logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"kommersant.ru": ხანძრის გაჩენაში სამხრეთ ოსეთიდან შემოპარულ დივერსანტებს ადანაშაულებენ
"kommersant.ru": ხანძრის გაჩენაში სამხრეთ ოსეთიდან შემოპარულ დივერსანტებს ადანაშაულებენ
11:44 25.08.2017
რუსული გამოცემა «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებულ ვერსიებზე, ვარაუდებზე, განცხადებებზე და მოსაზრებებზე - როგორც პოლიტიკოსების, ასევე ექსპერტების მიერ.

სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:

პუბლიკაციაში ასახულია როგორც საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოზიციები.

„რამდენიმე დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, კერძოდ, გიორგი ვოლსკიმ მიანიშნა, რომ შესაძლოა ხანძარი მოსკოვის მიერ კონტროლირებული „სამხრეთ ოსეთიდან“ შემოპარულმა დივერსანტებმა გააჩინეს, თუმცა უმაღლესი ხელისუფლება ამგვარი გამონათქვამებისაგან თავს იკავებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არ მიიღო რუსეთის მიერ შეთავაზებული წინადადება დახმარების თაობაზე“, - ნათქვამია სტატიაში.

დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტები უფრო კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებენ: „მსგავსი დივერსიების განხორციელება რუსეთის „გრუ“-ს ხელწერას წარმოადგენს“, - განუცხადა „კომერსანტის“ კორესპონდენტს თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის („ჯიპა“) პროფესორმა თორნიკე შარაშენიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს ბორჯომის ტყეებში, ზუსტად დღევანდელი ხანძრის ადგილებში, რუსეთის თვითმფრინავები ცეცხლგამჩენ ბომბებს ყრიდნენ. „ამიტომ რუსეთისაგან დახმარების მიღება ამორალური იქნებოდა“, - ხაზი გაუსვა მან.

საკითხისადმი ამგვარ მიდგომას ეთანხმება ქართული ოპოზიციაც: „საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს და ისინი რუსეთის გარეშეც გვეხმარებიან“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დეპუტატი სერგო რატიანი. მან ისიც აღნიშნა, რომ პარტიას განზრახული აქვს პარლამენტის სხდომაზე მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს - თუ რატომ აღმოჩნდა ქვეყანა მოუმზადებელი საგაგებო სიტუაციის წინაშე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა