logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"mk.ru" (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონს ჯერ ისევ სჭირდება
"mk.ru" (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონს ჯერ ისევ სჭირდება
09:57 15.08.2017
"მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრებთან ახლოს დასუნსულებს და ხელისუფლებას აშინებს - საზღვარზე „ღრეჩოს“ ვიპოვი და ქვეყანაში „უსანქციოდ“ მაინც შემოვძრებიო. ახლა იგი უნგრეთშია, რის გამოც ამ ქვეყანასთან უკრაინის საზღვრის საკონტროლო-გამსვლელი პუნქტები „ჩოპი“ და „ბერეგოვო“ „საბრძოლო მზადყოფნაშია“ მოყვანილი. როგორც ჩანს, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს სერიოზულად აქვს ჩაფიქრებული უკრაინაში დაბრუნება, მით უმეტეს, რომ რუსი პრანკერის „ლექსუსის“ მორიგი გათამაშების შედეგად გაირკვა - მას საქართველოში ექსტრადიცია აღარ ემუქრება: პრანკერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან მისი უკრაინელი კოლეგის არსენ ავაქოვის სახელით ისაუბრა"-ნათქვამია რუსულ გამოცემა «Московский комсомолец»-ის მიერ ჟურნალისტ ელენე გაიმაუნის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გტავაზობთ სტატიის სემოკლებულ ვერსიას:

მითიურმა „არსენ ავაქოვმა“ მთავარ ქართველ სამართალდამცველს მიხეილ სააკაშვილის დაჭერა და მისი საქართველოში ექსტრადირება შესთავაზა (თუ ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩნდება), მაგრამ მადლობის ნაცვლად ქართველმა გიორგი მღებრიშვილმა უკრაინელ „არსენ ავაქოვს“ სთხოვა, რომ თუ ეგ პრო...ი კაცი („ზასრანეც“) თქვენთან გამოჩნდება, უმჯობესია მანდ ბომჟად იყოს, ვიდრე აქ, ჩვენთან ციხეში იჯდესო“. უფრო მეტიც - საუბრიდან ირკვევა, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს უთხოვია პეტრო პოროშენკოსათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის გადმოცემა აღარ გვინდაო. გიორგი მღებრიშვილმა „საიდუმლოდ“ გაანდო კოლეგას, რომ ერთი წლის წინათ საქართველოს პროკურატურას მართლაც სურდა ექს-პრეზიდენტის ექსტრადირება, მაგრამ ახლა, თუ მიხეილ სააკაშვილს საპყრობილეში ჩასვამენ, იგი გმირი გახდება. გარდა ამისა (და ეს მთავარი მომენტია!), ამჟამად საქართველოს სრულებით არ სურს აშშ-სთან დავა მიხეილ სააკაშვილის გამო.

გასაგებია, რომ რადგან შეერთებულმა შტატებმა მიხეილ სააკაშვილს ძალადაკარგული უკრაინული პასპორტით მსოფლიოში სიარულის ნება მისცა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი ვაშინგტონს ჯერ კიდევ ჭირდება - მაგალითად, „საფრთხობელად“ პეტრო პოროშენკოს მიმართ იმის მანიშნებლად, რომ დროა ხელისუფლებამ რეალობა გააცნობიეროს. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ზურგში ამერიკის დიდ მხარდაჭერას გრძნობს: როცა იმავე „ლექსუსმა“ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის სახელით დაურეკა (გიორგი მღებრიშვილთან საუბრის შემდეგ), დაუმორჩილებელი მიხო დაიმუქრა: „შენს შეფს, როგორც ჩანს, დაავიწყდა, მე ვინ ვარ? მე ხომ დიდი ენერგია მაქვს, ბევრი კავშირები, ავტორიტეტი... ყველაფერს გამოვიყენებ კონკრეტული მიზნის მისაღწევად ოლიგარქიული ტიპაჟების წინააღმდეგ. თუ მე უკრაინაში არ შემომიშვებენ და მოქალაქეობას არ დამიბრუნებენ, მთელი პროგრამით ვიმოქმედებ. ვაჩვენებ მაგათ სეირს!“. რაღაც არ ჰგავს მიხოს სიტყვები დავარდნილ-დაბეჩავებული ბომჟის კვნესას.




http://www.mk.ru/politics/2017/08/13/gruziya-khochet-sdelat-zasranca-saakashvili-ne-uznikom-a-bomzhom.html





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა