logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): ბანერს, რომელიც ავტობანიდან 300–400 მეტრში დგას ყველა ოფიციალური სტუმარი ნახულობს, მაგრამ შედეგი რაა?
«Radio Voice of America» (აშშ): ბანერს, რომელიც ავტობანიდან 300–400 მეტრში დგას ყველა ოფიციალური სტუმარი ნახულობს, მაგრამ შედეგი რაა?
13:18 23.07.2017

ოკუპაციის ზოლზე, რომელსაც ხშირად „ეგრეთ წოდებულს“ ვუწოდებთ, ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ ადამიანების

უმეტესობა ამ ადგილებს მაინც არ ტოვებს. ზვიად ცოტნიაშვილის სახლი ქარელის მუნიციპალიტეტის თამარაშენში სოფლის განაპირასაა. მას მინდვრები აკრავს გარს, მინდვრებს კი რუსი მესაზღვრეების მიერ გამაგრებული სიმაღლეები ემიჯნება. თამარაშენი ბერშუეთს ესაზღვრება, სადაც რამდენიმე კვირის წინ ახალი ბანერები გაჩნდა. ზვიად ცოტნიაშვილი მეუღლესთან, დედასთან და ორი წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ არ ეშინია და სახლს არასდროს მიატოვებს.
კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლები, გარდა 2008 წლის ომის მიერ მიყენებული მატერიალური ზიანისა, უწყლობამ დააზარალა. ოუპაციის ქვეშ მოყოლილი წყალსადენების გამო, მოსავლის მოყვანა აქ შეუძლებელი გახდა, რამაც საბოლოოდ გააღარიბა აქაური მოსახლეობა, რომელიც აგრარული მეურნეობით ირჩენდა თავს. ზვიად ცოტნიაშვილი ჩვენთან საუბრისას სწორედ ამ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას: „სადაც ბარიერია, იმის ქვემოთ ჩამოვიდნენ კიდევ რუსები, ტრაქტორებით ხნული გაავლეს, მეტი არაფერი გაუკეთებიათ, ალბათ, მერე ჩამოწევენ. ერთი 100 მეტრიღაა დარჩენილი, სადაც სარწყავი წყალი გამოდის. წაგვართმევენ, ალბათ... ხშირად ჩამოდიან ეს მესაზღვრეები. პატრონი არ გვყავს, ყურადღებას არავინ გვაქცევს, რომ მოვიდეს და თავი შეიწუხოს, მაგრამ რომც შეიწუხოს, მაინც არაფერი გამოვა. იმიტომ არ გამოვა, რომ ვერ მოვერევით, რუსეთს ვებრძვით და როგორ მოვერევით. აგერ ჩამოდიან, ხალხს იტაცებენ, როგორც ხბოებს. ჯარიმა 100 ლარია, პლუს 10 დღე ტყვეობაში ჰყავთ ცხინვალში, ვისაც გაიტაცებენ, იმ ჯარისკაცს კიდევ შვებულება აქვს, მადლობასაც უხდიან“.
წყალსადენების გარდა, ოკუპაციის ქვეშ ნავთობსადენიც მოჰყვა. ბაქო–სუფსას ტერმინალი 2008 წლის ოკუპაციის შემდგომ, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანთან ხელმისაწვდომი უკვე აღარ იყო. „მცოცავი ოკუპაციის“ გამო კი ამ ნავთობსადენის კიდევ უფრო დიდი მონაკვეთი დაიკარგა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას წარმომადგენელი გია გოჭოშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ახლა უკვე ამ მონაკვეთზეც შეუძლებელია მილსადენთან მიახლოვება: „ნავთობსადენის რაღაც მონაკვეთი ოკუპაციის ზონაშია და ჩვენი ცხენოსანი პატრული ვერ აკონტროლებს. ჩობალაურის ბოლოს, ავტობანის ჩრდილოეთ მხარეს, ყველაზე ახლოს დგას ბანერი, ავტობანიდან 300–400 მეტრში“.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ანალიტიკოსი ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ამბობს: „ოკუპაცია და მცდელობა იმისა, რომ „საზღვარი“ გაავლონ იქ, სადაც საბჭოთა კავშირის რუკებზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია იყო მონიშნული, რასაკვირველია, საფრთხის ქვეშ აგდებს მილსადენს. პირდაპირ აქცევს კიდეც „საზღვრის“ მიღმა. ჩვენ რუსეთს ვერ დავუწყებთ ომს ამის გამო, მაგრამ, ალბათ საჭირო იქნება, შემოვლითი პატარა ხაზი აშენდეს ამ მიმართულებით. როგორც გამოსავალი, ქართულმა მხარემ თავის დროზე ეს ასე დასახა. რამდენიმე წლის წინაც იყო ამაზე საუბარი. რუსები პირველად ხომ აკეთებენ ასეთ სისაძაგლეებს ჩვენს ტერიტორიაზე. მაშინაც, როდესაც დაისვა საკითხი, გამოსავლად მიჩნეული იქნა შემოვლითი პატარა გზის აშენება, რომ ამ ადგილს, სადაც რუსები ასე თავხედურად გვივლებენ ბარიერებს, გვერდი ავუაროთ. ჩვენ ამ მილსადენის დატვირთვიდან გამომდინარე, გარკვეული შემოსავლები გვაქვს ბიუჯეტში“.
ლიანა ჯერვალიძე ჩვენთან საუბრისას მილსადენის გამოყენებით რუსეთის მხრიდან პოლიტიკური წნეხის შესახებ ამახვილებს ყურადღებას: „პროდასავლური ორიენტაციის წინააღმდეგაა ეს ყველაფერი მიმართული. ფსიქოლოგიური მომენტია - გადმოწევენ საზღვარს და უყურებენ საზოგადოების რეაქციას: გამოდმოვწიეთ საზღვარი და ახლა რა? რეაქცია რა არის მთავრობის მხრიდან – მთავრობა მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, ჩააყენებს საქმის კურსში. ყველა ოფიციალური პირი, ვინც კი ჩამოდის, მიდის და „საზღვარს“ ნახულობს, მაგრამ შედეგი რაა? ეს წმინდა ფსიქოლოგიური ზეწოლაა რუსეთის მხრიდან იმისთვის, რომ დააკნინონ დასავლური მიმართულების ძალები საქართველოში და გამოიწვიონ საზოგადოების ფრუსტრაცია“.
ცხინვალის დე–ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა, რომ მათ ტერიტორიაზე რაკი ნავთობსადენი გადის, ამით უნდა ისარგებლონ და მიიღონ ან ნავთობი ან ფული. ამ ეტაპზე ნავთობსადენი კვლავ საერთაშორისო ნავთობ–კონსორციუმის საკუთრებაში რჩება, რომლის მენეჯმენტს კონსორციუმის ყველაზე მსხვილი წილის მფლობელი კომპანია BP ახორციელებს. ნავთობსადენი საქართველოს ტერიტორიაზე 375 კილომეტრის სიგრძეზეა წარმოდგენილი და ამჟამად 40 პროცენტითაა დატვირთული.
რაც შეეხება საერთაშორისო თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვან ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენს, ამ ეტაპზე ოკუპაციის ზოლი არ შეხებია, თუმცა დაზღვევული, ამ თვალსაზრისით, არაფერია.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა