logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): სააკაშვილმა უკრაინაში 10 სექტემბერს დავბრუნდებიო, მესაზღვრეები კი ქვეყანაში მის შეშვებას არ აპირებენ.... რა იქნება შემდეგ?
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): სააკაშვილმა უკრაინაში 10 სექტემბერს დავბრუნდებიო, მესაზღვრეები კი ქვეყანაში მის შეშვებას არ აპირებენ.... რა იქნება შემდეგ?
09:14 18.08.2017
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა - „უკრაინაში 10 სექტემბერს დავბრუნდები ჟურნალისტების, დეპუტატების და უბრალო ადამიანების თანხლებითო“. ონლაინ-კონფერენციის დროს მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მოუწოდა - „ხელი შემიწყეთ, საზღვარზე ცოცხალი დერეფანი გააკეთეთო“, - ასე იწყება ვრცელი სტატია, რომელშიც განხილულია მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში, მეგობრობა და მტრობა პრეზიდენტთან და ა.შ. (ავტორი - სვიატოსლავ ხომენკო, „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი კიევში).

პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე საკითხზე, რომლებსაც ცალკე ქვეთავები ეძღვნება:

ლეგალური საფუძველები

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის (საზღვრის გადაკვეთის) სრული უფლება აქვს, რის განხორციელებასაც იგი 10 სექტემბერს „კრაკოვეცის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან აპირებს. ექს-გუბერნატორმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა - „ჩემს მოსვლას ცირკად ნუ გადააქცევთ რუსეთის ტელეარხებისთვისო... ყველანაირი უფლება მაქვს უკრაინაში დავბრუნდე და ჩემი სიმართლე სასამართლოში დავამტკიცო, გინდაც მოქალაქეობის არმქონე ვიყო, მაინც უკრაინაში ვცხოვრობ, იქ არის ჩემი პირადი ნივთები და საერთოდ, სიამოვნებით გავაგრძელებ პოლიტიკურ მოღვაწეობასო“.

გუბერნატორობიდან - ოპოზიციაში

2015 წლის მაისში პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პასპორტი გადასცა და განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილი არის ის კაცი, რომლისთვისაც უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესს წარმოადგენს“. 2016 წლის ნოემბერში, გუბერნატორის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თავის ყოფილ „მეგობარს“ - პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში ჩაუდგა და მისი კრიტიკა დაიწყო, მოგვიანებით დაარსა ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“, დაიწყო ბრძოლა „უკრაინის ოლიგარქული ხელისუფლების წინააღმდეგ“, პარალელურად კი ტელეწამყვანის ფუნქციები შეითავსა. იმ ხანებში მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ „პეტრო პოროშენკო თავის მთავარ პრობლემად მთვლისო“.

„ზურგში დანის ჩაცემა“

2017 წლის 26 ივლისს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავისი ბრძანებულებით მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა - ანკეტის შევსებისას თურმე დამალა, რომ მის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრულიო. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა „ბი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პეტრო პოროშენკოს ნაბიჯი „მშიშარა კაცის მოქმედებაა“ და მისი გადაწყვეტილება „ზურგში დანის ჩაცემას“ წარმოადგენს.

აშშ-პოლონეთი-ლიტვა-უნგრეთი

მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანებულების გამოცემის დროს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა. ექსპერტები გამოთქვამდნენ აზრს, რომ იგი აშშ-ში დარჩებოდა აპატრიდის სტატუსით, გაურკვევლი ვადით. თვით ექს-გუბერნატორმა კი განაცხადა, რომ მას უკრაინულის გარდა, სხვა პასპორტი არ აქვს და არც აპირებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. ამ დროს, ჯიბეში გაუქმებული უკრაინული პასპორტით, მიხეილ სააკაშვილი ჯერ ვარშავაში (პოლონეთი) ჩავიდა, შემდეგ ვილნიუსში (ლიტვა) გამოჩნდა, იქიდან კი უნგრეთში გადაფრინდა, მოგვიანებით კი ისევ პოლონეთში დაბრუნდა.

„მე მესაზღვრე ვიყავი...“

უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახური უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე მიხეილ სააკაშვილის ტრანსასაზღვრო ვოიაჟის იურიდიული ასპექტებთან დაკავშირებით - რატომ დადის ექს-გუბერნატორი ასე თავისუფლად? როგორ კვეთს იგი სხვადასხვა ქვეყნების საზღვრებს ძალადაკარგული უკრაინის პასპორტით? უწყებაში მხოლოდ მიუთითებენ, რომ მოქალაქეობისა და პასპორტის გაუქმების დოკუმენტები ყველასათვის ღიაა და ყველას შეუძლია მათი ნახვა, იმავდროულად იმასაც ხაზს უსვამენ, რომ საიმიგრაციო სამსახური არ არის ვალდებული უცხოეთის ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს თვითონ აცნობოს - უკრაინის მიერ გაცემული დოკუმენტები ძალადაკარგულიაო. მთავარი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე ვეღარ შემოვა.

თავის მხრივ, სასაზღვრო სამსახურში განმარტავენ: „თუ ძალადაკარგული პასპორტის მქონე რომელიმე მოქალაქე საზღვარზე მოვა და პასპორტს წარმოადგენს, მას დოკუმენტი უკან აღარ დაუბრუნდება და შესაბამისად, იგი უკრაინის ტერიტორიაზე არ შემოიშვება“, - ამბობს სასაზღვრო სამსახურის უფროსის თანაშემწე ოლეგ სლობოდიანი. მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით კი, უკრაინაში დასაბრუნებლად ბევრი ხერხი არსებობს: „მე მესაზღვრე ვიყავი... მე უკრაინის საზღვრის ყველა ღრეჩო ვიცი“, - განაცხადა მან ინტერვიუში.

რა იქნება შემდეგ?

„ბი-ბი-სი“-ს მიერ გამოკითხული კიეველი პოლიტოლოგები სკეპტიკურად უყურებენ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პერსპექტივას და მის მიერ დაანონსებულ „უკრაინის მოსახლეობის მობილიზაციას“. პოლიტოლოგები მიუთითებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ („რუხის“) რეიტინგი 2%-საც კი არ აღემატება, ხოლო მისი სამობილიზაციო პოტენციალი შეზღუდულია: „ბოლო დროს ამ პარტიის მიერ ჩატარებული სერიოზული აქციების შესახებ არაფერი მსმენია. კი ცდილობენ, მაგრამ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ბევრად ჩამოუვარდებიან“, - ამბობს გამოყენებითი პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ფესენკო „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში.
„მიხეილ სააკაშვილის პარტიას რეგიონებში ორგანიზაციები არ ჰყავს. არადა, სწორედ ამ ფაქტორზეა დამოკიდებული პარტიის სამობილიზაციო შესაძლებლობა“, - აცხადებს უკრაინის პოლიტიკური პროგრამების ინსტიტუტის ხელმძღვანელი იური რომანენკო. პოლიტოლოგი იხსენებს იმ დღეს, როცა ექს-გუბერნატორისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო „ახალი ძალების მოძრაობამ“ კიევში მიტინგი გამართა: იქ მხოლოდ რამდენიმე ათეული მომხრე მივიდა.
იქნებ მიხეილ სააკაშვილისათვის პერსპექტივა მაინც არის - სხვა ოპოზიციონერებთან გაერთიანებით პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ? სხვათა შორის, ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ მიხეილ სააკაშვილს მხარი დაუჭირა და დაგმო პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე.
მაგრამ ექსპერტებს არ სჯერათ, რომ კიეველ ოპოზიციონერებს მიხეილ სააკაშვილთან ნაყოფიერი თანამშრომლობა ექნებათ: „აბა, რაში ჭირდებათ მათ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა უკრაინაში? ის ხომ მათი კონკურენტია, მართალია, არა ყველაზე აქტუალური, მაგრამ მაინც... თუ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნებაში დაეხმარება, ნებით თუ უნებლიედ, ისინი მიხოს რეიტინგის გაზრდაშიც დაეხმარებიან. წინ კი საპარლამენტო არჩევნებია, მიხო მათ ხმებს წაართმევს“, - ასე თვლის პოლიტოლოგი ვლადიმერ ფესენკო.



http://www.bbc.com/russian/news-40955461


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა