logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ
«Radio Voice of America» (აშშ): აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ
12:04 16.08.2017
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 199 ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების კუთხით სიტუციის ანალიზს წარმოადგენს. ანგარიშში შეერთებული შტატები, საუბრობს ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" მიერ რელიგიური უმცირესობების და ეთნიკური ჯგუფების წინააღდეგ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე და დანაშაულებზე. სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის თქმით, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ბრალი „გენოციდში... და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში“ ედება.

რექს ტილერსონმა, რომელმაც ანგარიში წარადგინა, განაცხადა, რომ მსოფლიოში „რელიგიური დევნა და შეუწყნარებლობა მეტობს.“ მისი თქმით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი რელიგიური შეზღუდვების და შეუწყნარებლობის ქვეშ ცხოვრობს. ტილერსონმა ამ კუთხით შვიდი ქვეყანა გამოჰყო, რომელთა მთავრობებიც რელიგიური კუთხით მოსახლეობის უფლებებს არღვევს, ესენია: ირანი, საუდის არაბეთი, თურქეთი, ბაჰრეინი, ჩინეთი, პაკისტანი და სუდანი. „არავინ არ უნდა იცხოვროს შიშში, ლოცულობდეს ჩუმად, ან აწყდებოდეს დისკრიმინაციას საკუთარი მრწამსის გამო“ , - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, ამ კუთხით უფლებების დაცვა ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია. სახელმწიფო მდივანმა საკუთარ სიტყვაში ყველაზე დიდი ყურადღება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას დაუთმო.

საქართველო

საქართველოზე საუბრისას, ანგარიშში ნათქვამია, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის სრულ თავისუფლებას, სახელმწიფოსა და ეკლესიის განცალკევებას და მოქალაქეების რელიგიური მრწამსის მიუხედავად მათ თანასწორობას. თუმცა აღნიშნულია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგიები გააჩნია სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით.
ანგარიში ამბობს, რომ გასული წლის მანძილზე საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე 19 საქმე იქნა გამოძიებული, თუმცა ხაზს უსვამს, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ოფისი საუბრობენ გამოძიების ეფექტურობის ნაკლებობაზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება რელიგიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულს. ეს კი მთავარ პრობლემად რჩება.“
ანგარიშში ნათქვამია, რომ „მთავრობა შეუსაბამოდ პასუხობს რელიგიური სიძულვილით ჩადენილ ქმედებებს და ახდენს დისკრიმინაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ სკოლებში.“
სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ რელიგიური უმცირესობები საქართველოში საუბრობენ იმაზე, რომ „არსებობს გავრცელებული საზოგადოებრივი აზრი, რომ რელიგიური უმცირესობები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და ქვეყნის კულტურული ღირებულებების წინააღმდეგ საფრთხეს წარმოადგენენ.“ სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს, რომ გასულ წელს მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევის მიხედვით ეროვნულ მედიაში მინიმუმ 69 რელიგიური ნიშნით შეურაცხმყოფელი გამონათქვამი დაფიქსირდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკის საელჩო და მისი წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს საქართველოს მთავრობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა