logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«El Pais» (ესპანეთი): ქართულ ნაპირზე თანამედროვე მინებიანი ცათამბჯენები და ხალხით სავსე პლაჟებია, აფხაზური ნაპირზე კი ნანგრევები ჩანს, რომელიც ომს გვახსენებს
«El Pais» (ესპანეთი): ქართულ ნაპირზე თანამედროვე მინებიანი ცათამბჯენები და ხალხით სავსე პლაჟებია, აფხაზური ნაპირზე კი ნანგრევები ჩანს, რომელიც ომს გვახსენებს
12:49 23.08.2017
„ორთვალა ფორანი ერთადერთი ტრანსპორტია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ორ გეოსტრატეგიულ ზონას ერთმანეთთან აკავშირებს. ყოველთვის ხალხით სავსე ფორანი ტაატით მიდი-მოდის მდინარე ენგურის ხიდზე, რომლის ერთი ნაპირი საქართველოს - პროდასავლური და ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნის ხელისუფლების მიერ კონტროლდება, მეორე კი - აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ, რომელიც შავი ზღვის 220 კილომეტრიან ნაპირს აკონტროლებს. აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული - მას შემდეგ რაც 2008 წელს მოსკოვმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა“, - ასე იწყება ესპანურ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია (ავტორი - პილარ ბონეტი).


საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის რეზიუმეს ქართულ ენაზე:

ვრცელ პუბლიკაციაში გადმოცემულია აფხაზეთის კონფლიქტის ისტორია, საომარი მოქმედებების შედეგი, კონფლიქტის მოგვარების მიზნით გამართული მოლაპარაკებები როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით და სხვა მომენტები.

სტატიაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის კონფლიქტი ბევრად განაპირობა ისტორიულმა წინამძღვრებმა - იოსებ სტალინის მიერ სსრ კავშირში გატარებულმა ეროვნულმა პოლიტიკამ.

„აფხაზეთი მოსახლეობა ამჟამად 250 ათასზე ნაკლებს წარმოადგენს. აფხაზები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ლტოლვილი ქართველების დაბრუნებას (მათი რაოდენობა 200 ათასზე მეტია), თუმცა გალის რაიონში - ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილზე-რამდენიმე ათეული ათასი დევნილი მაინც დაბრუნდა. ეს მოხდა ჯერ კიდევ 2008 წლამდე, ანუ როცა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის ფორმებზე მუშაობდნენ“, - წერს ავტორი.

პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე საქართველოს მეორე სეპარატისტულ რეგიონზეც - ე.წ. სამხრეთ ოსეთზეც:

„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარუმატებელმა თავდასხმამ სამხრეთ ოსეთზე რეგიონში სრულიად ახალი გარემოება ჩამოაყალიბა, რაც ყოფილი ავტონომიებისათვის ახალი ეპოქის დაწყებას ნიშნავდა, რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებით. რუსეთმა საერთაშორისო დამკვირვებლები ორივე რეგიონის დატოვებაზე აიძულა, შემდეგ სოხუმთან და ცხინვალთან მრავალრიცხოვანი დოკუმენტები - სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმა. დღეისათვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზებში მუდმივად ათი ათასამდე ჯარისკაცი იმყოფება“.

სტატიის ავტორი ეხება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ამასწინანდელ ვიზიტსაც აფხაზეთში და მის შეხვედრას აფხაზ ლიდერთან - პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან. ასევე მოხსენიებულია საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ყოფნაც, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველო აშშ-ის საკვანძო პარნიორია რეგიონში“ და რომ ვაშინგტონი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ნაწილის ოკუპირებას“.
მაიკ პენსის განცხადებამ ქართველი პოლიტიკოსები გამოაცოცხლა და იმედით განაწყო: ისინი ხომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ჟამს თავს ამერიკისაგან მიტოვებულად გრძნობდნენ, - აღნიშნავს ავტორი და იქვე ვლადიმირ პუტინის განცხადებასაც ციტირებს: „ჩვენ აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტი ვართ“.

ავტორი ყურადღებას უთმობს პუტინის ვიზიტის დროს სოციალური დახმარების შესახებ შეთანხმების დადების ფაქტს, რაც აფხაზეთის მოსახლეობას რუსული სოციალური უზრუნველყოფის სიტემით სარგებლობის ნებას აძლევს. თბილისში აცხადებენ, რომ მოსკოვის ნაბიჯი იმის პასუხია, რასაც თბილისი აფხაზებს სთავაზობს - უფასო სამედიცინო მომსახურებას. ასეთი ახალი პოლიტიკის გატარება, რომელიც „შერიგებისთვის გაწვდილ ხელს“ გულისხმობს, საქართველომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდეგ დაიწყო. თბილისი იმედოვნებს, ყოფილი ავტონომიის მშვიდობიანი ინტეგრირება შესაძლებელია.

„საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტს ტურიზმის განვითარება წარმოადგენს. 2017 წლის დასაწყისიდან ივლისის ჩათვლით, ქვეყანას უკვე ოთხი მილიონი უცხოელი ეწვია. გარდა ამისა, ამერიკული და ევროპული ინვესტიციებით თბილისი შავი ზღვის პორტის ანაკლიის აშენებასაც გეგმავს. ამით საქართველოს სურს როგორც ჩინელი, ასევე აფხაზი ბიზნესმენების ყურადღების მიქცევა, თუმცა სოხუმი, როგორც ჩანს, არანაირ დაინტერესებას არ ამჟღავნებს ქართული გეგმების მიმართ. აფხაზეთის ეკონომიკის მინსტრმა ადღურ არძინბამ განაცხადა, „მხოლოდ შეშლილი თუ იფიქრებს აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებასო.

არადა, ენგურისა [და შავი ზღვის] აფხაზურ და ქართულ ნაპირებს შორის არსებული პეიზაჟის კონტრასტები მატულობს: ქართულ ნაპირზე თანამედროვე მინებიანი ცათამბჯენები და ხალხით სავსე პლაჟებს ვხედავთ, აფხაზური ნაპირზე კი ნანგრევები ჩანს, რომელიც ომს გვახსენებს“, - ნათქვამია სტატიის ბოლოს.



https://elpais.com/internacional/2017/08/22/actualidad/1503399777_159153.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა