logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): რატომ მცირდება ისრაელის ინვესტიციები საქართველოში და ვაჭრობის დონე
«Radio Voice of America» (აშშ): რატომ მცირდება ისრაელის ინვესტიციები საქართველოში და ვაჭრობის დონე
10:44 25.07.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში 24 ივლისს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიჰუსთან შეხვედრით დაიწყო, რომელმაც ქართველ კოლეგას იერუსალიმში, Beit Aghion-ის რეზიდენციაში უმასპინძლა.
მსოფლიო პოლიტიკის ვარსკვლავმა, რომელიც, საერთო ჯამში, 11 წელია ისრაელის პრემიერ-მინისტრია, თავის მიმართვაში საქართველოსა და ისრაელის ხალხების 2600-წლოვან მეგობრობას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი - გაიხსენა 1999 წლის მარტში საქართველოში სტუმრობა და აღნიშნა, რომ ქართველების „ნიჭით, მეგობრული განწყობით, ისრაელის მოქალაქეთა მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გაოცებული“ დარჩა.
გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას 67 წლის ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა: „ჩვენ ვართ მცირე ქვეყნები დიდი მომავლით, რომლებთაც ბუნებრივი, ადამიანური ურთიერთსიმპათიაც აკავშირებთ, რაც როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ისე საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემითაა განპირობებული“.
ბენიამინ ნეთანიაჰუ რეგიონალური უსაფრთხოების თემასაც შეეხო. ისრაელის პრემიერის აზრით, როგორც ისრაელის, ისე საქართველოსთვის, სირიაში მიმდინარე ომი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს: „თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე იმყოფება - აქ წარმოდგენილი ორივე მხარე ერთნაირადაა შეშფოთებული სირიაში მიმდინარე მოვლენების გარეგანი ეფექტებით, რამაც სხვა, კონფლიქტში ნაკლებად ჩართულ ქვეყნებზეც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს. ისლამური ტერორის დასამარცხებლად თანამშრომლობა გვმართებს“.
პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი საპასუხო ვიზიტით სტუმრობს ისრაელს. შვიდი თვის წინ, 2017 წლის იანვარში, თბილისს, პირველი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი ეწვია. ორივე ვიზიტი სიმბოლურად ორ ქვეყანას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება. იერუსალიმმა და თბილისმა დიპურთიერთობა 1992 წლის 1 ივნისს გააფორმეს.
საქართველოს პრემიერის ვიზიტის განრიგი აღთქმულ მიწაზე ტრადიციულია: გიორგი კვირიკაშვილმა მოინახულა და გვირგვინით შეამკო იად ვაშემი - ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მუზეუმი და „ერების ხეივანში“ საგარეო საქმეთა მინისტრ ჯანელიძესთან ერთად, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად ხე დარგო.
ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იერუსალიმთან ეკონომიკურ თანამშრომლობას. პირდაპირი ინვესტიციები ისრაელიდან, 2016 წელს (5 მლნ), წინა 2015 წელთან შედარებით (18,7 მლნ) 13,7 მლნ დოლარით შემცირდა, სახარბიელო მდგომარეობა არც 2017 წლის პირველ კვარტალშია.
2017 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ისრაელში ქართული ექსპორტის მოცულობამ 8 მლნ-ს მიაღწია, იმპორტი ისრაელიდან კი 10,5 მლნ-მდე დაეცა. ამის მიუხედავად პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრძანა, რომ ისრაელთან ურთიერთობა დინამიურად ვითარდება:
„ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი და დავგეგმეთ მომავალ რამდენიმე თვეში ძალიან ინტენსიური ვიზიტები სამინისტროებს შორის. ვფიქრობთ, ისრაელის მაღალი ტექნოლოგიები არის ძალიან საჭირო საქართველოსთვის. ასევე, ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლოა, გამოდგეს ძალიან მნიშვნელოვანი. დავპატიჟე პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში და მან მიიღო ეს მოწვევა. ჩვენ ალბათ უნდა ველოდოთ მის ვიზიტს, რომელსაც სავარაუდოდ მოყვება ბევრი ბიზნესმენის ვიზიტი და ვფიქრობთ, რომ ისრაელის მხრიდან ინვესტიციები საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი“.
დღის ბოლოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა იერუსალიმის ჯვრის მონატერი მოილოცა და პირისპირ შეხვდა უძველესი ავტოკეფალური, იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს - თეოფილოს მესამეს. პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა პრემიერი ოქროს ჯვრით, გვირგვინითა და ვარსკვლავით დააჯილდოვა.
განიხილება თუ არა ვიზიტის დროს ისრაელში არალელურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხი, რომელიც იერუსალიმს ძალიან აღელვებს, უცნობია. ფაქტია, რომ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს დაემთხვა ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის ოფიციალური განცხადება: ისრაელის სახელმწიფო უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ქართველ არალეგალებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების სურვილს თავად გამოთქვამენ, მგზავრობის ხარჯებს აუნაზღაურებს და მათ მხოლოდ „ერთი წლის ვადით შეუზღუდავს ისრაელში შესვლის უფლებას“. ისრაელის მედიის ცნობით, ქვეყანაში საქართველოდან ტურისტული ვიზით შესული 30 000-მდე არალეგალი იმყოფება. ბოლო 4 წლის მანძილზე კი საქართველოს 5759-მა მოქალაქემ ისრაელში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი 25 ივლისს დასრულდება, მანამდე საქართველოს პრემიერი შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს, ქსენეთის თავმჯდომარეს და ოპოზიციის ლიდერს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა