logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Foreign Policy» (აშშ): როგორ გადაიქცა სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ ლიდერიდან მოქალაქეობის არმქონე მოხეტიალე პირად
«Foreign Policy» (აშშ): როგორ გადაიქცა სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ ლიდერიდან მოქალაქეობის არმქონე მოხეტიალე პირად
12:53 23.08.2017
ამერიკულ გამოცემა «Foreign Policy»-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში გაანალიზებულია ექს-პრეზიდენტს და ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა საქართველოსა და უკრაინაში. მასში არის მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა: როგორ მივიდა მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ მდგომარეობამდე - საქართველოს პრეზიდენტობიდან მოქალაქეობის არმქონე პიროვნებამდე (ავტორი - ემილი ტამკინი).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალას შემოკლებით.

მიხეილ სააკაშვილის დამსახურებას აღიარებენ: მან განახორციელა საქართველოს მოდენიზება და ვესტერნიზაცია, ქვეყანა გარდაქმნა, კორუფცია აღმოფხვრა. მაგრამ დღეს იგი იმ ლიდერების სიმბოლოსაც წარმოადგენს, რომლებმაც ური თქვეს ლიბერალურ პრინციპებზე ავტორიტარიზმის სასარგებლოდ. „ის, თუ როგორ მოხვდა საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასეთ სიტუაციაში, სავსებით ლოგიკურია - თუ მის ინდივიდუალობას და ცხოვრების წესს გავითვალისწინებთ“, - ამბობს მარკ ბერენდტი, „ფრიდომ ჰაუსის“ პროგრამების დირექტორი, Foreign Policy-ის კორესპონდენტთან საუბრის დროს, - „მას შეეძლო ევრაზიელი ვაცლავ ჰაველი ყოფილიყო, ლიბერალური პრინციპების ერთგული თუ იქნებოდა... მას ხალხის ნდობის უდიდესი მანდატი ჰქონდა. მაგრამ მან ეს მანდატი იმისთვის გამოიყენა, რომ რაც უნდოდა, იმას აკეთებდა“.

ბევრი იმედოვნებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის მოდერნიზებას მოახდენდა“, - წერს თედო ჯაფარიძე, ექს-პრეზიდენტის ყოფილი თანამოაზრე, Foreign Policy-ისათვის გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში, - მაგრამ იგი, პრეზიდენტობის პირველი ვადის დასასრულს, აშკარად შეეცადა საქართველო პირად სამფლობელოდ გადაექცია“.

თედო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო („ვარდების რევოლუციის“ შემდეგ), მაგრამ დღეს იგი საკუთარ თავს ექს-პრეზიდენტის თანამოაზრეებთან აღარ აიგივებს. თედო ჯაფარიძე ამჟამად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მრჩეველია საერთაშორისო საკითხებში. იგი თავის წერილში აღნიშნავს, რომ მისი კომენტარები პირადულია. თედო ჯაფარიძეს კარგად ახსოვს ის დღე, როცა მან და მისმა მეუღლემ მობილური ტელეფონით სარგებლობა შეწყვიტეს, საუბრების მოსმენის გამო. ყოფილმა მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილს საბოლოო ჯამში, ავტორიტარულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველოს, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, მსოფლიოში ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი ეკავა პატიმრების რაოდენობის მხრივ.

პუბლიკაციის ავტორი საუბრობს ამერიკელ მკვლევარებთან ლინკოლნ მიტჩელთან, მაიკლ ჩეჩირესთან, უკრაინელ უფლებადამცველ მაქსიმ ერისთავთან და სხვებთან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის შესახებ საკუთარ არგუმენტირებულ თვალსაზრისს გამოთქვამენ.

„ზუსტად არავინ იცის რა მოხდება 10 სექტემბრის შემდეგ, როცა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი პოლონეთიდან უკრაინაში შესვლას დააპირებს. უკრაინელმა მესაზღვრეებმა უკვე განაცხადეს, რომ მას ქვეყანაში არ შეუშვებენ. არსებობს თუ არა ალტერნატივა პოლიტიკური ცხოვრების დასრულებისთვის? იქნებ უმჯობესია იჯდეს ბრუკლინში ან ვარშავაში? ან იქნებ რომელიმე უნივერსიტეტში და კვლევით ცენტრში იმუშაოს? მაგრამ მიხეილ სააკაშვილი თავის ტავს ასეთ ამპლუაში ვერ ხედავს: „უკრაინელები არ მაპატიებენ იმას, რომ მე ისინი ასე იოლად მივატოვე. ამ მხრივ მე სხვებს არ დავემსგავსები. მთელი ცხოვრება ვცდილობ, რომ მე სხვებივით არ ვიყო“, - ციტირებს ავტორი მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს.


http://foreignpolicy.com/2017/08/22/the-man-without-a-state-misha-saakashvili-georgia-ukraine/

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა