logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): მაიკ პენსი საქართველოს ამერიკის მხარდაჭერას დაპირდა
«Radio Voice of America» (აშშ): მაიკ პენსი საქართველოს ამერიკის მხარდაჭერას დაპირდა
12:06 02.08.2017
პირველ ოფიციალურ ევროპულ ტურნეში, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი შეეცადა რეგიონის მოკავშირეები დაერწმუნებინა, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდით დგას.

თბილისში მისი მასპინძლის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გვერდით მდგარმა მაიკ პენსმა, ოფიციალური პირების და საერთაშორისო ჟურნალისტებისგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე თქვა, რომ “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” არ ნიშნავს “მხოლოდ ამერიკას”.
"პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამომგზავნა, რათა ნათელი გზავნილი მიმეტანა ბალტიის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გვერდში უდგას მშვიდობისმოყვარე ქვეყნებს და ჩვენ ამას არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ქმედებებით ვამტკიცებთ” - განაცხადა მაიკ პენსმა პირველ აგვისტოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ევროპულ ტურნეში შემავალ ნატოს ერთადერთ არაწევრ ქვეყანაში - საქართველოში, პენსი ესტონეთიდან ჩავიდა, იმ ქვეყნიდან, რომელიც დასავლური ტიპის ტრანსფორმაციას წარმატებით ახორციელებს. შემდეგი ქვეყანა კი, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს შემდეგ სტუმრობს, მონტენეგროა, ნატოს ყველაზე ახალბედა წევრი.

მაიკ პენსი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ყველაზე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეა, რომელიც საქართველოს და მთლიანად კავკასიის რეგიონს ეწვია.

“თქვენი დახმარების შედეგად, საქართველო დღეს აღარ არის არც საბჭოური და არც პოსტ-საბჭოური ქვეყანა” - თქვა კვირიკაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე. “დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ევროპული დემოკრატია. ასევე, ჩვენ ამაყად ვდგავართ ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ჩვენი წვლილი შეგვაქვს რეგიონული სტაბილურობის პროცესში”, - თქვა მან.

გიორგი კვირიკაშვილის სიტყვები, რომელშიც საქართველო “ამერიკის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად” იყო დასახელებული, რუსეთის მხრიდან ჯერ კიდევ მიმდინარე, ნაწილობრივი ოკუპაციის ფონზე წარმოითქვა. პრესკონფერენციიდან დაახლოებით 64 კილომეტრში, რუსული სატანკო შენაერთები საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტს აკონტროლებენ, რაც 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის გამოძახილიცაა.

მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკა აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის “მტკიცე” მხარდაჭერას. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა დაგმო მოსკოვის ყოფნა ქართულ მიწაზე, რასაც მიმომხილველები მზარდ, “მცოცავ” ოკუპაციას უწოდებენ.

“პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები” - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და იქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალე მოაწერს ხელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. “ჩვენი ქვეყანა რუსეთთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს ამჯობინებს, რომელიც ურთიერთთანამშრომლობას და საერთო ინტერესებს ეფუძნება. თუმცა, პრეზიდენტი და კონგრესი ერთიანია რუსეთისადმი გაკეთებულ ჩვენს გზავნილში: ურთიერთობების გაუმჯობესებას რუსეთის მხრიდან იმ ქმედებებზე უარის თქმა ესაჭიროება, რომელთა გამოც თავის დროზე სანქციების დაწესება მოხდა”.

ამერიკის უმაღლესი ოფიციალური პირებიდან საქართველოში ბოლოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმყოფებოდა. ეს 2008 წლის აგვისტოს ომიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მოხდა. ბაიდენის ვიზიტს წინ უძღოდა ობამას ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან. ამ ნაბიჯმა ევროპის ქვეყნებში ბევრი შეაშფოთა, რომ რუსეთს საქართველოში შეჭრისთვის ამერიკისგან მწვანე შუქი არ მიეღო.

მოსკოვი სხვა მიმართულებით წავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმის ანექსია განახორციელა და უკრაინაში დესტაბილიზაცია გამოიწვია. დასავლეთმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანების კანდიდატები არიან. მიმომხილველების ნაწილი ფიქრობს, რომ ორივე ქვეყანაში ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა (საქართველო-2008; უკრაინა-2014), ნატოს ბუქარესტის სამიტზე რომ მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებაზე უარი არ ეთქვათ. ბუქარესტის სამიტი 2008 წლის აპრილში გაიმართა.

“პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი” - განაცხადა მაიკ პენსმა საქართველოში ვიზიტის დროს.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი გამოკითხვის მიხედვით, ნატოში გაწევრიანების სახელმწიფო კურსს საქართველოს მოსახლეობის 66 პროცენტი მხარს უჭერს. გამოკითხულთა 62 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. ორივე ორგანიზაციას საქართველოს მოქალაქეები ძირითადად საკუთარი უსაფრთხოების ინსტრუმენტად აღიქვამენ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი განვითარების გარანტი იქნება.

2017 წელს ამერიკას და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წელი შესრულდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის, საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ უმცროსი ჯორჯ ბუში იმყოფებოდა. თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ათასობით ქართველის წინაშე, ჯორჯ ბუშმა საქართველოს “დემოკრატიის შუქურა” უწოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა