logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"kaspiy" (აზერბაიჯანი): შიგნით არსებული სიძნელეებისა და გარედან ზეწოლების მიუხედავად, საქართველო დემოკრატიის წარმატებული მოქმედების დემონსტრირებას ახდენს
"kaspiy" (აზერბაიჯანი): შიგნით არსებული სიძნელეებისა და გარედან ზეწოლების მიუხედავად, საქართველო დემოკრატიის წარმატებული მოქმედების დემონსტრირებას ახდენს
11:03 21.08.2017
აზრბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია რამდენიმე საკითხი: საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე სკანდალური აჟიოტაჟი, თბილისის მერის არჩევნების შესახებ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთდამოკიდებულება ქვეყნის კონსტიტუციის ცვლილებების ფონზე (ავტორი - რაუფ ტოფიკოღლუ).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:

სრული უნდობლობა მიხეილ სააკაშვილს

ყველას ახსოვს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნისას, მოსახლეობის წინაშე იფიცებოდა, რომ რომ წესრიგის დამყარება ერთ ცალკე აღებულ ოლქშიც შეიძლებაო: ოპტიმისტურად აცხადებდა, რომ მაფიას მიტაცებულ ქონებას ჩამოართმევდა, ოლიგარქების მიერ მითვისებულ პლაჟებს პიონერთა ბანაკებს დაუბრუნებდა და საერთოდ, უკრაინულ კაპიტალიზმს ადამიანურ სახეს მისცემდა... ახლა კი მიხეილ სააკაშვილი, მოქალაქეობაჩამორთმეული ექს-პრეზიდენტი და ექს-გუბერნატორი, ხან ამერიკაში „ბომჟაობს“, ხანაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. სხვათა შორის, იგი საკმაოდ კომფორტულად მოგზაურობს „ძალადაკარგული“ უკრაინის პასპორტით, თუმცა შიშობს, ვაითუ საქართველოს გადამცენო. როგორც ირკვევა, მის შიშს მაინცდამაინც მტკიცე საფუძველი არ აქვს - გიორგი მღებრიშვილის რუს პრანკერებთან სატელეფონო საუბრით ირკვევა, რომ თბილისი არც ისე ძალიანაა დაინტერესებული ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირებით. ვნახოთ, რა მოხდება ათი სექტემბრის შემდეგ - ეს თარიღი მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის გარღვევის დღედ გამოაცხადა.

„ბაგირის გადათრევა“: ვინ იქნება თბილისი მერი


მიხო პოლონეთიდან მუშტებს იქნევს, ამასობაში კი მეზობელ კოლხიდაში დედაქალაქის მერის სავარძლის დაუფლების ირგვლივ ვნებათაღელვა ძლიერდება. თბილისის მერობა სურს როგორც „ქართული ოცნების“ „ყინულმჭრელ“ კახა კალაძეს, ასევე „ერთიანი ნაცმოძრაობის“ კანდიდატსაც. ფაქტია, რომ ოპოზიციას არ ჰყავს კახა კალაძის მსგავსი ცნობილი ფეხბურთელი, ანდა ვინმე ცნობილი მომღერალი, მაგრამ როგორც გამოკითხვები მოწმობს, „მილანის“ ყოფილ ვარსკვლავსაც კი მხარს თბილისის მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედი უჭერს. ანუ როგორც ჩანს, მეორე ტური გარდაუვალია. ალბათ, კახა კალაძე, თუ რაიმე ფორს-მაჟორი არ იქნება, მეორე ტურში მოწინააღმდეგეს გოლს გაუტანს.


მწვანე შუქი კონსტიტუციურ ცვლილებებზე მსჯელობას



საქართველოს ხელისუფლება ცდილობს არ გაიფუჭოს ურთიერთობა ევროპასთან და დემოკრატიასთან დაკავშირებით მის რჩევა-დარიგებებს ყურს უგდებს. ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, მოერიდოს ოპოზიციასთან დაპირისპირებას და მასთან მოლაპარაკება გამართოს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც დავას იწვევს. თუმცა საერთო ენის გამონახვა საკმაოდ რთულია. ვენეციის კომისიამ ზოგადად დადებითად შეაფასა ქვეყნის ძირითად კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, ოპოზიციაც გაჩუმდა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელი რამ მოხდა: მმართველმა პარტიამ საზოგადო განხილვის დროს უკვე სრულიად სხვა პროექტი გამოიტანა. კერძოდ, ადრინდელისაგან განსხვავებით, ამჯერად უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება (არადა, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმებულიყო). კითხვები გაჩნდა პრეზიდენტის არჩევის წესთან მიმართებითაც. მოკლედ, გაყუჩებული ოპოზიცია გამოცოცხლდა და ხმა აიმაღლა, განსაკუთრებით მაჟორიტარული არჩევნების წინააღმდეგ და რევოლუციით დაიმუქრა. თავის მხრივ, ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, რომ საერთო ენა გამონახოს ოპოზიციასთან, სანამ ცვლილებები პარლამენტში საბოლოოდ არ დამტკიცებულა.
მართლაც, ქართულ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას კომპრომისები შესთავაზა, რომელთაგან მთავარი პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის (ზღურბლის) დაწევა გახლავთ, თუმცა ამგვარი წინადადებით ოპოზიცია მაინცდამაინც არ მოხიბლულა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ანასხლეტის - „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დიალოგზე უარს ამბობენ, მაგრამ თავიანთ პოზიციებს არ დათმობენ, განსაკუთრებით მაჟორიტარულის სისტემის გაუქმების საკითხში. თავის მხრივ, მმართველი პარტია მოკავშირეებს ეძებს წვრილი პარტიების სახით და მათ პარლამენტში მოხვედრას პირდება ბარიერის დაწევის მეშვეობით.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სხვადასხვა პარტიებს შორის რეალური პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება. შიგნით არსებული სიძნელეებისა და გარედან ზეწოლების მიუხედავად, ქვეყანა დემოკრატიის წარმატებული მოქმედების დემონსტრირებას ახდენს.




http://www.kaspiy.az/news.php?id=65941#.WZpP3oqQzs0


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა