მიხეილ სააკაშვილისათვის პეტრო პოროშენკოს მიერ უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გავლენიანი ამერიკული
გამოცემა «The New York Times»-ი, ჟურნალისტ ენდრიუ კრამერის სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:
ოდესღაც ისინი ცნობილი მოკავშირეები იყვნენ კრემლთან დაპირისპირებაში: უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმაზეც კი დათანხმდა, რომ მას პეტრო პოროშენკოს ხელმძღვანელობის ქვეშ ემუშავა, რეგიონის გუბერნატორის სახით. მაგრამ მათი ურთიერთობის დონე ახლა იმდენად ძალიან დაეცა, რომ პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა და იგი საერთოდ მოქალაქეობის გარეშე დატოვა.
კონფლიქტის მათ შორის უკრაინაში გავრცელებულ კორუფციასთან დამოკიდებულების გამო დაიწყო. როცა 2014 წლის რევოლუციით პრორუსული პრეზიდენტი დაემხო, მიხეილ სააკაშვილი და კიდევ ათამდე ქართველი ჩინოვნიკი უკრაინაში გაემგზავრნენ, რათა ახალ ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლაში დახმარებოდნენ. მაგრამ დიდი დრო არ იყო გასული, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩივილი დაიწყო - ქვეყნის ხელისუფლება ძალიან ცოტას აკეთებს კორუფციასთან ბრძოლის მიზნითო.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და თავისი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება დაიწყო. ამასობაში მის ურთიერთობა პეტრო პოროშენკოსთან ძალიან გაუარესდა, რაც პრეზიდენტის ბრძანებულებით დასრულდა - მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. თავის მხრივ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკო რისკიან გზას დაადგა, რომელსაც უკრაინაში კიდევ ერთი სახალხო აჯანყების გამოწვევა შეუძლია. და ყველაზე შეუარცხმყოფელი რაც იყო პეტრო პოროშენკოსათვის, როგორც ვლადიმერ პუტინის ოპონენტისათვის, ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ივარაუდა - შესაძლოა პეტრო პოროშენკოც რუსეთში გაიქცესო.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბრძანებულების ტექსტი არ გამოუქვეყნებია, თუმცა, როგორც ადგილობრივი მასმედია წერს, მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ანკეტის შევსების დროს რაღაც ფაქტები დამალაო, კერძოდ, არ მიუთითებია, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და გამოძიება მიმდინარეობდა.
პრეზიდენტის ბრძანებულებამ უკრაინულ პოლიტიკაში მღელვარება გამოიწვია, მათ შორის იმ ქართველ ჩინოვნიკებშიც, რომლებიც 2014 წელს უკრაინაში სამუშაოდ წავიდნენ [რეფორმების გატარებისა და] ქვეყნის მართვის სისტემის გარდაქმნის მიზნით. მათ, უკრაინის „სახელმწიფოს სამსახურის“ კანონის შესაბამისად, უარი თქვეს საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინის მოქალაქეები გახდნენ. ახლა კი, პრეზიდენტის ბრძანებულებით, იქმნება იმის პრეცედენტი, რომ სხვა ქართველ ჩინოვნიკებსაც მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ბედი ელოდებათ - მოქალაქეობის ჩამორთმევა და თანამდებობებიდან გათავისუფლება. ერთ-ერთი ასეთი ჩინოვნიკი შეიძლება იყოს გიზო უგლავა - უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე. სხვათა შორის ამ ბიურომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომპანიის წარმომადგენელ პოლ მანაფორტისათვის წინა წლებში თანხის გადახდის ფაქტები გამოავლინა, რომლებიც აღრიცხული არ იყო. პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაცია კი ცდილობდა, რომ ბიუროს მუშაობა დაემუხრუჭებინა.
https://www.nytimes.com/2017/07/27/world/europe/mikhail-saakashvili-ukraine-citizenship-poroshenko.html?_r=0

















