logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Lragir» (სომხეთ): რა მოუვა ერევანს, თუ ის საქართველოს მსგავსად რუსეთს ჩამოშორდება....
«Lragir» (სომხეთ): რა მოუვა ერევანს, თუ ის საქართველოს მსგავსად რუსეთს ჩამოშორდება....
11:17 24.07.2017
„ვფიქრობ, ქართველები უფრო მოხარულნი იქნებოდნენ ნაკლები ტურისტი ჰყოლოდათ [რუსეთიდან], მაგრამ არ განეცადათ ტერიტორიული დანაკარგები“, - ასე განაცხადა სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა ინტერვიუში, რომელიც მას „ლრაგირ“-ის კორესპონდენტმა სირანუშ პაპიანმა ჩამოართვა. ვიცე-სპიკერმა ეს აზრი რუსეთის გავლენის ზონიდან გამოსვლის შედეგებთან დაკავშირებით გამოხატა.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ფრაგმენტს ანალიტოკოს აკოფ ბადალიანის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიიდან:
სომხეთში წლების მანძილზე ინერგება იდეა, რომლის არსი ასეთია: „იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის გავლენის ზონიდან გასვლას დააპირებენ, ასეთი ნაბიჯის გადადგმისათვის ფასის გადახდა მიწებით მოუწევთ“. საქართველოს შემთხვევაში მაგალითის სახით აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს ასახელებენ, სომხეთის შემთხვევაში კი ამბობენ - ერევანი რომ თბილისს აჰყოლოდა, სომხეთი არცახს (მთიან ყარაბაღს) დაკარგავდაო.
მართლაც ასეა თუ არა? რას გააკეთებდა რუსეთი სომხეთის „წასვლის“ შემთხვევაში? რა, განა არცახის ოკუპირებას მოახდენდა? რაც შეეხება აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, მათი მდგომარეობა არცახისაგან განსხვავდება: მათთან რუსეთს საკმაოდ გრძელი საზღვარი აქვს. გარდა ამისა, ეს რეგიონები საქართველოს დე-ფაქტო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში ჩამოსცილდნენ. ასე რომ, საქართველომ დასაკარგი დაკარგა.
როგორ მოახდენს რუსეთი არცახის ოკუპირებას - საქართველოს გავლით? ან იქნებ მოსკოვი აზერბაიჯანს დაეხმარება არცახის დასაკავებლად, ერევნის დასჯის მიზნით? მაგრამ რას მოიგებს მოსკოვი იმით, რომ აზერბაიჯანი ძლიერი და უფრო დამოუკიდებელი გახდება, რომელიც შემდეგ მოსკოვსაც ფეხებზე დაიკიდებს?
რასაკვირველია, კრემლში სულელები არ სხედან. ისინი აცნობიერებენ იმას, რომ თუ მოსკოვი სომხეთს არცახს წაართმევს, რუსეთი ასეთი ნაბიჯით საკუთარ თავს დასჯის. რატომ? იმიტომ, რომ ამისთვის ომია საჭირო, რომელშიც ვერც სომხეთი და ვერც აზერბაიჯანი ვერ გაიმარჯვებს. ბრძოლებში ორივე მხარე დაიღლება და ბოლოს ისევ რუსეთს მიმართავენ თხოვნით - გვიშველე, სამშვიდობობები შემოიყვანეო. მაგრამ მოსკოვს ასეთი განზრახვა არ აქვს. ამის დადასტურებაა გასული წლის აპრილის შეიარაღებული შეტაკება აზერბაიჯანთან. სომხეთი რუსეთთან ერთად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, მაგრამ კონფლიქტი მაინც მოხდა, თანაც სომხეთმა ტერიტორია დაკარგა.


http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57157

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა