გავლენიანი გერმანული რადიოსადგური «Deutsche Welle», ეხმაურება პეტრო პოროშენკოს მიერ საქართველოს
ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა საქართველოში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში ჩამოართვა.
„ნიშანდობლივია, რომ პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო. გაურიგდა თუ არა იგი ბიძინა ივანიშვილს, ამას მოვლენების შემდგომი განვითარება გვაჩვენებს. ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქოს საქართველოში გაქცეულ კიევის ექს-მერ ლეონიდ ჩერნოვიცკიზე უნდა გაცვლილიყო, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლება უარყოფს“-ნათქვამია მასალაში.

















