logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«The New York Times»(აშშ): მაიკ პენსმა თბილისში რუსეთისგან მოკავშირეების დაცვის შესახებ განაცხადა, თუმცა საწყენია, რომ მას თეთრ სახლში თავისი უფროსი არ ეთანხმება
«The New York Times»(აშშ): მაიკ პენსმა თბილისში რუსეთისგან მოკავშირეების დაცვის შესახებ განაცხადა, თუმცა საწყენია, რომ მას თეთრ სახლში თავისი უფროსი არ ეთანხმება
11:33 03.08.2017
"რუსეთთან ურთიერთობის შესახებ ვაშინგტონში მიმდინარე დაუსრულებელი დავების ქაოსისა და კაკაფონიის ფონზე მომგებიანადაა გამოკვეთილი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თანმიმდევრული პოზიცია. თავისი აღმოსავლეთევროპული ტურნეს დროს იგი აქებდა ამერიკის ძველ მოკავშირეებს და ადასტურებდა მზადყოფნას, რომ ამერიკა დაიცავს დემოკრატიულ ქვეყნებს მათგან, ვინც მათ დესტაბილიზებას ცდილობს. საწყენი მხოლოდ ისაა, რომ მაიკ პენსს თავისი უფროსი თეთრ სახლში არ ეთანხმება"-ამის შესახებ გავლენიან ამერიკულ გამოცემა «The New York Times»-ის მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაშია საუბარი, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:


სამშაბათს მაიკ პენსმა მაღალ დონეზე შეაფასა ის წარმატებები, რომლებსაც საქართველოს დემოკრატიამ მიაღწია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და აღნიშნა, რომ რუსული ტანკები კვლავ სამხრეთ ოსეთში იმყოფებიან - ცხრა წლის შემდეგ რუსეთის შეჭრიდან. „გვიგულეთ თქვენს გვერდით. ჩვენ თქვენს მხარეს ვართ“’, - განაცხადა მან.

ერთი დღით ადრე, ტალინში, ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის (ნატოს წევრი ქვეყნების) ლიდერებთან შეხვედრის დროს მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მკაცრად იცავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლით გამოხატულ ვალდებულებას კოლექტიური თავდაცვის თაობაზე და „გმობს ძალის გამოყენების, მუქარის, დაშინების ყოველგვარ მცდელობას და მავნე გავლენას როგორც ბალტიისპირეთის სახელმწიფოების, ასევე ალიანსის ყოველი წევრის მიმართ“. მაიკ პენსმა ღიად მიანიშნა, თუ რატომ მიაჩნია მას აუცილებელ ფაქტორად ნატოს წევრების ერთიანობა ისე „როგორც არასდროს“ კომუნიზმის დაცემიდან 25 წლის შემდეგ: „ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში დღეს არცერთი საფრთხე ისე ძალიან არ იგრძნობა, როგორც თქვენი აღმოსავლელი არაპროგნოზირებადი მეზობლის აგრესიის შესაძლებლობა“, - ხაზი გაუსვა მან და რუსეთი „საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალადობრივ შეცვლაში, სუვერენული ქვეყნების დემოკრატიის ძირის გამოთხრასა და ევროპის თავისუფალი ქვეყნების ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზებაში“ დაადანაშაულა.

ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის სწორხაზობრივი მიდგომა პრობლემისადმი და მისი მტკიცე დამოკიდებულება სამოკავშირეო ვალდებულებისადმი სრულად ასახავს რუსეთის მიმართ აშშ-ის ტრადიციულ ხედვას. რუსული აგრესიის გაძლიერებისა და მოსკოვ-ვაშინგტონს შორის გაღრმავებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით მისი ტურნე, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და თავდაცვის მინისტრის ადრინდელი ვიზიტები უკრაინასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი სიგნალია იმ მოკავშირეებისა და პარტნიორებისათვის, რომლებიც რუსეთის ჩრდილში ცხოვრობენ.

აშშ-ის ადმინისტრაციაში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების უმრავლესობა, ისევე როგორც მაიკ პენსი, რუსეთს მთავვარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ. ისისნი განსაკუთრებით შემაშფოთებლად თვლიან რუსეთის გეგმებს, რომელთა თანახმად, მოსკოვი ზაფხულის ბოლოს ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან დაახლოებით 100 ათასამდე ჯარისკაცს განალაგებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზომაა, რომელიც პრეზიდენტმა მიიღო რუსეთის შეიარაღებული ძალების განმტკიცების ჩარჩოებში.

მაიკ პენსს არაერთხელ განუცხადებია, რომ იგი არა მხოლოდ თავისი სახელით, არამედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელითაც ლაპარაკობს. თუმცა, იმავდროულად გაურკვეველია, თუ რამდენად შეესაბამება მისი სიტყვები სინამდვილეს, რადგან დონალდ ტრამპი აგრძელებს თავისი ვიცე-პრეზიდენტის მტკიცებების უკუგდებას - როგორც სიტყვით, ისე საქმით. დონალდ ტრამპი ისე იქცევა, რომ მისი არათანმიმდევრული მოქმედება არ შეიძლება არ იყოს აღქმული როგორც სისუსტედ და გაუბედაობად ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის მოკავშირეების თვალში, რაც, თავის მხრივ, სავსებით არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის - აშშ-ის ინტერესებს.

ამას წინათ დონალდ ტრამპმა, პოლონეთში ყოფნის დროს, განაცხადა, რომ ამერიკა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის ერთგულიაო, მაგრამ როგორ შეიძლება პრეზიდენტს დავუჯეროთ? ყველამ შენიშნა, რომ მან ეს ძალიან უსიამოვნო გრძნობა-განწყობით თქვა, თითქოსდა იძულებით.. თანაც ხომ გვახსოვს, რომ მანამდე დონალდ ტრამპი ნატოს მიმართ როგორ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა?

მაიკ პენსმა ქართველებს აცნობა, რომ შეერთებული შტატები უარს არ ამბობს 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად საქართველო ოდესმე ალიანსის წევრი უნდა გახდეს. მაგრამ იბადება კითხვა - რამდენად იქნება ვაშინგტონი მზად თავისი სიტყვის შესასრულებლად და მოისურვებს თუ არა დონალდ ტრამპი გარისკვას და ვლადიმერ პუტინთან თავისი ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესებას?

ეჭვები დონალდ ტრამპის ხედვებზე რუსეთის მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, როცა მან აღტაცება გამოხატა ვლადიმერ პუტინის მოქმედებაზე და განსაკუთრებით გაძლიერდა, როცა სპეცსამსახურებმა დაადგინეს, თუ როგორ მოახერხა მოსკოვმა „ჩაბმულიყო“ აშშ-ის 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში. სხვათა შორის, დონალდ ტრამპს პასუხი არ გაუცია ვლადიმერ პუტინის განცხადებისთვისაც, რომელიც რუსეთის ლიდერმა გასულ კვირას გააკეთა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს პერსონალის 755 თანამშრომლით (455-მდე) შემცირებისა და საელჩოს კუთვნილი დიპლომატიური საკუთრების კონფისკაციის თაობაზე.

ის, რომ ჩვენს მთავარ ტვიტერისტს ვლადიმერ პუტინის მოქმედების დაგმობა არ სურს, სრულიად აშკარა კითხვებს ბადებს... მან საკმაოდ გააჭიანურა ხელმოწერაც კონგრესის მიერ სანქციების შესახებ მიღებულ კანონზეც (თუმცა საბოლოოდ მას ხელი 2 აგვისტოს მოეწერა რედ.).

მისტერ დონალდ ტრამპს ხელისუფლებაში მოსვლისას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურდა. ეს სავსებით გონივრული მიზანია - რუსეთი ხომ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს. და მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის ჩარევამ ამერიკულ არჩევნებში (ისევე როგორც მისმა სხვა მადესტაბილიზებელმა ნაბიჯებმა, ყირიმის ანექსიის ჩათვლით), თანამშრომლობის სივრცე შეზღუდა, ურთიერთობის გაუმჯობესების მოსინჯვა მაინც მხარეთა ინტერესებია.

მაგრამ იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებს ამ რთული და არაერთგვაროვანი პრობლემის გადასაჭრელად რეალური შანსი გაუჩნდეს, დონალდ ტრამპმა მკაცრი, ხისტი და მტკიცე პოზიცია უნდა გამოავლინოს, რომელიც ვლადიმერ პუტინსა და ამერიკელი ხალხის მოკავშირეებს დაარწმუნებს: აშშ-ის პრეზიდენტმა იცის, რასაც აკეთებს და მისი გუნდი მას მხარს უჭერს.




https://www.nytimes.com/2017/08/02/opinion/pence-trump-russia-europe.html?_r=0


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა