logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Lragir» (სომხეთი): გაბედავს თბილისი და უარს ეტყვის სომხეთს ტვირთების გადაზიდვაზე?
«Lragir» (სომხეთი): გაბედავს თბილისი და უარს ეტყვის სომხეთს ტვირთების გადაზიდვაზე?
15:16 24.07.2017
“ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თურქეთის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების ვადები კვლავ გადაიდო - ამჯერად მიმდინარე წლის ბოლოსთვისო, - ასე განაცხადა თურქეთის საბაჟოებისა და ვაჭრობის მინისტრმა ბიულენთ თიუფენგჯიმ ყარსში გამართულ თათბირზე, რომელშიც საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მინისტრის თქმით, იყო გარკვეული პრობლემები პროექტის რელიზების პროცესში, თუმცა ამჟამად მუშაობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. რკინიგზა მზად არის უკვე 85%-ით.

თუმცა, ყარსის თათბირზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით , რომ კიდევ ახალი ჯგუფი იქმნება არსებული პრობლემების მოსაგვარებლადო, გვაფიქრებინებს, რომ ამ რკინიგზას კიდევ ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის საბაჟო მოსაკრებლების სფეროში”- ამის შესახებ სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ, ანალიტიკოს ნაირა აირუმიანის ავტორობით გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი.

სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:

საინტერესოა, რატომ აწყდება ამდენ დაბრკოლებებს რკინიგზის პროექტი, როცა ფული არის, მასში მონაწილე ქვეყნები კი, ამდენი გაჭიანურების შემდეგაც კი მასზე უარს ამბობენ?

არის აზრი, რომ ასეთ „დაბრკოლებას“ სომხეთი წარმოადგენს.

საქმე იმაშია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობა განსაზღვრული მიზნით დაიწყო - სომხეთი რეგიონული კომუნიკაციების მიღმა უნდა დარჩენილიყო. ერთი შეხედვით, თითქოსდა მართლაც ასეა, მაგრამ, როგორც აზერბაიჯანელი ექსპერტებმა ბოლო დროს დაიწყეს ლაპარაკი, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც სომხეთს ამ რკინიგზით სარგებლობას აუკრძალავდა, ანუ სომხური ტვირთების გადაზიდვას.

გამოდის, რომ ან საქართველომ უნდა აუკრძალოს სომხეთს ტვირთების ტრანზიტი თავის ტერიტორიაზე, ან „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზაზე სპეციალური „საბაჟო“ უნდა დაწესდეს სომხური ტვირთების გამოსავლენად.

აზერბაიჯანი, თუ ექსპერტების მინიშნებების მიხედვით ვიმსჯელებთ, კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ სომხეთმა ამ რკინიგზით ისარგებლოს. საქართველოს კი, როგორც ჩანს, არ სურს სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტა. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად იღებენ გადაწყვეტილებას „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლის თაობაზე.

თუ სომხური ტვირთებიც ამ რკინიგზით იქნება გადაზიდული, მაშინ თურქეთისა და აზერბაიჯანისათვის რკინიგზის არსებობა აზრს კარგავს, რადგან ამით სომხეთის მრავალწლიანი ბლოკადის პოლიტიკა დაირღვევა. ჯერი საქართველოზეა: გაბედავს თბილისი და უარს ეტყვის სომხეთს ტვირთების გადაზიდვაზე?


http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57104


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა