logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Deutsche Welle» (გერმანია): სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევით უკრაინაში „ვარიაგების“ ერა დასრულდა
«Deutsche Welle» (გერმანია): სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევით უკრაინაში „ვარიაგების“ ერა დასრულდა
11:42 28.07.2017
რადიო „დოიჩე ველეს“ („გერმანული ტალღის“) რუსულმა სამსახურმა ეთერში გადასცა მასალა მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელშიც გაანალიზებული უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოდილი პრეზიდენტისა და მის თანამზრახველთა საქმიანობა (ავტორი - სერგეი რუდენკო, უკრაინელი ჟურნალისტი და მიმომხილველი).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის შემოკლებულ ვერსიას:

საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევით უკრაინაში პოლიტიკოს-„ვარიაგების“ ყოფნის ერა დასრულდა, რომლებიც კიევში ლიტვიდან, აშშ-დან და საქართველოდან ჩავიდნენ. 2014-15 წლებში ისინი დაწყებული რეფორმების ვიტრინას წარმოადგენდნენ. მიხეილ სააკაშვილიც მათ შორის იყო, ვინც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სწრაფვას განასახიერებდა - „ქართული სასწაულის“ გამეორებას უკრაინაში.

მაგრამ სასწაული არ მოხდა. სისტემამ „ვარიაგები“ არ მიიღო - არც ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, არც გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე, არც ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე და არც ოდესის საოლქო ადმინისტრაციის მეთაური მიხეილ სააკაშვილი. ყველა ისინი, რომლებმაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ხელით უკრაინის პასპორტები მიიღეს, საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ ხელისუფლებიდან წასულიყვნენ. თითოეულ მათგანს თავისი მიზეზი ჰქონდა გადადგომისათვის, მაგრამ ყველა მიუთითებდა უკრაინაში არსებულ ტოტალურ კორუფციაზე და იმავდროულად ხელისუფლების მცდელობაზე - შეენარჩუნებინა ვიქტორ იანუკოვიჩის დროინდელი სისტემა.

გასული სამი წლის განმავლობაში „რეფორმების ვიტრინა“, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და სხვა „ვარიაგები“ განასახიერებდნენ, უკრაინის ხელისუფლებამ ნამსხვრევებად აქცია. მათი მუშაობით ყველა უკმაყოფილო აღმოჩნდა - პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები და ვერხოვნა რადას დეპუტატები. „ვარიაგებს“ კაბინეტებიდან საკმაოდ ოსტატურად აძევებდნენ. მაგრამ ქართველებმა გადაწყვიტეს უკან არ დაეხიათ და განაცხადეს, რომ მათი მიზანია უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის დროშით. არსებითად, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა საქართველოს ექს-პრეზიდენტის ბედიც.

ის, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, მან აშშ-ში ჩასვლისას გაიგო. იგი ამერიკაში უკრაინის მოქალაქის პასპორტით გაემგზავრა, მაგრამ როგორი სტატუსით დაბრუნდება უკან და რაც მთავარია, სად - ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ გაურკვეველი საკითხია. მას ხომ 2015 წელს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს (უკრაინის მოქალაქეობის მიღების გამო), ანუ მიხეილ სააკაშვილს ახლა არც უკრაინაში არ შეუძლია დაბრუნება და მით უმეტეს, არც საქართველოში, სადაც იგი დაუსწრებლადაა გასამართლებული და პატიმრობა ელოდება.


რა თქმა უნდა, ვაშინგტონი საქართველოს ექს-პრეზიდენტს მფარველობას გაუწევს. აშშ ხომ ყოველთვის მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს. კიევში დიდი ხანია ლაპარაკობდნენ, რომ ქართული სახელმწიფოს ექს-ლიდერი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კაცი („სტავლენნიკი“) იყო უკრაინაში, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, „მიხოს ისეთი მაგარი ამერიკული „კრიშა“ აქვს, რომ პეტრო ვერაფერს გაუბედავსო“.

მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა: ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ საქართველოს ექს-მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტისათვის მნიშვნელობა დაკარგა. ნიშანდობლივია, რომ პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო. გაურიგდა თუ არა იგი ბიძინა ივანიშვილს, ამას მოვლენების შემდგომი განვითარება გვაჩვენებს. ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქოს საქართველოში გაქცეულ კიევის ექს-მერ ლეონიდ ჩერნოვიცკიზე უნდა გაცვლილიყო, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლება უარყოფს.

მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას პეტრო პოროშენკოსათვის „ბოროტი ხუმრობის“ როლის შესრულება შეუძლია. ქვეყნის შიგნით ოპონენტის თავიდან მოშორებით იგი ქვეყნის გარეთ ბევრ მოძულეს შეიძენს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი არ გაჩუმდება იმაზე, თუ რა ხდება უკრაინის ხელისუფლებაში. მან უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ იბრძოლებს უკრაინის მოქალაქეობისა და პასპორტის დასაბრუნებლად. ალბათ, ჯერ აშშ-ის ტერიტორიიდან. სხვათა შორის, ვაშინგტონი ადრეც გამოხატავდა უკმაყოფილებას უკრაინაში კორუფციის დონით, ხოლო მიხეილ სააკაშვილის „დეაქტივაციის“ გამო აშშ უფრო კრიტიკული იქნება უკრაინის მიმართ.

უკრაინაში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება დაიწყო. როგორც ჩანს, მიხოს გუნდისათვის მოქალაქეობის საკითხი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება - „ახალი ძალების მოძრაობას“ ხომ სამომავლოდ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარტიის ლიდერი იძულებით ემიგრაციაში იქნება.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ისტორია საეჭვოა პეტრო პოროშენკოს მეორე საპრეზიდენტო ვადით უმტკივნეულოდ არჩევაში დაეხმაროს. კი, შეიძლება საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება გქონდეს. იგი, რასაკვირველია, ანგელოზი არ არის, მაგრამ მისი გაძევება პოლიტიკური თამაშებიდან, მოქალაქეობის ჩამორთმევის გზით, სულ ცოტა, ცინიკურად ჩანს. პეტრო პოროშენკოს ნაბიჯით გაკვირვებულნი არიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ - დასავლეთში. უკრაინის პრეზიდენტმა თამაშის დაუწერელი წესები დაარღვია. შესაბამისად, მისთვის ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის.



http://www.dw.com/ru/a-39852049?maca=rus-yandex_new_politics_mm-9641-xml


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა