logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): საფრთხე, რომელიც სამხრეთ ოსეთში ქართულ სკოლებს ემუქრება
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): საფრთხე, რომელიც სამხრეთ ოსეთში ქართულ სკოლებს ემუქრება
11:35 21.08.2017
გავლენიანი ბრიტანული მედიასაშუალების «BBC»-ის რუსულენოვანი ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში - ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება ქართულ სკოლებთან დაკავშირებით: „ახალი სასწავლო წლის დაწყებისას სამხრეთ ოსეთში არსებული ქართული სკოლები რუსულ ენაზე და რუსულენოვანი სწავლების პროგრამაზე გადადიან. მშობლიურ ქართულ ენას ქართული სკოლების მოსწავლეები ცალკე საგნის სახით შეისწავლიან“.


საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

„საკითხი ეხება იმ ქართულ სკოლებს, რომლებიც ახალგორის [რომელსაც ოსი სეარატისტები კვლავ ლენინგორს უწოდებენ] რაიონში მდებარეობენ. ამ რაიონს 2008 წლის აგვისტოს ომამდე თბილისი აკონტროლებდა. საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის გეგმებს დისკრიმინაციულად მიიჩნევს და შიშობს, რომ მშობლიურ ენაზე სწავლის შეზღუდვა იქ დარჩენილ ქართულ მოსახლეობას მშობლიურ ადგილების დატოვებას აიძულებს“, - აღნიშნავს ავტორი.

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ განათლების სისტემის წარმომადგენელთა თვალსაზრისი: „ერთიან სასწავლო პროგრამაზე გადასვლა ეტაპობრივად განხორციელდება. თავდაპირველად ეს შეეხება დაწყებით კლასებს. ეთნიკურ ქართველებს საშუალება ექნებათ თავიანთი მშობლიური ენა ისწავლონ. ჩვენ არანაირად არ ვზღუდავთ ქართული ენის სწავლებას. უბრალოდ, გადავდივართ რუსულ სისტემაზე“, - ამბობს „სამხრეთ ოსეთის“ განათლების "მინისტრი" ნატალია გასიევა. „დღემდე ქართულ სკოლებში საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო წიგნებით სარგებლობდნენ, ახლა კი დაწყებითი კლასები რუსულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გადავლენ“, - განმარტავს "ლენინგორის რაიონის" ადმინისტრაციის უფროსი ფილიპე ხაჩიროვი. რაც შეეხება ქართული სკოლების პედაგოგების ბედს, მისი თქმით, მასწავლებლები გაივლიან გადამზადებას, ატესტაციას. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მათ პროფესიონალიზმზე.

სტატიის ავტორი ესაუბრება „სამხრეთ ოსეთის“ პროქართული ადმინისტრაციის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს სოსო ცოტნიაშვილს, რომლის თქმით, ცხინვალის ხელისუფლებამ 12-წლიანი საშუალო განათლება აკრძალა და შემოიღო 11-წლიანი სწავლება - ანუ ისეთი, როგორიც ამჟამად რუსეთშია. დაუშვებელია აგრეთვე ისტორიის სწავლება ქართული სახელმძღვანელოებით“.

პუბლიკაციაში ციტირებულია აგრეთვე სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებები: იგი ახალგორის ქართული სკოლების მდგომარეობას აფხაზეთის გალის რაიონის სკოლების მდგომარეობას ადარებს, სადაც ასეთივე დისკრიმინაცია ხდება. მისის თქმით, საქართველო ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს საერთაშორისო მასშტაბით და პარტნიორების დახმარებით, რათა სიტუაცია გაუმჯობესდეს.

პაატა ზაქარეიშვილი (ყოფილი სახელმწიფო მინისტრი) „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში ამბობს, რომ ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვა ახალგორიდან იქ მყოფი ეთნიკური ქართველების მიგრაციას გამოიწვევს. იგი თვლის, რომ „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფალთა გადაწყვეტილება არაშორსმჭვრეტელურია. „მათ ქართველებს რუსულ ენა კი არ უნდა ასწავლონ, არამედ თავიანთ ხალხად უნდა მიიჩნიონ. ეს მათი დიდი შეცდომაა - ისინი არ ენდობიან იმ ქართველებს, რომლებიც ომის შემდეგ იქ დარჩნენ და ლოიალურად არიან [სეპარატისტული] ხელისუფლებისადმი განწყობილი.

2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 855 ქართველები იყვნენ (6520 ადამიანი). 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რაიონი დატოვა. Crisis Group-ის 2010 წლის მოხსენების თანახმად, სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 2500 ეთნიკური ქართველია დარჩენილი. მათი უმრავლესობა ახალგორში ცხოვრობს და დღესაც მთელი მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული აღწერის მიხედვით, ახალგორში [ლენინგორში] ამჟამად 2337 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, რაც რაიონის მოსახლეობის 55%-ს შეადგენს.


http://www.bbc.com/russian/features-40987171


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა