სომხური გამოცემა «Новое время» აქვეყნებს ანალიტიკოს სტანისლავ ტარასოვის სტატიას, რომელიც რეგიონში მოვლენების შესაძლო განვითარების
სცენარს ეხება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას შემოკლებიული სახით:
ერაყის ქურთისტანში 25 სექტემბერს დაგეგმილი დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით თურქეთის პოლიტიკურ წრეებში შეშფოთება იგრძნობა. გასაგებია, რომ ერაყის ქურთისტანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, „ცეცხლის ალი“ იმავწუთს ერაყის მოსაზღვრე თურქეთის ქურთისტანსაც გადაედება. გასათვალისწინებელია, რომ სირიის ქურთისტანში პრეზიდენტმა ბაშალ ასადმა ქურთებს, „ისლამური სახეოლმწიფოს“ წინააღმდეგ მედგარი ბრძოლის გამო, ფართო ავტონომია მიანიჭა, თურქეთმა კი დემოკრატიული გარდაქმნები თავის ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე ძალიან დააგვიანა.
რამდენად მომგებიანია სომხეთისათვგის ქურთისტანის დამოუკიდებლობის სავარაუდო გამოცხადება? თურქეთის თადარიგის ოფიცრების ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ ყარაყუშ ერდოღანის განცხადებით, თუ ქურთისტანი, რეფერენდუმის შედეგებით, დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, ეს ფაქტი სომხეთისათვის ძალიან დისკომფორტული იქნება, რადგან ხელს შეუშლის სომხების საუკუნეობრივ სწრაფვას „დიდი სომხეთის“ შექმნის შესახებ: თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე (ვანი, მუში, ბაიბურთი..), სომხების მსგავსად, ქურთებსაც პრეტენზია აქვთ.
თურქი ექსპერტები, თურქეთის თანამედროვე საზღვრებზე საუბრისას, მიუთითებენ, რომ მმართველმა პარტიამ, პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის ხელმძღვანელობით ორი სერიოზული საგარეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვა:
პირველი - 2003 წლის ერაყის ომის დროს თურქეთმა, პირველად ლოზანის 1923 წლის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ულაპარაკოდ მიიღო აშშ-ის დისპოზიცია, რომლის თანახმად, ქურთული მოძრაობა ახლო აღმოსავლეთში დამოუკიდებელ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ სუბიექტად იქცა;
მეორე - ანკარამ მონაწილეობა მიიღო „არაბულ რევოლუციებში“ დასავლეთის მიზნების საფუძველზე. რეჯეფ ერდორანი იმედოვნებდა, რომ თავისი მონაწილეობით არ დაუშვებდა ქურთების მოძრაობის გაძლიერებას, მაგრამ ამ ნაბიჯმა არ გაამართლა. ქურთები ძლიერდებიან და თუ ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნიან, საფრთხე დაემუქრება ლოზანის შეთანხმებას, რომელშიც თურქეთის საზღვრებია მოცემული.
გენერალ ყარაყუშ ერდოღანის განცხადება ცხადყოფს, რომ თურქები „სომხური კარტის“ გათამაშებას ცდილობენ, მათ რაღაც აქვთ ჩაფიქრებული - ერთგვარი „ნაკლები ბოროტების“ სახით, ვიდრე ქურთისტანის სახელმწიფოებრიობა თურქეთის ტერიტორიაზე.
ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, მოვლენები შეიძლება შემდეგნაირად განვითარდეს: პირველი - შესაძლოა მოხდეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზება; მეორე - შესაძლოა თურქეთმა მუსტაფა ქემალის ხელისუფლების მიერ 1921 წლის მარტ-ოქტომბერში ხელმოწერილი მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებები ძალადაკარგულად ჩათვალოს (ამ დოკუმენტით ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის - საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრებიც დადგინდა). თუ მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულებები გაუქმდება, მაშინ დღის წესრიგში დადგება დამოუკიდებელი ქურთისტანის საზღვრების გარკვევა თურქულ-ქურთულ-ამიერკავკასიულ დონეზე. პრაქტიკულად, თურქეთი შეიძლება ახალ იუგოსლავიად გადაიქცეს.
http://www.nv.am/politika/59532-2017-08-22-05-05-44

















