logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ნეზავისიმაია გაზეტა“: ვაშინგტონი და თბილისი მოსკოვის წინააღმდეგ ერთიანდებიან
„ნეზავისიმაია გაზეტა“: ვაშინგტონი და თბილისი მოსკოვის წინააღმდეგ ერთიანდებიან
12:47 02.08.2017
საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი დასრულდა. პროგრამა ძალზე დატვირთული იყო: მოლაპარაკება პრემიერთან და პრეზიდენტთან, სამხედრო სწავლებაზე დასწრება, აუდენცია კათოლიკოს-პატრიარქთან, შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ქართული მხარე კმაყოფილია. თბილისი ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა თავისი პირველი ევროპული ვოიაჟის დროს ნატოს წევრებთან ერთად, საქართველოც მოინახულა, რაც სიკეთის მომასწავებელი ნიშანია - ესე იგი, შორს არაა ალიანსში გაწევრიანების დღე“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - იური როქსი).

გააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული მაიკ პენსის ორდღიანი ვიზიტის მთავარი მომენტები. ავტორი მკითხველს ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ვახშმის ზოგიერთ მომენტსაც აცნობს, მაგალითად, თუ როგორ მოისმინა მაიკ პენსმა გიორგი კვირიკაშვილის ნაამბობი ამერიკულ თანამგზავრ „ვოიაჯერის“ მიერ კოსმოსში ქართული სიმღერის „ჩაკრულოს“ გატანის ამბავი: რუსეთი გაბრაზდა - რატომ ამოირჩია „ნასა“-მ 1977 წელს მაინცდამაინც ქართული სიმღერა სხვა სამყაროს ცივილიზაციისათვის გასაცნობად, საქართველო ხომ დამოუკიდებელი რესპუბლიკა არ არისო. თუმცა მოსკოვმა ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო - „ვოიაჯერი“ უკვე შორს იყო.

მაიკ პენსის განცხადებებს რუსული ოკუპაციის დაგმობისა და სანქციების გამოცხადების თაობაზე საქართველოში ენთუზიაზმით შეხვდნენ, თუმცა გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის „რეცეპტმა“ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, რომელიც გამარტივებული სახით შეიძლება ასეთი სახით ჩამოვაყალიბოთ: „საქართველო ეკონომიკურად უნდა განვითარდეს, რაშიც ამერიკა დაგეხმარებათ და როცა დაკარგული რეგიონები დაინახავენ ქართველების კეთილდღეობის უკეთეს დონეს, ისინი თვითონ დაგიბრუნდებიანო“. მაგრამ სწორედ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ყველაფერი ასე მარტივად არ არის, ამიტომაც მოსახლეობა ჩრდილოელ მეზობელთან სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენას ითხოვს. საქართველოს ახლო წარსულში მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო. რაიმე მინიშნებაც კი რუსეთთან დაკავშირებით ადამიანს უსიამოვნებას უქადდა და უფრო მეტსაც - „სამშობლოს ღალატში“ ბრალდებას. ამჟამად რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე ძირითადად სოფლის მოსახლეობა ბჭობს - მოსავლის რეალიზების თვალსაზრისით... საბჭოური პერიოდის მოგონებები რუსეთში ექსპორტზე ჯერ კიდევ არ გამქრალა. ეს აქტუალურია, რადგან თურქული პროდუქცია ქართულს ანაცვლებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროს ზოგიერთ ქართველს ფრთხილი კითხვები ებადებოდა: „კარგია, მაგრამ მაიკ პენსი რომ წავა, შემდეგ რა?“. ანდა სულაც სკეპტიკური გამონათქვამი: „აშშ-სთან დაახლოების ყოველი „ეპოქალური ეტაპი“ ჩვენ რუსეთთან ეპოქალური პრობლემებით უკან გვიბრუნდებაო“. თუმცა ასეთი კითხვები ჯერ-ჯერობით ცოტაა, რადგან ამჟამად საქართველოსთვის მზე დასავლეთიდან ამოდის. მაიკ პენსის ვიზიტი აჩვენებს, სიტუაცია დასტაბილურდება და რაიმე სერიოზული ცვლილებები არ იქნება დაშვებული“.


http://www.ng.ru/cis/2017-08-02/5_7042_georgia.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა