logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Lragir» (სომხეთი): სომხებს და ქართველებს კიდევ მრავალჯერ მოუწევთ ცეცხლში გავლა
«Lragir» (სომხეთი): სომხებს და ქართველებს კიდევ მრავალჯერ მოუწევთ ცეცხლში გავლა
08:40 29.08.2017
სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ აიკაზნ გაგრიანის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში ერთმანეთთანაა შედარებული ხანძარი სომხეთის სახელმწიფო ნაკრძალ „ხოსროვის ტყეში“ (12-დან 18 აგვისტოს) და ბორჯომის ეროვნულ ტყე-პარკში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ხოსროვისა და ბორჯომის ტყეთა სისტემა უნიკალურია და ორივე შემთხვევაში ხანძარმა დიდი ტერიტორია მოიცვა, თანაც ორივე ხანძრის დროს საქმეში პოლიტიკა ჩაერია. სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უშუალოდ იმყოფებოდა სტიქიური უბედურების ზონაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი კი მოსკოვში გაემგზავრა და საკუთარი დაბადების დღე იზეიმა, შემდეგ კი შვებულებაში წავიდა. ერთი ეგაა, რომ მან ფეისბუქში მადლობა გადაუხადა რუს კოლეგა დიმიტრი მედვედევს რუსული თვითმფრინავის გამოგზავნის გამო, რომელმაც ხოსროვის ტყის ხანძარი ჩააქრო (იქვე ნათქვამია, რომ სომხეთმა რუსეთს დახმარებისთვის გვიან მიმართა - „გვეგონა, ხანძარს საკუთარი ძალებით ჩავაქრობდითო“).

რუსეთისადმი დახმარების თხოვნამ სომხეთში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ბევრმა გაიხსენა 2016 წლის „აპრილის ომი“ არცახში, როცა სომხეთმა თვითონ მოიგერია აზერბაიჯანის შეტევა და რუსეთისათვის დახმარება არ უთხოვია - იმ რუსეთისათვის, რომელიც აზერბაიჯანს იარაღით ამარაგებს და აგრესიისაკენ აქეზებს.

მაგრამ ხოსოვის ტყის ხანძრის დროს სომხეთი საბოლოოდ მაინც იძულებული გახდა რუსეთისთვის ეთხოვა დახმარება. ფაქტია, რომ რუსულმა თვითმფრინავმა მართლაც სწრაფად ჩააქრო ხანძრის კერები.

საქართველომ დახმარებისთვის მიმართა მრავალ ქვეყანას, საერთაშორისო ორგანიზაციას, მაგრამ არა რუსეთს. საქართველოში ჩავიდნენ სომეხი მაშველ-მეხანძრეებიც, რომლებმაც ქართველებს დიდი დახმარება გაუწიეს (მათ პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა).

ის, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ნერვიულად განაცხადა, გასაგებია, თუმცა ჩვენი მხრივ ავღნიშნავთ, რომ ასეთი სიტუაცია რუსეთის პოლიტიკის შედეგია: რასაც დასთეს (კონფლიქტებს, შეთქმულებებს...), იმას მოიმკი - ამბობს სლავური ანდაზა. „ავისმდომელი მოკეთისაგან შორს ყოფნა გერჩივნოსო“, - გვირჩევს ქართულ-სომხური ბრძნული ანდაზა.

ამასთან, ამ ორ ხანძარს სიმბოლური მნიშვნელობაც აქვთ: სომხებს და ქართველებს კიდევ მრავალჯერ მოუწევთ „ცეცხლში გავლა“, სანამ ორივე სახელმწიფო არ განმტკიცდება: მათგან ერთს „მტკივნეული“ სახელმწიფოებრივი ღირსება აქვს, მეორეში კი ყველაზე მაგარი მეომრები იბადებიან.
----------
P.S. სომხური გამოცემა «Lragir», მასში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით, პროდასავლური მიმართულებისაა და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი.





http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57691



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა