logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): ამერიკელი მკვლევარების კომენტარები მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის თაობაზე
«Radio Voice of America» (აშშ): ამერიკელი მკვლევარების კომენტარები მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის თაობაზე
13:27 01.08.2017
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. მანამდე ის ესტონეთს ესტუმრა, საქართველოდან კი მონტენეგროში გაემგზავრება. საქართველო ამ ვიზიტის ფარგლებში ერთადერთი ნატოს არაწევრი სახელმწიფოა, რომელშიც ვიცე-პრეზიდენტი პენსი პირველად ჩადის. ის ამერიკელი ექსპერტებიც კი, რომლებიც ნატო-ს გაფართოებას უახლოეს მომავალში შესაძლებლად არ მიიჩნევენ, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობენ, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი გზავნილია საქართველოსთვის, სწორედ, როგორც ალიანსის არაწევრი სახელმწიფოსთვის.

ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრიანაში სტივენ პაიფერი ამბობს, რომ ეს ვიზიტი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას უსვამს ხაზს: „ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატო-ს წევრი ქვეყანა, ამერიკის შეერთებულ შტატებს მის მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს. ეს ვიზიტი ასევე აჩვენებს, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობებია“, - ამბობს სტივენ პაიფერი.

ის ასევე დასძენს, რომ ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირები სჭირდება: „მანამდე, სანამ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ვფიქრობ, რომ ამერიკასა და ევროპულ სახელმწიფოებს შუძლიათ შეინარჩუნონ ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან, რაც იქნება მხარდაჭერა ქვეყნისთვის, რომელიც კვლავ იქნება რუსეთის მხრიდან გარკვეული წნეხის ქვეშ“, - ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში.

როგორც სტივენ პაიფერი ამბობს, 2008 წლის ნატოს სამიტზე მიღებულმა დეკლარაციამ, რომლითაც გაცხადდა, რომ საქართველო მომავალში ნატოს წევრი გახდებოდა, ქვეყანა რუსეთის აგრესიის მიმართ კიდევ უფრო დაუცველი გახადა, რადგან ამ განცხადების მიუხედავად, ნატოს არ შეუძლია ქვეყანა სამხედრო ძალით დაიცვას, ეს კი ვლადიმირ პუტინისთვის [თავისუფლად მოქმედების განცდას აჩენს] და ზრდის კონფლიქტის ალბათობას".

ბრუკინგსის ინსტიტუტის კიდევ ერთი უფროსი მკვლევარი მაიკლ ოჰანლონი მიიჩნევს, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დადებითი მოვლენაა. „მიხარია, რომ ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია. ამერიკა-საქართველოს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა. აღტაცებული ვარ იმით, რასაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიის კუთხით. მას დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში, მაგალითად ავღანეთის მისიაში“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ მაიკლ ოჰანლონმა.

მკვლევარი ფიქრობს, რომ მაიკლ პენსის ვიზიტი საქართველოს მიმართ ამერიკის ძლიერ ინტერესზე მიუთითებს. „ვფიქრობ, რომ ნამდვილად საჭიროა მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ გვაღელვებს რა მოხდება საქართველოში“. საქართველო-რუსეთის დამოკიდებულების თაობაზე მაიკ ოჰანლონი ამბობს: „ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გამოინახოს გზები, რომლებიც მისაღები იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის, რადგან სიტუაცია, რომელიც ახლა გვაქვს, ნამდვილად არ არის კარგი. ჩვენ არ გვაქვს კარგი პასუხი, რეალურად ჩვენ უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ უარესი არ მოხდება და ვართ პოზიციაში, როდესაც არ შეგვიძლია ოკუპაციას სამხედრო ძალით ან სხვაგვარი მნიშვნელოვანი გზით ვუპასუხოთ. ასე რომ, ის დინამიკა, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეიქმნა, ფაქტია, რომ კარგად არ მოქმედებს“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა