logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დასავლური მედიის გამოხმაურება პუტინის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით
დასავლური მედიის გამოხმაურება პუტინის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით
12:43 11.08.2017
ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ყოფნის თაობაზე მასალები აშშ-ის ბევრმა ცნობილმა გამოცემამ გაავრცელა. ჟურნალ Foreign Policy-ის ვებ-გვერდზე რვა გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ომის დაწყების მორიგ წლისთავზე ვლადიმერ პუტინი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას ეწვია“ (ავტორი - ემილი ტემკინი). „რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი აფხაზეთში განხორციელდა ზუსტად ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იმყოფებოდა. მან საჯაროდ დაუჭირა მხარი საქართველოს იმედებს ნატოში გაწევრიანების თაობაზე“, - ნათქვამია მასალაში. „ვლადიმერ პუტინის შეხვედრა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან საქართველოსთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო - სწორედ ასე იქნა იტერპრეტირებული ეს ფაქტი“, - ხაზს უსვამს ავტორი.

პუბლიკაციაში გადმოცემულია როგორც ქართული მხარის პოზიცია (ციტირებულია საქართველოს სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილისა და აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებები), ასევე რუსული მხარის თვალსაზრისიც აფხაზეთის პრობლემის შესახებ (ციტირებულია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და პრემიერ დიმიტრი მედვედევის გამონათქვამები).

ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო და რუსეთი 2008 წლის ომს სხვადასხვანაირად უყურებენ: „თბილისისათვის აგვისტოს ომი იყო რუსეთის თავდასხმა, რუსეთის არმიის შეჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე, კრემლის მიერ გადადგმული ძალისმიერი ნაბიჯი სწორედ იმ მომენტში, როცა კავკასიის პატარა ქვეყანას ნატოში გაწევრიანების საკითხზე დასავლეთთან ფლირტი ჰქონდა. ეს იყო პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას თავისი გავლენის სფეროს ნაწილად მიიჩნევდა“ (წყარო: http://foreignpolicy.com/2017/08/08/putin-heads-to-occupied-georgia-territory-on-war-anniversary).

გაზეთ «Politico»-ში დაიბეჭდა სტატია სათაურით „ნატო ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს საქართველოს სადაო ტერიტორიაზე ყოფნის გამო“ (ავტორი - დევიდ ჰერშენჰორნი), რომელშიც გადმოცემულია ნატოს ნეგატიური პოზიცია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ყოფნის თაობაზე (ციტირებულია ჩრდილოატლამტიკური ალიანსის წარმომადგენლის დილან უაიტის განცხადება). „რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თითქმის მიიერთა. ორივე თავს ირჩენს მხოლოდ მოსკოვის ეკონომიკურ-ფინანსური დახმარებით, რუსეთის არმიისა და უშიშროების ძალების მათ ტერიტორიაზე ყოფნით... საქართველოსმ და დასავლეთმა არაერთხელ დაგმეს რუსეთი იმის გამო, რომ მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და [ოკუპირებული რეგიონების] „საზღვრებს“ ქვეყნის შიგნით სწევს“, - აღნიშნავს ავტორი (წყარო: www.politico.eu/article/nato-criticizes-vladimir-putin-visit-to-disputed-georgia-territory-abkhazia).

რაც შეეხება ევროპულ პრესას:

საინტერესო კუთხითაა განხილული ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტი შვეიცარიის გაზეთ «Le Temps»-ში, რომელშიც გამოქვეყნებული სტატიის სათაური „ვლადიმერ პუტინი - რუსული მიწების შემკრებ-გამაერთიანებელი“ პუბლიკაციის დედააზრზე მიგვანიშნებს: როგორც სტატიის ავტორი ემანუილ გრინშპანი აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არაოფიციალურ მზადებას იწყებს და ამისათვის საკუთარი პიროვნების, როგორც რუსეთის ყოფილი იმპერიის მიწების შემკრებ-გამაერთიანებლის სახელის მოხვეჭას ცდილობს, ბოლო 18 წლის განმავლობაში, როცა იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. „ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში გამგზავრებაც ამ სიტუაციის ფონზე უნდა იქნეს განხილული, - წერს ავტორი, - როგორც ცნობილია, 9 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა თავის მოკავშირეებს - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს სამხედრო დახმარების ხელი გაუწოდა და გამარჯვება მოიპოვა ქართულ არმიაზე. ამით ვლადიმერ პუტინის პოპულარობამ უცებ აიწია 80%მდე. შემდეგ კი იყო უკრაინა - ყირიმი, დონბასი... პოლიტიკურმა კომენტატორებმა ვლადიმერ პუტინს „რუსული მიწების შემკრებ-გამაერთიანებელი“ უწოდეს. შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისას იმპერიული ფაქტორი კვლავ წინა პლანზე გამოდის“. „ამჟამად ვლადიმერ პუტინისათვის მხოლოდ ერთადერთი იმპერატივი არსებობს: გამარჯვებულის იმიჯის შენარჩუნება, სხვაგვარად მას საკუთარი ხალხის რისხვა დაატყდება, ცხოვრების დონის დაცემის გამო“, - ასეთი დასკვნაა გამოტანილი ავტორის მიერ (წყარო: https://www.letemps.ch/monde/2017/08/08/vladimir-poutine-rassembleur-terres-russes).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა