logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"nv.am"(სომხეთი): იქნებ ავარეთ-კახეთის გზამ გვიშველოს....
"nv.am"(სომხეთი): იქნებ ავარეთ-კახეთის გზამ გვიშველოს....
10:07 20.08.2017
სომხურ გამოცემა «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება სომხეთის მნიშვნელოვან საკომუნიკაციო პრობლემას - გარესამყაროსთან და განსაკუთრებით რუსეთთან სახმელეთო კავშირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის მეშვეობით ხორციელდება (ავტორი - არტემ ერკანიანი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, წინა წლების მსგავსად, მიმდინარე წელსაც ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, კლიმატური მიზეზების გამო, რამდენჯერმე დაიხურა და არ მოქმედებდა, რის შედეგადაც სომხეთის ეკონომიკა ზარალდება. ზაფხულობით კლიმატურ მიზეზებს ემატება ტურისტების სიმრავლეც, რაც გზის გადატვირთვას იწვევს: „ზემო ლარსში ყოველწლიურად მატულობს ავტომანქანებისა და მგზავრების ნაკადი. თუ 2015 წელს საზღვარზე საშუალოდ დღეში 9 ათასმდე პირი გადადიოდა, 2015 წელს მათი რაოდენობა 11 ათასამდე გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის 7 აგვისტოს საზღვარი უკვე 14 400-მა ადამიანმა გადაკვეთა. და ეს იმ დროს, როცა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა მხოლოდ 4 ათას კაცზეა გათვლილი. ანუ საბაჟო ატარებს ადამიანებისა და ტვირთების ისეთ რაოდენობას, რომელიც დაგეგმილზე 4-ჯერ მეტია. ასეთი სწრაფი ზრდა გამოწვეულია საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობის ნორმალიზაციით, ტურისტების სიმრავლით (სულ უფრო მეტ რუს ტურისტს აქვს სურვილი სოჭში და ყირიმში კი არა, არამედ საქართველოში იმოგზაუროს, აჭარაში დაისვენოს). ამასთან შესამჩნევია აგრეთვე ტვირთების გადაზიდვის მატება სომხეთსა და რუსეთს შორის (სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების გამო). ანუ საზღვარზე შექმნილი სიძნელეები უფრო მეტად ობიექტურია, ვიდრე სუბიექტური. შესაბამისად, კვლავ და კვლავ დგება დღის წესრიგში ალტერნატიული გზების ძიება.

ავტორი იხსენებს მიმდინარე წლის ივლისში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრას, რომლის დროს ე.წ. სავაჭრო დერეფნების ამოქმედების საკითხი განიხილეს. სომხეთს იმედი ჩაესახა, იქნებ როგორმე ეკონომიკური ბლოკადა გაირღვესო და მზერა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სატრანსპორტო კომუნიკაციებს (ტრანსკაკვასიურ ავტომაგისტრალს და აფხაზეთის რკინიგზას) მიაპყრო, თუმცა პოლიტიკური მიზეზების გამო აღნიშნული შეთანხმება ვერ ხორციელდება. რაც შეეხება საზღვაო გზას და ფოთის პორტით სარგებლობას, ამ მარშრუტსაც თან თავისი პრობლემები ახლავს.

რა უნდა ქნას სომხეთმა? სად უნდა ეძებოს ალტერნატივა?

ამასთან დაკავშირებით პუბლიკაციაში საუბარია ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაზე, როგორც პერსპექტიურ სავაჭრო დერეფანზე. გადმოცემულია გზის მოკლე ისტორია, მისი მნიშვნელობა მე-19 საუკუნეში... იმ მიზეზებზე, თუ რატომ დაკარგა ამ გზამ თავისი ფუნქცია მე-20 საუკუნეში (როკის გვირაბის ექსპლოატაციაში შესვლის გამო). ავარეთ-კახეთის გზა, თავისი თავდაპირველი სახით (როგორც კავკასიის ქედის გადამკვეთი კომუნიკაცია), ფაქტიურად აღარ არსებობს, ავტომობილით საქართველოდან დაღესტანში გადასვლა უკვე შეუძლებელია...

მაგრამ იმის გამო, რომ 21-ე საუკუნეში დაღესტანისთვის მომგებიანია საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის არსებობა (პლუს დარიალის ხეობაში შექმნილი სიძნელეები), კრემლის ჩინოვნიკებმა ამ გზის მნიშვნელობა გაიხსენეს: 2013 წლის ბოლოს რუსეთის მთავრობამ მოიწონა დაღესტანში გზების მშენებლობის გეგმა, რომელშიც საქართველოს საზღვრამდე საავტომობილო გზის მშენებლობასაც ითვალისწინებს (ანუ, ფაქტიურად, ავარეთ-კახეთის გზის მარშრუტს). სამწუხაროდ, გზის მშენებლობას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ: 2014 წლის ზაფხულში შეიარაღებული „ბოევიკები“ თავს დაესხნენ კომპანია „დაღესტანავტოდორის“ თანამშრომლებს, მშენებელთა ბაზა გაანადგურეს და მძევლები აიყვანეს. მოგვიანებით მძევლების გათავისუფლება მოხერხდა, მაგრამ ვინ იდგა ამ დივერსიის უკან, ვერ დადგინდა. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ძნელი არ უნდა იყოს იმის მიხვედრა, თუ ვის არ უნდა გზის აშენება: დანაშაულის კვალმა სრულიად შესაძლებელია ბაქომდე მიგვიყვანოს. აზერბაიჯანში აცნობიერებენ, რომ ტრანსკავკასიური დერეფნის ამოქმედება სომხეთს ბლოკადიდან გამოიყვანს.

სხვათა შორის, ავრეთ-კახეთის გზისთვის რაიმე ხელშემშლელი პოლიტიკური ფაქტორი არ არსებობს. სხვა მიმართულებებისაგან განსხვავებით, ეს გზა გადის საქართველო-რუსეთის საზღვრის საერთაშორისოდ აღიარებულ მონაკვეთზე. ქართული წყაროები მოწმობენ, რომ თბილისისთვის უფრო სასიამოვნო იქნებოდა ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის საკითხის განხილვა, ვიდრე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გამავალი კომუნიკაციების ამოქმედება. ასე რომ, შეიძლება ითქვას - დაღესტნის მიმართულება დღის წესრიგში რჩება და ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება. პრობლემა მხოლოდ იმაშია, სად მოიძებნოს ნახევარი მილიარდი დოლარი მშენებლობისათვის. თუმცა, როგორც ამბობენ ხოლმე, საბოლოო ჯამში „შეუძლებელია არაფერია“.




http://nv.am/kurer/59404?task=view


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა