logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„rg.ru“: დაჭირდება თუ არა ვაშინგტონს ისევ „თავისი ძაღლიშვილი“?
„rg.ru“: დაჭირდება თუ არა ვაშინგტონს ისევ „თავისი ძაღლიშვილი“?
12:29 28.07.2017
რუსული გამოცემა «Российская газета», მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ჟურნალისტ პაველ დულმანის სტატიით ეხმაურება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის შემოკლებულ ვერსიას:

მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა და საქართველოს ექს-პრეზიდენტის აპატრიდად - მოქალაქეობის არმქონე პირად გადაქცევას შეიძლება სიმბოლურად პოსტსაბჭოთა სივრცეში „ამერიკული დემოკრატიის ექსპორტის“ დასასრული ვუწოდოთ. ის ვინც წარმატების ნიმუში და აშშ-ის მეთოდების რეალიზების განსახიერება უნდა გამხდარიყო, ანუ „მენეჯერი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის“, თავისი პატრონებისთვის ტოქსიკური ნივთიერება გახდა, რაც კომიკური და სასირცხვილო ფაქტია.

საინტერესოა, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ბოლო წუთამდე არავის სჯეროდა. თვითონ ექს-პრეზიდენტიც საკმაოდ ექსპლოატირებდა ამ თემას და იძახდა, რომ პეტრო პოროშენკო ვერ გაბედავდა კავშირების გაწყვეტას აშშ-ის მიერ მიგზავნილ „ახალგაზრდა რეფორმატორებთან“, თუმცა მაინც მოინახა იურიდიულ-სამართელბრივი ღრიჭო კანონმდებლობაში, რის მიხედვითაც მიხოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. თანაც ეს გაკეთდა დემონსტრაციულად იმ მომენტში როცა ამჟამად უკვე აპატრიდი აშშ-ში მიემგზავრებოდა.

(...)

სიმბოლურია, რომ იმ პოლიტიკოსის დაცემას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში ნაციონალიზმისა და რუსოფობიის ტალღაზე მოვიდა, ყველაზე მეტად თვითონ კიეველი ნაციონალისტები აპლოდირებენ. ეს გასაგებიცაა: ცალკეული სახეობის შიგნით არსებული კონკურენცია ყველაზე ულმობელია.

მიხეილ სააკაშვილის ძლიერ მხარედ, მის შემტევ და თავდასაცავ იარაღად ყოველთვის იყო იმპულსიურობა, რომელიც კლოუნობისაგან მცირედ განსხვავდება: კლოუნი კლოუნია, მას ხომ სერიოზულად ვერ გააკრიტიკებ. ჰოდა, მის მიერ მოწყობილი სცენები, პიარ-აქციები და მოხერხებული“ ტრიუკები“ საზოგადოებას ავიწყებდა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის სინდისზე იყო ცხინვალზე შეტევის დროს დაღუპულებისა და თბილისური მომიტინგეების დარბევის შედეგად დაღვრილი სისხლი. თუმცა ახლა მიხოს ტრიუკები მეტად აღარ მოქმედებს, იგი საზოგადოების თვალში შეშინებული და ასოცირებული ფსიქოპათის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მიხეილ სააკაშვილს შიშის და ნერვიულობის მიზეზი ნამდვილად აქვს. ამერიკის ისტებლიშმენტთან ფართო კავშირები მისი საქართველოში დაბრუნებას ვერ უზრუნველყოფს. ის კი არადა, ვაშინგტონში პრეზიდენტის ინაუგურაციაზედ ნორმალური დასწრება ვერ შეძლო - კაპიტოლიუმიდან კილომეტრნახევარში მოუწია დგომა. მას აქვს ფოტოები გადაღებული დონალდ ტრამპთან (წლების წინათ, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი იყო), ბარაკ ობამასთან, სენატორ ჯონ მაკკეინთან, ფინანსისტ ჯორჯ სოროსთან, რითაც მუდმივად ტრაბახობდა სოციალურ ქსელებში, მაგრამ ახლა, როცა დონალდ ტრამპი თვითონაა პრეზიდენტი, ეგრე იოლად მასთან გადაღებული ფოტოებით მიხეილ სააკაშვილი ვერ ისარგებლებს.

დაჭირდება თუ არა ვაშინგტონს ისევ „თავისი ძაღლიშვილი“ („ონ სუკინ სინ, ნო ნაშ სუკინ სინ“), ამას დრო გვიჩვენებს. შეიძლება იგი ისევ გაგზავნონ რომელიმე უპატრონო ქვეყანაში (ამერიკელი გლობალისტების ლოგიკით) იქაურ აბორიგენებში დემოკრატიული იდეების გასავრცელებლად, ააშენებს მინა-ბეტონის შენობებს გაჭირვება-სიღარიბის შესანიღბად, თუმცა არავინ იცის - დაბრუნდება თუ არა იგი იქიდან ცოცხალი: მისი ბიოგრაფიის დინამიკა ტრაგიკული ვარაუდების შესაძლებლობას გვაძლევს.


https://rg.ru/2017/07/27/mozhet-li-saakashvili-eshche-prigoditsia-makkejnu.html


-------
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი აქტიურად შუქდება რუსეთის სხვა გაზეთებშიც. მაგალითად, სტატია გამოქვეყნდა რუსულ «Независимая газета»-ში სათაურით „მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ოპოზიციას ოკენის იქით აყალიბებს // კიევმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხი ვაშინგტონს გადაულოცა“ (იხ. წყარო: http://www.ng.ru/cis/2017-07-28/1_7039_saakashvili.html).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა