ელაპარაკათ რაც უნდოდათ“,– განაგრობს ვერა ლომსაძე. „არ შეიძლებოდა და როგორ უნდა ელაპარაკათ? პროპაგანდა იყო“, – ეპასუხება აზა, მაგრამ ქალბატონი ვერა პოზიციებს არ თმობს: „ახლა რატომ შეიძლება ყველაფრის ლაპარაკი?“.
ძველი თანამშრომლები საბოლოოდ ერთ აზრზე ყალიბდებიან: „იქ სხვანაირი ცხოვრება იყო და ჩვენს ხალხს არ უნდა გაეგო ეს ყველაფერი.“ „იქ კარგი ცხოვრება იყო, აქ ცუდი და არ უნდოდათ გაეგოთ“, „რა თქმა უნდა, არ უნდოდათ.“ შემდეგ კი პოლემიკა უკვე იმას ეხება, გვაქვს თუ არა უკვე ახლა სრულყოფილი ცოდნა იმის შესახებ, როგორია „ცხოვრება სხვაგან.“
რადიოსადგურის ძველ თანამშრომლებს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც არ მიუტოვებიათ საკუთარი საცხოვრებელი.
„ზოგჯერ მეც მაინტერესებდა და ვისმენდი, რასაც გადმოსცემდნენ. ტყუილს არაფერს ამბობდნენ, სიმართლეს ლაპარაკობდნენ, მაგრამ მაინც უნდა ჩაგვეხშო – ასეთი იყო პოლიტიკა“, - ამბობს ქალბატონი ვერა და დანანებით გასცქერის მოუვლელობისგან გაბარდნილ ბუჩქნარს ძველი რადიოსადგურის შენობის გვერდით: „ერთხელ ამ ადგილას როგორი კარგი კარტოფილი მოვიყვანე“, - გვიზიარებს ჩავლილი ახალგაზრობის სინანულს.
როგორც თანამშრომლები გვეუბნებიან, რადიოსადგურის აშენების პროექტს ხელი იოსებ სტალინმა მოაწერა, მაგრამ მის სრულყოფილ ფუნქციონირებას ვერ მოესწრო. მანამ, სანამ იქ ქართულენოვან თანამშრომლებს მიიღებდნენ, სამი წლის განმავლობაში რუსი სპეციალისტები მუშაობდნენ. „დირექტივებს მხოლოდ მოსკოვიდან ვიღებდით, სხვას არ ვემორჩილებოდით“, – გვეუბნება აზა სამნიაშვილი, რადიოსადგურის თანამშრომელი 1957 წლიდან.
„რომელი სიხშირე უნდა გაგვეთიშა, ამის თაობაზე ცნობებს მორზეს ანბანით გვაწვდიდნენ მოსკოვიდან. ჩაძინება არ შეიძლებოდა. ზუსტად მითითებულ დროში უნდა ჩაგერთო და გამოგერთო მოწყობილობა, ამიტომ 24 საათის განმავლობაში რამდენიმე ცვლა ვმუშაობდით, თითო რვა საათის განმავლობაში“,– გვიხსნის ვერა ლომსაძე.
ლუბა კასოევაც რადიოსადგურის თანამშრომელი გახლდათ, მხოლოდ ის იმ იშვიათი თანამშრომლების ჯგუფს მიეკუთვნებოდა, ვისაც რადიოსაქმე არ შეუსწავლია და არც გაუნაწილებიათ სამუშაოდ. მისი მეუღლე აქ მძღოლად მუშაობდა, ამიტომ მანტიორის საქმე ლუბა კასოევასთვისაც გამოიძებნა. „ამერიკელები მტრები იყვნენ და აბა რა უნდა გვექნა, უნდა ჩაგვეხშო მაუწყებლობა“, – გვეუბნება ქალბატონი ლუბა. მან გაგვაოცა, როდესაც გვითხრა, რომ „ამერიკის ხმისთვის“ ფარულად არასდროს მოუსმენია. „არ გქონიათ არასდროს ცდუნება, მოგესმინათ, რის მოსმენასაც გიკრძალავდნენ?“, – ვეკითხებით და უარყოფით პასუხს ვიგებთ: „მიზანშეწონილი არ იყო, რატომ უნდა მოგვესმინა? ჩვენ ვახშობდით და ესე იგი, ეგ ჩუმად უნდა გაგვეკეთებინა, რაც არ შეიძლებოდა. არ ვიცი, მეშინოდა, თუ რა იყო. რაკი უფროსი გვეუბნებოდა, რომ არ შეიძლებოდა, ესე იგი, არ შეიძლებოდა, უნდა დაგვეჯერებინა მისთვის. ამიტომ სურვილიც არ გამჩენია მომესმინა“, – ამბობს ძველი მონტიორი.

რადიოსადგური №5

„ჩვენ ვიყავით რადიოსადგური №5, საბჭოთა კავშირის ხაზით, ასე გვიცნობდნენ მოსკოვში. წერილებს ვიღებდით მისამართზე „საფოსტო ყუთი №22“, - გვიხსნის აზა სამნიაშვილი და სახურავმოხდილ „ხელმძღვანელობის“ შენობას გვათვალიერებინებს, მხოლოდ გარედან, რადგან შიგნით გადაადგილება სახიფათოა, შეიძლება, ნებისმიერ დროს კიბე ჩამოინგრეს. ახლა მხოლოდ გარედან შეიძლება მიანიშნო, სად იყო პარტკაბინეტი და სად კინოს გამშვები აპარატი, სადაც ყველაზე მეტ პოპულარობას, საბჭოური ტრადიციისამებრ, ინდური ფილმები იხვეჭდა.
საქართველოში სიხშირეების ჩახშობაზე ეს ერთადერთი რადიოსადგური მუშაობდა, რომელიც თანამშრომლობდა სართიჭალის პატარა სადგურთან და კიდევ უფრო პატარა კაბინეტთან თბილისში, მაშინდელი ცენტრალური ტელევიზიისა და ახლდანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში.
რადიოსადგურის თანამშრომლების ხელფასი დიდად არ განსხვავდებოდა საბჭოეთში დასაქმებული ადამიანების ჯამაგირისგან. საწყის ეტაპზე, ახალბედები 45 მანეთს იღებდნენ, ცვლის უფროსს კი 120 მანეთი ჰქონდა, ბუღალტერი 260 მანეთს იღებდა, მთავარი ინჟინერი კი 300-სს. ყველაზე მაღალანაზღაურებადი აქ, ბუნებრივია რადიოსადგურის უფროსი გახლდათ – 330 მანეთიანი გასამრჯელოთი.
თანამშრომლებისგან იმის შესახებაც ვიღებთ ინფორმაციას, რომ რადიოსიგნალის ჩამხშობი ანალოგიური სადგურები საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც ფუნქციონირებდა, თუმცა, არც ერთ მათგანში ისინი მივლინებით არ ყოფილან. „გადმოცემით ვიცოდით, რომ სომხეთში ასეთი გადამცემები მიწის ქვეშ იყო განთავსებული. მოსახლეობას, თურმე, ეგონა, რომ ჩვენთანაც მიწის ქვეშ მუშაობდა, არადა მიწისქვეშ აქ არაფერი ყოფილა“, – გვეუბნებიან და ძველ საათზე მიგვანიშნებენ, რომლის მხოლოდ ფუტლიარია ახლა დარჩენილი – „ეს ძველი ელექტრო საათი იყო. სამსახურში მოსვლისას გულის ფანცქალით შევქცეროდით, ხომ არ დაგვაგვიანდა, წუთი ხომ არ გადაგვიცდაო.“ საათი რადიოადგურის შესასვლელთან გამოშიგნული კიდია და დროს, რა ხანია, აღარ აჩვენებს.




წყარო: «Radio Voice of America»



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა