საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის
პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართვა, ტელეარხ «CNN»-ის პირდაპირი ეთერში მიიწვიეს.
სააკაშვილის განცხადებით, პეტრო პოროშენკოს მოქმედება აბსოლუტურად უკანონოა.
„მე დახმარებას არავისგან არ ვითხოვ. მე აშშ-ში ჩემს ნათესავებთან ერთად ვიმყოფები, რომლის წევრები აშშ-ის მოქალაქეები არიან. ესენი არიან ბიძაჩემის ოჯახის წევრები, რომლებიც ამერიკაში უკვე 40 წელია ცხოვრობენ. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა იმავე მიზეზების გამო ჩამომართვა, რომელი მიზეზებითაც მე პრობლემები მქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან: მე გამოვედი მისი ოლიგარქიული, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. მე უკრაინის პატრიოტი ვარ. მოქალაქეობა თავის დროზე პეტრო პოროსენკოსაგან მივიღე, რადგან მას რეფორმების ერთულ ადამიანად ვთვლიდი. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, როცა უკრაინის ლიდერებმა ოლიგარქობის, კორუფციის, რესურსების მიტაცების, დემოკრატიაზე ზეწოლის გზა აირჩიეს. სწორედ ამიტომ გავხდი მათი ოპონენტი. იმით, რომ მათ მოქალაქეობა ჩამომართვეს, უკრაინის კონსტიტუციის დარღვევით, ჩემი როგორც წამყვანი ოპონენეტის მოშორება სურთ. მაგრამ იმედს მაძლევს უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის სოლიდარობა, ჩემი პარტიის მხარდაჭერა, რომელიც უკრაინაში სწრაფად იკრებს ძალას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
https://ukrainian.voanews.com/a/saakashvili-amerzka-vtruchannia-vybory/3961633.html

















