logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
Radio Voice of America»(აშშ): სირია აფხაზეთის აღიარებას აპირებს? რატომ უმასპინძლა ქვეყნის მთავრობამ "აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს"
Radio Voice of America»(აშშ): სირია აფხაზეთის აღიარებას აპირებს? რატომ უმასპინძლა ქვეყნის მთავრობამ "აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს"
10:38 24.08.2017
შესაძლებელია თუ არა, რომ სირიამ რუსეთის ზეწოლით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა სცნოს? ეს კითხვა ხელახლა გაჩნდა, მას შემდეგ რაც სირიის არაბული რესპუბლიკის მმართველმა ელიტამ აფხაზ სეპარატისტთა „საგარეო საქმეთა მინისტრს“ დაურ კოვეს დამასკოში მაღალ დონეზე უმასპინძლა.

დამასკოს რიგით 59-ე საერთაშორისო ბაზრობაში, ოკუპირებულმა აფხაზეთმა, 17-22 აგვისტოს „დამოუკიდებელი ქვეყნის“ სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ეს ბაზრობა არაბულ რესპუბლიკაში 1954 წლიდან ტარდება, თუმცა სამოქალაქო ომის გამო 2011 წლის შემდეგ აღარ გამართულა. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი და მისი მთავარი მოკავშირე, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საერთაშორისო ბაზრობის განახლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მასზე 27 ქვეყანა მიიწვიეს. სეპარატისტების დროშა დამასკოს ცენტრში, გამოფენაში მონაწილე სხვა სახელმწიფოების დროშებთან ერთად ფრიალებდა.

დაურ კოვეს პირადად შეხვდნენ სირიის პრემიერ-მინისტრი იმად ხამისი, რომელსაც ეს პოსტი 2016 წლიდან უჭირავს; მუალედ ალ-ვალიდი - იგი უკვე 11 წელია სირიის საგარეო საქმეთა მინისტრია და სირიის სახალხო კრების (პარლამენტის) თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნაჯად ანზორი.

აფხაზთა „პირველმა დიპლომატმა“ დაურ კოვემ, რომელმაც დამასკოში ჰუმანიტარული მიზნით 16 ტონა მინერალური წყალი „კოდორი“ ჩაიტანა, სირიის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კერძოდ აღნიშნა: „ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს სირიის საერთაშორისო თანამეგობრობიდან იზოლირებას, ისევე როგორც ცდილობს აფხაზეთის იზოლაციას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, რათა ერთად გავუწიოთ წინააღმდეგობა ყველა მხარეს, ვინც ჩვენი ორი სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება”.

სირიის პარლამენტში შეხვედრისას არაბული რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნაჯად ანზორი აფხაზთა დელეგაციამ სოხუმში მიიწვია. ნაჯად ანზორმა ეს მიწვევა მიიღო. ოკუპირებული აფხაზეთის მონახულების სურვილი ასევე გამოთქვეს სირიის პარლამენტის წევრებმა რამი სალეჰ ბენ მუჰამედმა, სანა აბუ-ზეიდმა და ატფ ზეიბაკმა. ყველა მათგანი არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიის სირიის ფრთის (ბაათი) წევრია, რომლის გენერალური მდივანიც 2000 წლიდან არის სირიის პრეზიდენტი და დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი.

ბაშარ ალ-ასადს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთადერთი კონტაქტი 2010 წლის მაისში ჰქონდა, როცა მას დამასკოში, საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესტუმრა. დახურული შეხვედრის მთავარი თემა მაშინაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების არაღიარება იყო. 2010 წლის სექტემბერში გრიგოლ ვაშაძე, უკვე ნიუ-იორკში, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ ალ-მუალემსაც შეხვდა. ამ დონის შეხვედრები მომდევნო წლებში, გასაგები მიზეზების გამო, სირიისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის აღარ ყოფილა.

2016 წლის დეკემბერში, ალეპოს უმძიმესი კრიზისის დროს, საქართველოს მთავრობამ 100 000 აშშ დოლარი გამოყო სირიის დასახმარებლად, 2017 წელს კი გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ძალადობის შეწვეტისკენ მოუწოდებდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზ სეპარატისტთა ვიზიტს დამასკოში ასეთი განცხადებით გამოეხმაურა: „რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ე.წ. ვიზიტი სირიაში, მრავალწლიან ომში გახვეულ ქვეყანაში, სადაც რუსეთი საკუთარი გავლენის განმტკიცებას ყველა საშუალებით ცდილობს“. საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ „მსგავსი ქმედებებით რუსეთი საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას უშედეგოდ ცდილობს“.

საქართველომ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთომა 1994 წლის 18 მაისს დაამყარეს, თუმცა არცერთ ქვეყანას ერთმანეთის ტერიტორიაზე საელჩო არ გაუხსნია. სირიას - ეგვიპტეში საქართველოს საელჩო, ხოლო საქართველოს - სომხეთში სირიის საელჩო ფარავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი არხებით უკვე შედგა სირიის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა