logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კონგოს მეამბოხეთა "პრეზიდენტი": მზად ვიყავით იოსებ ოსორაული საქართველოსთვის გადაგვეცა მაგრამ....
კონგოს მეამბოხეთა "პრეზიდენტი": მზად ვიყავით იოსებ ოსორაული საქართველოსთვის გადაგვეცა მაგრამ....
07:38 23.08.2017
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კდრ), საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავის, თადარიგის პოლკოვნიკის იოსებ ოსორაულის დატყვევებიდან 208 დღე გავიდა. 17 აგვისტოს ქართველი მფრინავის დაბადების დღე იყო, თუმცა უცნობია, იოსებ ოსორაულს 42 წელი შეუსრულდა თუ… შეუსრულდებოდა. მთავარ კითხვაზე - ცოცხალია თუ არა ქართველი პოლკოვნიკი, დადასტურებული პასუხი ისევ არ არსებობს.
იოსებ ოსორაული ტყვედ 2017 წლის 27 იანვარს კდრ-ის მეამბოხეთა მოძრაობა „23 მარტის“ (M23) მებრძოლებს ჩაუვარდა ხელში. მეამბოხეთა "პრეზიდენტი" ბერტანდ ბისიმვა, რომელიც მეოთხე წლია მეზობელ უგანდას აფარებს თავს, ამტკიცებს, რომ პოლკოვნიკი გარდაცვლილია.
ბერტანდ ბისიმვას განცხადებით, „23 მარტი“ მზად იყო ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავი საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე გადაეცა, ერთადერთი პირობით, რომ ოფიციალური თბილისი საკუთარ მოქალაქეებს, ყოფილ სამხედროებს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს აუკრძალავდა, თუმცა, ამის გაკეთება არ დასცალდა.
მეამბოხეთა ლიდერი ამბობს, რომ 2017 წლის 13 მაისს, კონგოს სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეების იმ რაზმს შორის, რომელსაც ქართველი პოლკოვნიკი დატყვევებული ჰყავდა შეტაკება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, იოსებ ოსორაულიც დაიღუპა. ანალოგიურ ინფორმაციას ფლობს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მისიაც.
საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც აფრიკულ წყაროებზე დაყრდნობით, პოლკოვნიკი იოსებ ოსორაული გარდაცვლილად ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, სიტუაციის საბოლოო გარკვევამდე (შესაძლო, სამარხის აღმოჩენამდე) ცდილობს შეფასებებში ძველებურად კატეგორიული აღარ იყოს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი კერძოდ ამბობს: „საელჩო საგარეო საქმეთა მინისტრის უშუალო დავალებით, აქტიურ ძალისხმევას აგრძელებს, რათა საბოლოოდ გაირკვეს ჩვენი თანამემამულის ბედი. ყოველდღიური, რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, კინშასაში გაეროს სტაბილიზაციის მისიასთან და წითელი ჯვრის კომიტეტთან. ძალისხმევას არ ვიშურებთ რომ იოსებ ოსორაულის ბედი საბოლოოდ გაირკვეს.“
კდრ-ის შეირაღებული ძალების სამხედრო შვეულმფრენი MI-24 (რეგისტრაციის ნომერი 9T-HM 12), რომელსაც აფრიკის ამ ქვეყანაში კონტრაქტით მომუშავე იოსებ ოსორაული მართავდა, 2017 წლის 27 იანვარს, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში მთიან მასივში ჩამოვარდა. იმავე დღეს, იმავე ტერიტორიაზე, კატასტროფა მეორე MI-24-აც (რეგისტრაციის ნომერი 9T-HM 11) განიცადა, რომლიც პილოტიც ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი იყო. ორივე სამხედრო ვეტმფრენის ამოცანა, რომლებიც ქალაქ გომას აეროდრომიდან აფრინდნენ, მეზობელი უგანდიდან კდრ-ის საზღვრებში შემოღწეული „23 მარტის მოძრაობის“ მეამბოხეთა რაზმის აღმოჩენა და განადგურება იყო.
კდრ-ის თავდაცვის სამინისტრო თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ ორივე ვერტმფრენმა კატასტროფა „უამინდობის გამო“ განიცადა, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ კონგოს არმიის საჰაერო ძალების კუთვნილი სამხედრო შვეულმფრენები „23 მარტის“ მეამბოხეებმა ჩამოაგდეს.
2017 წლის 27 იანვარს, ავიაკატასტროფის შედეგად, დაშავებული მფრინავის ვიაჩესლავ პლუჟნიკოვის და კიდევ რამდენიმე კონგოელი სამხედროს ევაკუაცია ადგილიდან დროულად მოხდა, ადგილზე დაიღუპა ერთი კონგოელი პოლკოვნიკი, იოსებ ოსორაული კი მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. დატყვევებულ ქართველ პოლკოვნიკს ოჯახში დარეკვის საშუალება რამდენჯერმე მისცეს (თებერვალსა და მარტში). იმავე პერიოდში, ოსორაულებმა კონგოდან ქართველი მფრინავის ტყვეობის ამსახველი რამდენიმე ფოტო და ვიდეოც მიიღეს, იყო საუბარი გამოსასყიდზე - 1 მილიონ დოლარსა და სხვა მოთხოვნებზე, მაისში კი კავშირი საბოლოოდ გაწყდა.
„23 მარტის“ მოძრაობის პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, ოსორაულების ოჯახი და თანამებრძოლების დიდი ნაწილი, ამ დრომდე კატეგორიულად არ ენდობა კონგოდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იოსებ ოსორაული ცოცხალი აღარ არის.
ბერტანდ ბისიმვას ინფორმაციას უარყოფენ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებიც, თუ რა ფაქტებს ეყრდნობიან, ამაზე კომენტარის გაკეთება მათ არ სურთ. პოლკოვნიკის ნათესავი ქვემო ალვანელი გელა მოურავიძე ამბობს: „ვერ ვენდობი ამ ინფორმაციას, მე ასე მგონია რომ კონგოდან არასწორი მიაწოდეს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მაგათაც გადაუმოწმებლად გაავრცელეს. ადგილზე კონგოში, არსებობს სხვა ინფორმაციაც, რომ სოსო ცოცხალია და უკვე რამდენიმე ადგილი შეუცვალეს,ამბობენ მეზობელ ქვეყანაში გადაიყვანესო. ამიტომ ვითხოვთ, ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინონ, სად და როგორ იმყოფება“.
საქართველოს კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და იგი ორი წლის განმავლობაში თავის საცხოვრებელი ადგილას არ გამოჩენილა, სასამართლოს შეუძლია ეს პირი უგზო - უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადოს.
პირის გარდაცვლილად აღიარება ასევე სასამართლოს გზით ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ „პირი თავის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა და ცნობები მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ მოიპოვება“; ასევე, თუ „პირი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ ვითარებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა ან სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება.“
სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, კანონის მიხედვით, „გარდაცვლილად შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ საომარი მოქმედების დასრულების დღიდან ორი წლის შემდეგ“.





წყარო: "Radio Voice of America"


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა