logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«The New Yorker»(აშშ): ტრამპს ფული კომპანია Silk Road Group-მა გადაუხადა, ეს კომპანია B.T.A. Bank-მა დააფინანსა, რომელიც „გრანდიოზულ სკანდალში გაეხვა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით“
«The New Yorker»(აშშ): ტრამპს ფული კომპანია Silk Road Group-მა გადაუხადა, ეს კომპანია B.T.A. Bank-მა დააფინანსა, რომელიც „გრანდიოზულ სკანდალში გაეხვა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით“
12:19 16.08.2017
საქართველოს ქალაქ ბათუმში სასტუმრო Trump Tower-ის მშენებლობა იმ ადამიანს უნდა დაეფინანსებინა, რომელიც ყაზახი ოლიგარქების წრეებს მიეკუთვნებოდა, კერძოდ, თემურ ყილიბაევს - ყახაზეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო თანამოაზრე პიროვნებას. შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტსა და მის სპეცსამსახურებს აქვთ ისეთი ინფორმაცია, რომელითაც მათ დონალდ ტრამპის დაშანტაჟება შეუძლიათ, აღნიშნულია ამერიკულ გამოცემა «The New Yorker»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ადამ დავიდსონი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის რეზიუმეს ქართულ ენაზე:

ყაზახ ბიზნესმენს ერთი მილიონი დოლარი გადაუხადეს სარეკლამო კამპანიისათვის, რომელიც საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმიჯის გაუმჯობესებისაკენ იყო მიმართული. იგი უნდა წარდგენილიყო როგორც ბიზნესის ხელშეწყობისაკენ ორიენტირებული რეფორმატორი, დასავლელი ფინანსისტების მიზიდვის მიზნით.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2012 წლის აპრილი, როცა დონალდ ტრამპი საქართველოს ეწვია, მიხეილ სააკაშვილისათვის „პოლიტიკურად მოწყვლადი პერიოდი“ იყო: მისი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ პრაქტიკულად შეწყდა, ხოლო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მაგალითად, Transparency International-მა, დაიწყეს განცხდებების კეთება, რომ ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა „ელიტური კორუფცია“. ასეთ პირობებში მხოლოდ ცოტა დასავლელი ინვესტორი ან რომელიმე ბრენდული კომპანია თუ იქნებოდა მზად კაპიტალის დასაბანდებლად საქართველოში. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოპულარობას კარგავდა, დონალდ ტრამპის ამოცანას კი მისი რეპუტაციის გადარჩენა წარმოადგენდა, - წერს The New Yorker.

გაზეთის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისა და დონალდ ტრამპის განცხადებებში სასტუმროს მშენებლობის თაობაზე, ფაქტიურად არაფერი მართალი არ იყო. კერძოდ, ისიც, რომ პროექტის ბიუჯეტი 250 მილიონს კი არა, 110 მილიონ დოლარს შეადგენდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპს ფული კომპანია Silk Road Group-მა გადაუხადა, თვით ეს კომპანია B.T.A. Bank-მა დააფინანსა, რომელიც „გრანდიოზულ სკანდალში მოხვდა, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით“.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, 2005 წელს ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ B.T.A. Bank, რომელიც იმ დროს ყაზახეთის ყველაზე მსხვილი ბანკი იყო, საქართველოს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის სესხს მისცემდა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიზნით. საქართველოში ყველა კრედიტი ბანკის შვილობილი კომპანია Silk Road Group-ის მეშვეობით შედიოდა. 2009 წელს ყაზახეთის ხელისუფლებამ B.T.A. Bank-ი თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანა და მისი აქტივები სამართავად სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს გადასცა. ყოველივე ამის შემდეგ თემურ ყულიბაევი ფონდის დირექტორად დაინიშნა. მას ჰქონდა დაშვება ბანკის შიდა დოკუმენტაციასთან, ფაქტიურად მისი მფლობელი გახდა. როგორც გაზეთი წერს, თემურ ყულიბაევი, უეჭველია, ყველას იცნობს, ვინც კი ბათუმის სასტუმროს მშენებლობის პროექტში მონაწილეობდა.

როგორც ცნობილია, ბათუმში 47-სართულიანი ცათამბჯენი სასტუმროს მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება 2012 წელს მიიღეს, 2017 წლის იანვარში კი Trump Organization-მა და Silk Road Group-მა პროექტის შეჩერება გამოაცხადეს.



https://www.newyorker.com/magazine/2017/08/21/trumps-business-of-corruption/amp


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა