logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„novoye-vremya“(აზერბაიჯანი): ახალი ნახტომი კავკასიისკენ-ამერიკული ტანკები თბილისშია
„novoye-vremya“(აზერბაიჯანი): ახალი ნახტომი კავკასიისკენ-ამერიკული ტანკები თბილისშია
13:52 01.08.2017
„დღეს უკვე არავისთვის საიდუმლო არ არის: არსებობს საფრთხე იმისა, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთდაპირისპირება მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს. ამერიკა პერმანენტულად აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას რუსეთის საზღვრებთან: ამ დღეებში ამერიკული ტანკები „აბრამსები“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები - „ბრედლები“ და „სტრაიკერები“ რუსეთის მოსაზღვრე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამოჩნდნენ, რომლებიც სამხედრო წრთვნებში მონაწილეობის მისაღებად ევროპიდან გადმოისროლეს“, - ნათქვამია ვრცელ სტატიაში (ავტორი რ.ველიევი), რომელშიც გადმოცემულია მასპინძელი ქვეყნის - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართვები წრთვნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისადმი.

პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის მიზნებსაც: როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, მისი ჩამოსვლა აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ადასტურებს. ამას მოწმობს აგრეთვე მაიკ პენსის განცხადებაც, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის წინ, ესტონეთში ყოფნის დროს გააკეთა.

„ღირსეული პარტნიორი-2017“ - ასეთია წრთვნების კოდური სახელწოდება, რომელშიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სომხეთის მონაწილეობს, - აღნიშნავს ავტორი. „იმ ქვეყნებმა, რომლებიც ნატოსთან ჯერ-ჯერობით მხოლოდ თანამშრომლობენ, წრთვნებში მონაწილეობის მისაღებად ამ ეტაპზე ოცეულები გამოგზავნეს: უკრაინამ 30 საზღვაო ქვეითი, სომხეთმა - 40 ჯარისკაცი, თურქეთმა კი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი „უხუცესი“ წევრია, მხოლოდ... სამი სამხედრო მოსამსახურე. ნიშანდობლივია წრთვნების ჩატარების ვადებიც: საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ათეულობით საბრძოლო ტექნიკის განლაგების თარიღი რუსეთთან ომის მე-9 წლისთავს დაემთხვა. სპეციალისტების აზრით, ეს ყველაფერი უბრალოდ და უმიზეზოდ არ ხდება. თვით წრთვნების კოდური სახელწოდებაც - „ღირსეული პარტნიორი“ ბევრ რამეზე მიანიშნებს: ნატოს პარტნიორებისათვის, უპირველესად კი საქართველოსთვის ესაა შანსი აჩვენოს საკუთარი თავი მთელი თავისი საბრძოლო მზადყოფნით, რათა თბილისს ნატოში შესვლა გაუადვილდეს. თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლების ოპტიმიზმი უსაფუძვლოა: ნატოს მრავალწლიან თამაშებს, რომელსაც ბრიუსელი თბილისთან აწარმოებს, მხოლოდ ის მიზანი აქვს, რომ როგორმე ალიანსი რუსეთის სამხრეთ საზღვრებს დაუახლოვდეს. არის სხვა მოსაზრებაც: დასავლეთმა ჩათვალა, რომ კავკასიაში მისი გააქტიურების დრო დადგა და ის რუსეთის ინტერესებს აინუნშიც არ აგდებს.

კარგადაა ცნობილი, რომ სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ათწლეულობის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში, აშშ დიპლომატიურ შეტევას აწარმოებდა. ამ დროს ვაშინგტონი ძირითად ორიენტაციას კასპიის ზღვის ენერგორესურსების კონტროლზე აკეთებდა. ახლა კი, აშშ-რუსეთის დაპირისპირების ზრდა გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებზე, მათ შორის მთიან ყარაბაღზეც.

ამერიკული ანალიტიკური სააგენტო „სტრატფორის“ მიერ მომზადებულ ანალიზში აღნიშნულია, რომ აშშ სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრებს და მათზე ზეწოლას ახორციელებს. მასში საუბარია აგრეთვე საქართველოზეც, რომლის ტერიტორიის მეშვეობით კასპიის ენერგორესურსები მსოფლიო ბაზარზე გადის და აზერბაიჯანზე, რომელზეც ვაშინგტონი სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს. ანუ ჩვენ მოწმენი ვხდებით იმისა, თუ როგორ ყალიბდება ახალი გეოპოლიტიკური დაპირისპირება მსოფლიოში“, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.



http://www.novoye-vremya.com/w100536/.../#.WYAbp4qQzs0


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა