logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"kp.ru"(რუსეთი): თბილისელი პოლიტიკოსების „რკინისებური“ ლოგიკა–„დაე, ამაყად დავიწვათ, რუსებისგან კი დახმარებას არ მივიღებთ“
"kp.ru"(რუსეთი): თბილისელი პოლიტიკოსების „რკინისებური“ ლოგიკა–„დაე, ამაყად დავიწვათ, რუსებისგან კი დახმარებას არ მივიღებთ“
08:27 29.08.2017
"საქართველოს თავს დიდი უბედურება დაატყდა - ტყის ხანძრები. სამწუხაროდ, ეს უბედურება კიდევ უფრო მტკივნეულია იმით, რომ ხანძარმა დიდი ზიანი მიაყენა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს. თუმცა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ქართველ პოლიტიკოსებს და მასმედიას, როგორც ჩანს, უკრაინელების ვირუსი შეეყარათ: უკრაინისთვის ხომ დამნაშავე ყოველთვის და ყველაფერში ჩრდილო-დასავლელი მეზობელია..."-ამის შესახებ რუსულ გამოცემა «Комсомольская правда»-ს მიერ ალექსანდრე გრიშინის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


ამ ვირუსით დაავადებულმა საქართველომაც, სხვა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და ტყის ხანძრებში რუსეთი დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოიმადგენელმა მარია ზახაროვამ ამ განცხადებას „ავადმყოფური ფანტაზიები“ უწოდა. „ავადმყოფურ ფანტაზიებს, რომლებისთვისაც საკუთარი ქვეყნისადმი თავდატეხილი ბუნებრივი უბედურება კიდევ ერთი საბაბია ანტირუსული ინსინუაციებისათვის, კომენტარს ვერ გავუკეთებთ“, - განაცხადა მარია ზახაროვამ, - უფრო მეტიც, მოსკოვი დაუყონებლივ გამოეხმაურა საქართველოს თხოვნას: ვინ-ვინ და რუსეთმა ძალიან კარგად იცის, თუ რა ზიანი მოაქვს ტყის ხანძრებს, რომლებიც ყოველგვარ ცოცხალ არსებას ანადგურებს. საქართველოს დასახმარებლად ჩვენ სპეციალური ხანძარმქრობი თვითმფრინავი Ил-76 გავამზადეთ, მაგრამ შემდეგ ქართულმა მხარემ შეგვატყობინა, რომ დახმარება საჭირო აღარაა, ცეცხლის კერები უკვე ლოკალიზებულიაო“ (ცნობისათვის: Ил-76П მსოფლიოში ყველაზე დიდი ცეცხლმქრობი თვითმფრინავია, მისი ავზები 40 ტონა წყალს იტევს).

თითქოსდა ისე ჩანდა, რომ საკითხი ამოწურულია. არაა საჭირო? გასაგებია. მით უმეტეს, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დადებითად შეაფასა რუსეთის შეთავაზება ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის.

მაგრამ არა... უკრაინობის ვირუსი თვით საპრეზიდენტო არჩევნების წინაც კი, რომელიც საქართველოში მომავალ წელს უნდა ჩატარდეს, ქართველ პოლიტიკოსებს მოსვენებას არ აძლევს. რაო, საქართველოს მთავრობამ რუსეთს დახმარება სთხოვაო? მერე ამომრჩეველს რა პასუხს აძლევთ? ელექტორატი ასეთ მოღალატეობრივ ნაბიჯს არ გვაპატიებს!

ალბათ, სწორედ ასეთი ლოგიკით ხელმძღვანელობდა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, რომელმაც საჩქაროდ „დააზუსტა“ – „თბილისს მოსკოვისთვის არანაირი თხოვნით არ მიუმართავს, ჩვენ თხოვნით მივმართეთ გაეროს და სწორედ გაეროს არხებით გადაეცა დახმარების თხოვნა სხვადასხვა სახელმწიფოებსო“, - „თავი გაიმართლა“ მინისტრმა და ვერცკი მიხვდა, თუ როგორ სასაცილოდ ჩანდა მისი „დაზუსტება“.

საოცარია, რომ თბილისში ჯერ კიდევ ბევრი ისეთი პოლიტიკოსია, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოსკოვთან ურთიერთობებში უნდა დომინირებდეს პრინციპი - „რაც უარესია [რუსეთისათვის] - მით უკეთესია [საქართველოსთვის]“. თან ეს იმ დროს ხდება, როცა უკვე ასი ათასობით რუსი ტურისტი ჩადის საქართველოში სამოგზაუროდ, როცა ქართული საწარმოები უკვე რუსულ ბაზარს ითვისებენ... აშკარაა, რომ ქვეყნის მთავრობაში და ქართულ ელიტაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც მზადაა ყველაფერზე წავიდეს, ყველაფერი შეწიროს, თვით საკუთარი ქვეყანაც კი, ოღონდაც რუსეთს უკბინოს... ასეთი ადამიანები მზად არიან ქვეყანას დიდი ზარალი მიადგეს, ყველაფერი დაიღუპოს, ვიდრე რუსეთისაგან დახმარების მიღებას დათანხმდებიან.

საქართველოს ხანძრის ჩასაქრობად ეხმარებოდნენ აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი და ბელარუსი. ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ ყველა ჩამოთვლილი ქვეყნის ვერც გამოცდილება და ვერც ტექნიკური შესაძლებლობები ტყის ხანძრების ლიკვიდაციის საქმეში ვერანაირად ვერ შეედრება რუსეთის გამოცდილებას და ტექნიკურ პოტენციალს... რუსეთის „ემჩეეს“-ის ფონზე ყველას ბრწყინვალება ფერმკრთალდება... მაგრამ რად გინდა, თბილისელი პოლიტიკოსების ლოგიკა „რკინისებურია“ – „დაე, ამაყად დავიწვათ, რუსებისგან კი დახმარებას არ მივიღებთ“.




https://www.kp.ru/daily/26723.5/3748953/



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა