logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Globs»: ისრაელი ქართველმა და უკრაინელმა არალეგალებმა წალეკეს
«Globs»: ისრაელი ქართველმა და უკრაინელმა არალეგალებმა წალეკეს
11:21 24.07.2017
ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს თელ-ავივის განყოფილებაში, რომელიც ფლორენტინის კვარტალში, აბარბანელის ქუჩაზე მდებარეობს, საზღვარგარეთული პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ ბოლო ხანს შს უწყების ეს ფილიალი სულ სხვა საქმიანობითაა დაკავებული. ამ ადგილისკენ დილის 8 საათიდან ადამიანთა ნაკადი მიემართება - იმ ტურისტებისა, რომლებთაც ისრაელში ლტოლვილის სტატუსის მიღება სურთ. და ეს ტურისტები ძირითადად საქართველოდან და უკრაინიდან არიან.
გაზეთ „גלובס‏‎-Globs“-ის ჟურნალისტები, რომლებმაც გამოკვლევა ჩაატარეს, აცხადებენ, რომ ფილიალთან რიგში ჩადგომა დილის 3-4 საათიდან იწყება. აქ „ადმინისტრირებას“ ახდენენ სისხლის სამართლებრივი ელემენტები, რომლებიც რამდენიმე ასეულ შეკელს იღებენ მათგან, ვისაც რიგის დასაწყისში სურს მოხვედრა და არა საათობით ლოდინი პაპანაქება სიცხეში. ხშირად „მზის ქვეშ“ ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო - ბრძოლა მუშტებით.
ჯერ კიდევ 2014 წელს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მთხოვნელების უმეტესობა აფრიკელები (1203 ერიტრეელი და 903 სუდანელი) იყვნენ, მაგრამ 2015 წლიდან პირველობა ხელთ იგდეს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩამოსულებმა.
2013 წელს ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე განცხადება მხოლოდ ერთმა ქართველმა მოქალაქემ წარადგინა. 2014 წელს კი მიღების მსურველთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, 2015 წელს - 736. ანალოგიურად ვითარდებოდა სიტუაცია უკრაინელთა მიმართაც: 2013 წელს - ოთხი თხოვნა, 2014-ში - 51, 2015-ში - 703. 2016 წელს ანგარიში უკვე ათასებზე ავიდა - 3668 ქართველი და 6680 უკრაინელი.
ისრაელი იმ საერთაშორისო კონვენციების მონაწილეა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს გულდასმით განიხილონ პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შესახებ თხოვნები და დააკმაყოფილონ, თუ აღმოჩნდა, რომ მთხოვნელს თავის სამშობლოში მართალც დევნიან პოლიტიკური, რელიგიური თუ საზოგადოებრივი მრწამსის გამო. რადგან ამგვარი თხოვნების განხილვა შეიძლება თვეობით გაგრძელდეს, წლობითაც კი, ამიტომ პოლიტიკური თავშესაფრის მიღების პრეტენდენტს ისრაელში მუშაობის უფლება ეძლევა.
როგორც ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, საქართველოდან და უკრაინიდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობის ზრდა ამ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაწესებას დაემთხვა. ამით ლტოლვილის სტატუსის მიღების მსურველებს ქვეყანაში შემოსვლა გაუადვილდათ. გარდა ამისა, პარალელურად შეიქმნა მთელი ინფრასტრუქტურა შუამავლების და იურისტების შემადგენლობით, რომლებმაც კონვეიერული სისტემით დაიწყეს ტურისტთა გადაფორმება თავშესაფრის მიღების მსურველებად. „საქმის გასაკეთებლად“ ისინი უცხოელებისაგან რამდენიმე ათას შეკელს ითხოვენ, მაგრამ რადგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად ყველას უარს ეუბნება, საბოლოო ჯამში თავშესაფრის მიღების მსურველებს ეს ფული „ეკარგებათ“, ანუ იურისტ-შუამავლების ჯიბეში რჩება. თუმცა იმის გამო, რომ განცხადების განხილვა ჭიანურდება, ამ სიტუაციას მაინც აქვს დადებითი მხარე - ისრაელში მუშაობის უფლება.
საქართველოსთან მიმართებით ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაატარა შესაბამისი ზომები და ეს ქვეყანა „დემოკრატიულად და უსაფრთხო“ ქვეყნად აღიარა. ეს ნიშნავს, რომ თუ თავშესაფრის და ლტოლვილის სტატუსის მიღების მთხოვნელი განცხადებაში მიუთითებს იმ მიზეზს, რომ იგი „ოპოზიციური პარტიის წევრია“, მისი თხოვნა ავტომატურად, დაჩქარებული წესით იქნება უარყოფილი. ამგვარ თხოვნას მხოლოდ მაშინ დააკმაყოფილებენ, თუ თავშესაფრის კონკრეტული მაძიებელი თხოვნას არგუმენტებით საფუძვლიანად დაამტკიცებს, რომ მას, როგორც ოპოზიციონერს, მართლაც დევნიან და ემუქრებიან. საქართველოს მიმართ განხორციელებული ზომით ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ შემოსული თხოვნების რაოდენობა რამდენჯერმე შემცირდა - 2017 წლის პირველ ნახევარში განცხადება მხოლოდ 1328 ქართველმა ტურისტმა შემოიტანა. სამაგიეროდ, უკრაინიდან, რომელისაც ისრაელი ჯერ-ჯერობით არ თვლის „დემოკრატიულ და უსაფრთხო“ ქვეყნად, თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება: მიმდინარე წლის ექვს თვეში უკვე 5718 თხოვნა დაფიქსირდა.
საბოლოო ჯამში 2015 წლიდან მხოლოდ ქართველებმა და უკრაინელებმა 19033 თხოვნა წარმოადგინეს და თუ ამას აფრიკული ქვეყნებიდან ჩამოსულთა 40 ათას თხოვნას დავამატებთ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკთა თქმით, იმის მიუხედავად, რომ ამ თხოვნებს, პრაქტიკულად ყველას უარი ეთქვა, ქვეყნიდან ძალიან ცოტა მთხოვნელი თუ წავიდა, მათი უმრავლესობა არალეგალის სტატუსით ისრაელში დარჩა და „შავ სამუშაოებს“ ასრულებენ - მშენებლობებზე, ქუჩების დასუფთავებაზე, საქონლის სასაკლაოებზე და ა.შ. რასაკვირველია, ისრაელის შესაბამისი ორგანოები მათ ეძებენ და როცა პოულობენ, ქვეყნიდან მათ დეპორტაციას ახდენენ, თუმცა არცთუ დიდი რაოდენობით: 2016 წელს ქვეყნიდან დეპორტირებულ 3221 უცხოელთაგან (ვადაგასულ ვიზების მქონეთა ჩათვლით) მხოლოდ 1166 უკრაინელი და 432 ქართველი იყო.
„გლობს“-ის ჟურნალისტები გაესაუბრნენ ერთ-ერთ მთხოვნელს უკრაინიდან - ოლია ბუსაროვას, რომელიც სამინისტროსთან რიგში იდგა. იგი ისრაელში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს, ჩამოვიდა დონეცკიდან, როცა იქ ომი დაიწყო. ოლიას ნაცნობები ჰყავს, რომლებიც აქ დიდი ხანია ცხოვრობენ. კითხვაზე, თუ რატომ არ წავიდა კიევში, სადაც უსაფრთხო ცხოვრებაა, მან განაცხადა, რომ კიევში დონეცკიდან ჩასულებს ბინას არავინ არ მიაქირავებს - „გეკითხებიან, საიდან ხარ და როცა გაიგებენ, რომ დონეცკიდან, იმწუთშივე უარს გეუბნებიან“. ოლიას თქმით, სანამ დონბასის ამბები დაიწყებოდა, იგი ერთ ხანს კიევში მუშაობდა, შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან დონეცკიდან იყო. ისრაელში ოლია დღეში რამდენიმე საათი მუშაობს, ცხოვრობს ნაცნობებთან, რომლებიც მას საკვებით ეხმარებიან. იგი კმაყოფილია, რადგან მის თავზე უკვე ჭურვების ხმა აღარ ისმის, ბომბები არ ცვივა, ბავშვები და მოხუცები არ იღუპებიან.
შეკითხვაზე, იცის თუ არა მან, რომ უკრაინელთა ყველა თხოვნა პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე სამინისტროს მიერ, პრაქტიკულად, უარყოფილია, ოლია პასუხობს, რომ იმედი აქვს მის თხოვნას დადებითად გადაწყვეტენ - მას ხომ სახლი დაბომბვისგან დაენგრა და უკან დასაბრუნებელიც არსად აღარ აქვს.
გორელმა გიორგი იაკობაშვილმა (25 წლის) და თბილისელმა მამუკა ხვედელიძემ (27 წლის) ერთმანეთი უკვე ისრაელში გაიცნეს. ისინი აქ რვა თვის წინათ ჩამოვიდნენ და იმ დღესვე განცხადება დაწერეს ლტოლვილის სტატუსის მისაღებად.. გიორგი და მამუკა „გლობს“-ის ჟურნალისტებს უყვებიან საქართველოში არსებულ გაუსაძლის ეკონომიკურ სიდუხჭირეზე და „პოლიციასთან შექმნილ პრობლემებზე". ამის დასადასტურებლად ისინი ჟურნალისტებს მობილური ტელეფონით ვიდეოჩანაწერს აჩვენებენ პოლიციის მიერ თბილისში დემონსტრაციის დარბევის შესახებ. საქართველოდან ჩამოსული ამ თავშესაფრის მაძიებელიდან ერთი თელ-ავივში სასტუმროს დასუფთავებით არის დაკავებული, მეორე კი პეტაჰ-თიქვის რესტორნის სამზარეულოში მუშაობს. ორივე ისრაელში ჩამოვიდნე, რადგან გაიგეს, რომ აქ ვიზის გარეშე მუშაობა შეიძლებაო. თუმცა აღმოჩნდა, რომ სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე მათ ეგონათ. მათ თხოვნა დაწერეს და თუ არ დააკმაყოფილებენ, უკან, საქართველოში დაბრუნდებიან. გიორგი და მამუკა ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოზე აღტაცებით ლაპარაკობენ და დაავიწყდათ, რომ ერთი წუთის წინ თავიანთ ქვეყანას საცხოვრებლად სახიფათოდ მიიჩნევდნენ.
ადამიანთა ასეთ ნაკადს ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლტოლვილთა ტურიზმს“ უწოდებენ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროში - სავსებით ნორმალურს და უხიფათოს. საქართველოსთან მიმართებით პრობლემა პრაქტიკულად უკვე მოგვარებულია - თითქმის ყველას დაჩქარებული პროცედურით უარს ეუბნებიან, უკრაინასთან მიმართებით კი საკითხი უფრო რთულადაა - დღევანდელი საომარი სიტუაციის გათვალისწინება იმ დროს, როცა ისრაელმა უკრაინასთან უვიზო რეჟიმი დააწესა, შეუძლებელი იყო. მაგრამ მთლიანობაში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში თვლიან, საქართველოსთან და უკრაინასთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მიზეზები არ არსებობს. ისრაელი შეძლებს უვიზო რეჟიმისთვის თანმდევ „გვერდით ეფექტს“ გაუმკლავდეს, მით უმეტეს, რომ ამას წინათ საქართველომაც და უკრაინამაც ევროკავშირისგანაც უვიზო რეჟიმი მიიღეს.


http://www.globes.co.il/news/article.aspx?did=1001197809


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა