logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Lragir»(სომხეთი): რუსეთმა კავკასია ნატოს გადააბარა
«Lragir»(სომხეთი): რუსეთმა კავკასია ნატოს გადააბარა
14:02 01.08.2017
სომხური გამოცემა «Lragir»-ი საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს ანალიტიკოს აკოფ ბადალიანის სტატიით ეხმაურება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ ნატოს სამხედრო სწავლებებში „ღირსეული პარტნიორი - 2017“, რომელიც საქართველოში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დრომდე ამ წრთვნებში სომეხი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა ერევნის ოფიციოზისა და მასმედიის მიერ არ ტირაჟირდებოდა (ინფორმაცია ძირითადად ნატომ და მასპინძელმა ქვეყანამ გაავრცელეს), ეს უკვე ფაქტია, რომელსაც უნდა მივესალმოთ, 2009 წლისაგან განსხვავებით, როცა სომხეთმა სულ ბოლო მომენტში თქვა უარი - „შექმნილი გარემოებების გამო“. მაინც რა „გარემოებები“ გახდა უარის მიზეზი, ეს გაურკვეველი დარჩა, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ სომხეთის ნაბიჯი რუსეთის ზეწოლამ განაპირობა.

რუსეთ-საქართველოს იმდროინდელი (2009 წლის) ურთიერთობა ჯერ კიდევ 2008 წელს მომხდარი ომის გავლენის ქვეშ იყო. იმავდროულად, დასავლეთიც ცდილობდა განესაზღვრა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის მიმართულება. სწორედ მაშინ სომხეთმა ევროკავშირთან ურთიერთობის გაფართოება დაიწყო - ერევანი ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის ემზადებოდა. ცხადია, სომხეთს ადრეც მიუღია მონაწილეობა ნატოს ეგიდით ჩატარებულ წრთვნებში, მაგრამ 2009 წლის წრთვნები განსაკუთრებული იყო. მათი დაწყების წინა დღით, 5 მაისს, საქართველოში შეიარაღებული ამბოხის მცდელობა მოხდა. ხელისუფლებამ მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა, ამიტომაც სომხეთმა წრთვნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, ან სულაც რუსეთმა სთხოვა ამის გაკეთება.

დღეს სიტუაცია სხვაა, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა გამწვავებულია. ამასთან, საყურადღებოა, რომ საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს სტრანსპორტო დერეფნების გახსნის თაობაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით. ნიშანდობლივია, რომ ამჯერად სომხეთმა გადაწყვიტა წრთვნებში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა ფსონები აწეულია - რუსეთსა და დასავლეთის დაძაბული ურთიერთობის ფონზე. ეს გადაწყვეტილება გონივრული სახელმწიფოებრივი ნაბიჯია, რომელიც სომხეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებას პასუხობს, თუმცა რუსეთთან დამოკიდებულების ფონზე, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა საკმაოდ გაბედულია.

ცხადია, ვერავინ ჩათვლის, რომ „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობა თითქოსდა სომხეთის დემარშია რუსეთის მიმართ. შესაძლოა რუსეთის საერთოდ არ არის წინააღმდეგი სომხეთ-ნატოს ურთიერთობისა იმ ფონზეც კი, როცა ნატო რუსეთს თავის მთავარ საფრთხედ აცხადებს. საქმე იმაშია, რომ სომხეთ-ნატოს ურთიერთობა, სომხეთის „ოდკბ“-ში წევრობის მიუხედავად, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეკავების საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზაა დისლოცირებული, აქაა გაერთინაბული სამხედრო დაჯგუფებაც, მაგრამ ეს ფაქტორები მხოლოდ „გვამშვიდებენ“. სინამდვილეში ანკარისა და ბაქოს სავარაუდო აგრესიის რეალური შემაჩერებელი სომხეთ-ნატოს კავშირები იქნება. ამ ფაქტორის გარეშე რუსეთი იძულებული გახდებოდა დამორჩილებოდა თურქულ-აზერბაიჯანულ შანტაჟს და არცახს დათმობდა, ან კიდევ ორივესთან ურთიერთობას გაიფუჭებდა. მოკლედ, რუსეთის შეკავების სხვა გზა არ არსებობს. რუსეთის ყოფნა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებულია, თუ როგორი იქნება სომხეთ-ნატოს ურთიერთობა.

რუსეთს კავკასიაში ორი ბლიცკრიგის მცდელობა ჩაეშალა, რომლებიც თურქულ-აზერბაიჯანულ მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული - პირველი იყო საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომის დროს, რომლის წინააღმდეგ თურქეთი გამოვიდა (შემთხვევითი არაა, რომ სწორედ იმ ხანებში დათანხმდა აბდულა გიული სერჟ სარგსიანის წინადადებას: ვგულისხმობთ „საფეხბურთო დიპლომატიას“ - „ციურიხის ოქმებს“) და მეორე - 2016 წლის აპრილში, როცა აზერბაიჯანი არცახს ოთხი დღის განმავლობაში უტევდა. ეს ორი ფიასკო მოსკოვისათვის საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომ მესამე მცდელობა მისთვის საბედისწერო იქნებოდა. სტრატეგიული მარცხის თავიდან აცილება სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო, ამიტომაც რუსეთმა საჭიროდ ჩათვალა რეგიონში ნატოს ყოფნა.

მოსკოვმა სამხრეთ კავკასია დე-ფაქტოდ დიდი ხანია ჩააბარა ნატოს, ახლა საქმე მხოლოდ მის ლეგიტიმიზებას ეხება. სომხეთი ამ საკითხში საკვანძო როლის შემსრულებელი ქვეყანაა.



http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57333

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა