საქართველოდან გაქცეულ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს: „ქართული მოხეტიალე ცირკ-შაპიტოს დირექტორის
გასტროლები უკვე დასრულდა. მშვიდობით, მიხო, მშვიდობით!“ - ასეთ კომენტარებს დღეს უკრაინაის ბევრ გამოცემასა თუ სოციალურ ქსელებში წაიკითხავთ.
მკითხველებს შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან [პრეზიდენტობის ვადის დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე] აშშ-ში გაიქცა, გარკვეულ ხანს იგი დიპლომატი ბიძის ფრთებქვეშ ცხოვრობდა, შემდეგ კი უკრაინაში მაიდნის მოვლენების დროს ჩავიდა, გახდა „ძველი მეგობრის“, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩეველი, რომელმაც მოგვიანებით, 2015 წელს, მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. მუშაობა ვერ ააწყო, მაგრამ დაუდეგარი მიხო მაინც არ ისვენებდა: პირიქით დაუწყო მთავრობას და პრეზიდენტს კრიტიკა - ხელს მიშლიან მუშაობაში და აბა, ასე რას გავაკეთებდიო. მერე გადადგა და პარტია ჩამოაყალიბა... ამასობაში საქართველო უკრაინას თხოვნას თხოვნაზე უგზავნიდა: თუ ძმები ხართ, გადმოგვეცით ეგ კაცი, ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილიო, მაგრამ კიევი თბილისის მიმართვებს უარით პასუხობდა.
რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ნეგატიურად მოქმედებდა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე. პირდაპირ ვთქვათ: სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის დონე მინიმუმამდე შემცირდა: მიხეილ სააკაშვილი ხომ საქართველოს ფაქტიური მმართველის - ბიძინა ივანიშვილის პირადი მოძულე იყო.
არაა გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტ - ექს-გუბერნატორის ბედი პეტრო პოროშენკოს თბილისში ვიზიტის დროს გადაწყდა. კიევის მხრიდან სერიოზული ნაბიჯი იქნა გადადგმული: მიხოს ჯერ კიდევ მტკიცე „კრიშა“ აქვს დასავლეთში, განსაკუთრებით კი აშშ-ის პოლიტიკურ ელიტაში. ალბათ, სწორედ ამ წრეებმა გაგზავნეს იგი თავის დროზე პატრო პოროშენკოსთან „მაყურებლის“ სტატუსით... თუმცა, მიხოს მთავარ „ნათლიას“, სენატორ ჯონ მაკკეინს ახლა „ნათლულისათვის“ – „საოცარი ქართველისათვის“ ნამდვილად არ აქვს დრო, ავადმყოფობის გამო.
ყველაზე საინტერესო ისაა, გადასცემს თუ არა კიევი თბილისს მიხეილ სააკაშვილს, ან როგორ გადასცემს? ძალიან საეჭვოა. თუმცა ერთი რამ აშკარაა: ის, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინაში პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს, უკვე სამედიცინო ფაქტად უნდა ჩავთვალოთ. სწორედ ეს იყო პეტრო პოროშენკოს მთავარი მიზანი.
p.s. (ქვეყნდება მცირეოდენი შემოკლებით)
http://www.mk.ru/politics/2017/07/26/proshhay-obdolbannyy-mishka-za-chto-saakashvili-lishili-ukrainskogo-grazhdanstva.html
---------
მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე სტატიები გამოქვეყნდა სხვა რუსულ გამოცემებშიც, კერძოდ, გაზეთ «Комсомольская правда»-ში სათაურით „გაიქეცი, მიშა, გაიქეცი“ (წყარო: https://www.kp.ru/daily/26709/3734938).

















