logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Economist»(დიდი ბრიტანეთი): უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივა ბუნდოვანია, რადგან მისი პარტიის რეიტინგი მხოლოდ 2%-ია
«Economist»(დიდი ბრიტანეთი): უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივა ბუნდოვანია, რადგან მისი პარტიის რეიტინგი მხოლოდ 2%-ია
13:53 30.07.2017
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა «The Economist»-ი, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ეხმაურება.

სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:

ისინი სტუდენტები იყვნენ, როცა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი 1980-იანი წლების დასასრულს კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბიციურ სტუდენტებს წარმოადგენდნენ. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2004 წელს აირჩიეს [ვარდების რევოლუციის შემდეგ], მან რეფორმები აგრესიული ტემპით გაატარა და ხელისუფლება 2012 წელს დაკარგა. თავის მხრივ, პეტრო პოროშენკო საკონდიტრო კომპანიის მდიდარი მფლობელი გახდა და უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში 2014 წელს გაიმარჯვა, მაიდნის რევოლუციის შემდეგ. მშობლიური ქვეყნის გარდაქმნაში რომ დახმარება მიეღო, მან თავის ძველ მეგობარს მიხეილ სააკაშვილს მიმართა და 2015 წლის მაისში ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და თან „უკრაინის დიდ მეგობრად“ შერაცხა.

ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ძველ მეგობრებს შორის შავმა კატამ გაირბინა: ისინი ერთმანეთისათვის მტრებად იქცნენ. 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი გადადგა და ოპოზიციის რიგებში ჩადგა... 26 ივლისს კი უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მოაქალაქეობა ჩამოერთვა. რადგან თავის დროზე, როცა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, ამიტომ მიხეილ სააკაშვილი დღეს მოქალაქეობის არმქონე პირად ითვლება და ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც პრეზიდენტთან დაპირისპირებისა და მის მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გაიქცა.

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ფაქტების დამალვაში დაადანაშაულა, კერძოდ იმაში, რომ მან მოქალაქეობის ანკეტის შევსების დროს არ მიუთითა მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა. დამკვირვებლების აზრით, საქართველოს ექს-პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მისთვის როგორც პოლიტიკური ოპონენეტის შეზღუდვის მცდელობაა და მეტი არაფერი. „ასეთი ფაქტები იმ ტრადიციის გამეორება და დროში დროში ხდებოდა ხოლმე, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო, - აღნიშნულია „უკრაინსკაია პრავდის“ მოწინავე სტატიაში.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივა უკრაინაში უკვე ბუნდოვანი გახდა. მის მიერ შექმნილი პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ რეიტინგი მხოლოდ 2%-ია. ამასთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა [და გაძევება] უკრაინისთვის ცუდი ამბების მომასწავებელია. დასავლელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილსა და მის თანამზრახველებში, როცა მათ უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობა დაიწყეს, რეფორმატორებს ხედავდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ უკრაინაში რევოლუციის შემდეგ დემოკრატიული გარდაქმნები გატარდებოდა. ამჟამად რეფორმატორების დიდი ნაწილმა უკრაინა დატოვა, რადგან ისინი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ინსაიდერების მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ.

როცა მიხეილ სააკაშვილი გუნერნატორის პოსტიდან გადადგა, მან პრეზიდენტი კორუფციის წინააღმდეგ უნებისყოფობაში დაადანაშაულა: „რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელი ხალხისათვის, ვინ იქნება ხელისუფლებაში - პოროშენკო თუ იანუკოვიჩი? რა მნიშვნელობა აქვს მათთვის - ვინ მოიპარავს?“ - ამბობდა იგი იმ დროს. მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევით პეტრო პოროშენკომ, როგორც ჩანს, ბოლო მოუღო პოსტრევოლუციურ იმედებს. ზოგიერთები მომხდარ ამბავს იმ ფაქტს ამსგავსებენ, როცა ვიქტორ იანუკოვიჩმა 2011 წელს თავისი ოპონენტი იულია ტიმოშენკო დააპატიმრა.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება უკრაინის მომავალი საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისად ჩაითვალოს. პეტრო პოროშენკოს 2019 წელსაც სურს პრეზიდენტად არჩევა და მისი ადმინისტრაცია უკვე არჩევნებზე ზრუნვითაა დაკავებული. მართალია, მან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით, უკრაინის ეკონომიკის გარკვეული სტაბილიზება მოახდინა, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგა. ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, პეტრო პოროშენკო და იულია ტიმოშენკო თითქმის თანაბარი რეიტინგით სარგებლობენ. უკრაინელთა დაახლოებით 70% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

პეტრო პოროშენკოს ავტოკრატული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოსახლეობას პირიქით ვერ დააჯერებს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგი უკრაინაში დაბრუნდება და ბრძოლას გააგრძელებს, თუმცა, როგორც დეპუატატი მუსტაფა ნაიემი ამბობს, „საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ამ ორ პრეზიდენტს შორის ვიღაც გაიმარჯვებს, მაგრამ ეს არ იქნება უკრაინა“.



http://www.economist.com/news/europe/21725681-mikheil-saakashvili-former-georgian-president-had-become-threat-power-petro?zid=309&ah=80dcf288b8561b012f603b9fd9577f0e


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა