შვეიცარიულ გამოცემა «Tages Anzeiger»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია შთაბეჭდილებები საქართველოში, კერძოდ, თბილისში
(გერმანულად - ტიფლისში) ყოფნაზე, „რომელიც დღეს, შეიძლება ითქვას, ყველაზე ახალ და მაგარ ტურისტულ მიმართულებად ითვლება“: სოციალურ მედია სავსეა შეფასებებით და ეპითეტებით: ზღაპრული ქალაქი, მიმზიდველი არქიტექტურა, სტუყმართმოყვარე ხალხი, სასიამოვნო და გემრიელი საჭმელი... ამას წინათ გაზეთმა Zeit-მა თბილისს („მომავალ ბერლინს“) ძალიან მაგარი სტატია მიუძღვნა...“ - ნათქვამია სტატიაში (ავტორი ბერნარდ ოდენალი).
„ასეთი ოდებისა და ქება-დიდების მოსმენა ქართველების ბაგეთანან გასაკვირი არ არის. ქართველები დარწმუნებულნი არიან, რომ მსოფლიო ცივილიზაციის აკვანში ცხოვრობენ, სადაც უფალმა ისინი საუკეთესო მიწით და ღვინით დაასაჩუქრა. ამიტომაც საკუთარ დედაქალაქს ღმერთის ბოძებულად წარმოსახავენ.
მაგრამ იმათ, ვინც ამ რწმენით თბილისში ჩამოვიდა, ვთქვათ, უცხოეთიდან, მას დიდი ვარდისფერი სათვალის გაკეთება მოუწევს, რომ დეპრესია და ჩამკვდარი ცხოვრება არ შეამჩნიოს. კარგი იქნება, თუ ამ სათვალეს ჯერ კიდევ თბილისის აეროპორტიდან გამოსვლისას გაიკეთებთ. იმიტომ, რომ ცენტრამდე მგზავრობა წარსულში, დროში მოგზაურობის ტოლფასია. ჯერ თავბრუდამხვევი სისწრაფით გაიელვებს 2000-იანი წლების სავაჭრო ცენტრები, შემდეგ 1990-იანი წლების ოლიგარქთა ვილები, 1970-80-იანი წლების საბჭოური პანელის სახლები და ბოლოს ნიკიტა ხრუშჩოვის ეპოქის რუხი შენობები, „ჭიანჭველების ბუდეს“ რომ ჰგავს. აქ მცხოვრები ადამიანებიც დიდი ხნის წინ გარდასულ ეპოქებს მოგვაგონებენ: წელში მოხრილები, მოკუზულები, სახეზე გაუსაძლისი მდგომარეობა რომ აქვთ გამოხატული.
შესაძლოა თბილისი ღამ-ღამობით ჰიპსტერებისათვის კავკასიური სამოთხე ხდება, მაგრამ დღის სინათლეზე საქართველოს დედაქალაქი ღია ცის ქვეშ მდებარე საბჭოურ მუზეუმს მოგვაგონებს.: მეტრო მატარებლების ვაგონები ძველი და შმორის სუნითაა გაჟღენთილი, სადგურები საბჭოურ ხიბლს „ასხივებენ“. ფართო ბულვარებზე ავტომობილებია დაყენებული, ქვეითად მოსიარულეები იძულებულნი არიან მიწისქვეშა გადასასვლელებით ისარგებლონ, სადაც ბომჟებს სძინავთ და ბებიები ყვავილებს ყიდიან. თბილისის ტაფობში მდებარეობისა და ავტომობილების სიმრავლის გამო სწრაფად ჩნდება სმოგი, რომელიც სუნთქვას აძნელებს და ქალაქში გასეირნებას წამებად გიქცევთ. სიტუაციას ცოტა შეგიმსუბუქებთ „ქართვლის დედის“ ქანდაკებისკენ წასვლა, ფუნიკულორით. სმოგი, რომელიც ქალაქის სახეს აფერმკრთალებს, აქედან ნაკლებად ხელს შეგიშლიათ. თუმცა აქ მხოლოდ ნანგრევებს ნახავთ.
თბილისი - ეს ჩავარდნის მანიფესტაციაა. ვიღაც-ვიღაცეებს იმის მოთხოვნა გაუჩნდათ, საკუთარი თავის განდიდების მიზნით მონუმენტური ნაგებობები აეშენებინათ. მაგალითად, ისეთი არქიტექტურული საშინელებისა, როგორიც პრეზიდენტის სასახლეა, ანდა ორი მინის უზარმაზარი მილის მსგავსი შენობა, რომელიც ოთხი წლის საზეიმოდ გახსნილა და დღემდე ცარიელია. მისი მშენებლობა 40 მილიონი ფრანკი დამჯდარა, ახლა კი ჭუჭყის სქელი ფენითაა დაფარული და ბზარებიც შესამჩნევია.
როცა თბილისელები თავიანთ დედაქალაქზე სიამაყით ლაპარაკობენ, მათ დღევანდელი წარუმატებლობა კი არ აქვთ მხედველობაში, არამედ ძველი გოგირდის აბანოები, აღმოსავლური სტილით ნაგები შენობები, თავალწარმტაცი შიდა ეზოები.... ეს ზალიან რომანტიულად ჟღერს, მაგრამ ყველაფერი რეალობისაგან შორსაა. სინამდვილეში ძველი ქალაქი რამდენიმე წლის შემდეგ გაქრება. დღეს ის „ისლამური სახელმწიფოს“ ბატონობისაგან გათავისუფლებულ ერაყის ქალაქ მოსულს ჰგავს. მართალია, ძველ თბილისში ბრძოლები არ მიმდინარეობს, მაგრამ გულგრილობისა და მიტოვებულობის გრძნობას აღძრავს. იმას, რასაც გზამკვლევებში „მომხიბლავ ქალაქს“ უწოდებენ, სინამდვილეში ნანგრევების დიდ გროვას წარმოადგენს. ზოგიერთ ქუჩაზე შენობებს დაშლისაგან მხოლოდ ფოლადის ბოძები იმაგრებს. სასწაულია, რომ ასეთ დაბრეცილ-გადახრილ სახლებში ადამიანები ჯერ კიდევ ცხოვრობენ. ამ შენობებს უკვე ვეღარაფერი გადაარჩენს.
ამ ნანგრევებს „მიმზიდველად“ მხოლოდ ის ჩათვლის, ვისაც სარდაფში მდებარე ღამის კლუბში მთელი ღამე უცეკვია და დამთვრალა... ფხიზელმა კი ვარდისფერი სათვალე უნდა მოიმარჯვოს, რათა მისთვის გარემოს რეალობა მტკივნეული არ იყოს.
http://blog.tagesanzeiger.ch/welttheater/index.php/39031/tiflis-ein-museum-der-hoffnungslosigkeit/