logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„echo.msk.ru“(რუსეთი): პოროშენკოს გუნდმა სააკაშვილი სახიფათო კონკურენტად ჩათვალა
„echo.msk.ru“(რუსეთი): პოროშენკოს გუნდმა სააკაშვილი სახიფათო კონკურენტად ჩათვალა
16:26 31.07.2017
რუსეთის რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ პროგრამაში „მოვლენის არსი“ ისაუბრა მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ბენედიქტოვმა, რომელიც, სხვა მოვლენებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს შეეხო.


საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს სიუჟეტიდან:

„ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან მარტივია და არაფერი საძებნი არაა. ახლოვდება უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები. მიხეილ სააკაშვილი პოპულარობის მიხედვით პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მთავარი კონკურენტია. მოქალაქეობის ჩამორთმევა აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამაში ახალი არაფერია - ამ მოქმედების მიზანს მომავალ არჩევნებში ძლიერი მოწინააღმდეგის ჩამოშორება წარმოადგენს...

ჩემთვის აბსოლუტურად აშკარაა ეს ისტორია. იმიტომ, რომ პრეტენზიები, რომლებიც ასე უცებ გაჩნდა მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, სასაცილოა. თავის დროზე ყველაფერი საჯაროდ იყო ცნობილი, ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მას მოქალაქეობა მაინც მისცეს, ახლა კი გაიძახიან - „აუ, მოგვატყუა, არ ვიცოდით“ და რაღაც სისულელეები. მოკლედ, მე ვხედავ, რომ პეტრო ალექსეიჩი უკვე ემზადება პრეზიდენტად მეორედ არჩევისათვის.

პეტრო პოროშენკო გრძნობს, რომ შეიძლება მან ხმების უმრავლესობა ვერ მიიღოს. მისთვის ერთ-ერთ ძლიერ მოწინააღმდეგედ ვერხოვნა რადისა და პრეზიდენტის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი ითვლება... მოკლედ, პრეზიდენტის გუნდმა მიხეილ სააკაშვილი სახიფათო კონკურენტად ჩათვალა. არჩევნების წინ მისი ჩამოშორება ძნელი იქნებოდა, ამიტომ ახლა განახორციელეს. შეიძლება ითქვას, წინ საინტერესო მოვლენები იქნება.

სხვათა შორის, მე მიხეილ სააკაშვილს მიუნხენში შევხვდი წელიწადნახევრის წინ. სადილობა ერთ მაგიდაზე მოგვიწია. იმ მომენტში არ შემიმჩნევია, რომ იგი პრეზიდენტთან ბრძოლისთვის მზად იყო. ალბათ, [გამოსაფხიზლებლად] საჭირო იყო ისეთი დარტყმა, როგორიც მას პეტრო პოროშენკომ მიაყენა. მოკლედ, თვალი მივადევნოთ“.


http://echo.msk.ru/programs/sut/2026306-echo/

--------
გასული ორი დღის განმავლობაში საქართველოს ექს-პრეზიდენტისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი უცხოურ მედიაში საკმაოდ აქტუალურ თემად რჩებოდაა: გუშინ, 30 ივლისს, დასავლურმა, უკრაინულმა და რუსულმა მასმედიამ (სააგენტოებმა, რადიო-ტელევიზიამ - «Reuters», «AFP - France Presse», «BBC news») ფართოდ გააშუქეს მიხეილ სააკაშვილის განცხადება მოქალაქეობის იმ ანკეტის სიყალბის თაობაზე, რომელიც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერებმა გამოაქვეყნეს. ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, მისი ხელმოწერა ფალსიფიცირებულია (წყარო: http://www.bbc.com/ukrainian/news-russian-40767986).
აზერბაიჯანის გაზეთში «Каспiй» 29 ივლისს დაიბეჭდა სტატია „პრეზიდენტის შეცდომა, ანუ რა საფრთხეს შეიცავს „მიხეილ სააკაშვილის საქმე“ პეტრო პოროშენკოსათვის“ (ავტორი - აკპერ ჰასანოვი).
უკრაინის გაზეთ «КП в Украине»-ში (28-29 ივლისი) სამ გვერდზე, რუბრიკით „ვის უშლიდა ხელს მოქალაქე მიშა“, დაიბეჭდა რამდენიმე სტატია სათაურებით „რატომ ჩამოერთვა სააკაშვილს მოქალაქეობა“ (ავტორი - ვიქტორ ტიმოფეევი), „მიხოს რომ სიმართლე ეთქვა..“ (ავტორი - ვალერია ჩეპურკო), „საქართველოში მას არ ელოდებიან, უმჯობესია კენიაში წავიდეს“ (ავტორი - ალიონა გულაი). წყარო: http://kp.ua/politics/582148-esly-by-mykho-skazal-pravdu.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა