logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
«Lragir» (სომხეთი): ირკვევა, რომ სწორედ სააკაშვილი იყო კრემლისთვის ყველაზე მოსახერხებელი პარტნიორი
«Lragir» (სომხეთი): ირკვევა, რომ სწორედ სააკაშვილი იყო კრემლისთვის ყველაზე მოსახერხებელი პარტნიორი
11:33 21.07.2017
„2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენ ვფიქრობდით, რომ მოსახდენი მოხდა, კვანძი უკვე გაიხსნა და სულ მალე საქართველო და რუსეთი მოისურვებენ ერთმანეთთან ურთიერთობის დარეგულირებას. მაგრამ, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ერთმნიშვნელოვანი განცხადებების მიუხედავად, რომ „ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ გვინდაო“, ირკვევა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო კრემლისთვის ყველაზე მოსახერხებელი პარტნიორი, რადგან მას არ ჰქონდა „საფუძველი“ მოეთხოვა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნება რეალურ პოლიტიკურ დიალოგში. უფრო ტოლერანტ პოლიტიკოსს კი შეეძლო რუსეთი არასახარბიელო სიტუაციაში ჩაეყენებინა“-ამის შესახებ სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ ანალიტიკოს იგორ მურადიანის ავტორობით გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი.

სტატიის რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთმა კავკასიაში საკუთარი თავისთვის „საიმედო“ გეოპოლიტიკური ჩიხი და იმავდროულად, აშშ-სათვისაც კომფორტული პირობები შექმნა. საქართველო ვაშინგტონისთვის სატრანზიტო დერეფნად გადაიქცა და ეს ამერიკელებს და რუსებს სრულიად აწყობთ. საქართველო გაყოფილია აშშ-სა და რუსეთის მიერ, თუმცა, თუ გავაანალიზებთ, მოსკოვის უპირატესობა ამ გაყოფაში საეჭვოა. რუსეთმა ვერანაირი სტრატეგიული მოგება ვერ მიიღო და ხვდება, რომ საქართველოში უფრო ღრმად ჩანერგვაა აუცილებელი, „სატრანზიტო დერეფანზე“ პრეტენზიებით.

აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, სადაც ნატოში გაწევრიანების საკითხი აქტუალური არ არის, საქართველოსთან მიმართებით რუსეთი ცდილობს გარანტიები მიიღოს, რომ ეს ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდება..

საეჭვოა, რომ მოსკოვში წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, რა მოხდება იმის შემდეგ, თუ სამხრეთ ოსეთზე „დერეფანი“ მართლაც გაიხსნება და რას გააკეთებს საქართველო მომავალში. აფხაზეთს შედარებით უფრო სხვა ბედი აქვს. სოხუმთან მიმართებით საქართველოს არავითარი იმედი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ამ რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველი (მეგრელი) მოსახლეობის ინტერესები დაიცვას.

საქართველოსთვის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაკარგვა ეროვნული კატასტროფის ტოლფასია. სავარაუდოდ, თბილისმა მის შესანარჩუნებლად შეიძლება თავის პრინციპებს გადახედოს. რუსეთი ბოლო დროს მართლაც შესამჩნევად გააქტიურდა და, მართალია, მთლად რეალური იმედები არ აქვს, მაგრამ მაინც ბევრს შეიძლება მიაღწიოს, თუ დაიწყებს არა იმდენად ეკონომიკურ, არამედ გეოპოლიტიკური მიზნების შესრულებას.


http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57088

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა