logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"mk.ru" (რუსეთი): სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია მხოლოდ დროის საკითხია
"mk.ru" (რუსეთი): სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია მხოლოდ დროის საკითხია
11:11 20.07.2017
"საქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თავის მართლება მოუწია უკრაინის გენერალური პროკურატურის მოქმედების გამო: როგორც ცნობილია, „ნეზალეჟნის“ სამართალდამცველებმა ორჯერ უთხრეს უარი ქართველ კოლეგებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე, პეტრო პოროშენკომ კი განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურას არაფერი უთხოვიაო. ოთხშაბათს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უარყო პეტრო პოროშენკოს ნათქვამი და აღნიშნა, რომ კიევში თბილისიდან ყველა დოკუმენტი გაგზავნილი იყო მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებისათვისო, რომლებითაც მის მიერ ჩადენილი დანაშაულებანი დასტურდებოდაო"-ამის შესახებ რუსულ გამოცემა «Московский комсомолец»-ის მიერ პაველ ივანოვის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

სისხლის სამართლის საქმეებით „დამძიმებულმა“ მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა და სასამართლო თავიდან აიცილა. იგი სწრაფად გამოჩნდა უკრაინის პოლიტიკურ არენაზე, თუმცა ასევე სწრაფად შეავიწროვეს და გზის ნაპირზე გაირიყა. რატომ? იმიტომ, რომ მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერიდან და პრეზიდენტის მეგობრიდან იგი ხელისუფლების კრიტიკოსად, ოპოზიციონერად გადაიქცა, რომელმაც პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მაგრამ მისი ყველაზე სულელური გადაწყვეტილება ის იყო, როცა მან 2016 წლის იანვარში დონბასში ყოფნისას უკრაინის არმიის პოზიციები გაამჟღავნა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ამოშალა იგი პეტრო პოროშენკომ ახლობლების წრიდან. აშკარაა, რომ პრეზიდენტის სახელს და რეიტინგს დიდ ზიანს აყენებდა ოდიოზურ პიროვნებებთან მეგობრობა, მაგრამ რატომღაც პეტრო პოროშენკო ყოფილი მეგობრის ქართული თემიდისადმი გადაცემა არ სურს.

თვითონ მიხეილ სააკაშვილმა კი პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტი საკმაოდ ირონიულად მოიხსენია და სოციალურ ქსელში დაწერა - თბილისში უკრაინის პრეზიდენტი დაამცირეს, მას აეროპორტში მხოლოდ განათლების მინისტრი დახვდაო...

ემუქრება თუ არა მიხეილ სააკაშვილს, საბოლოო ჯამში, სამშობლოში ექსტრადაცია? ამის შესახებ ექსპერტებს ვკითხეთ:

დენის დენისოვი, კონფლიქტოლოგიისა და სამშვიდობო ინიციატივების ინსტიტუტის დირექტორი:


„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას თეორიულად არ გამოვრიცხავ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება თავისი ხალხის წინაშე ამ ფაქტის გამართლება. პეტრო პოროშენკოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დღეს სერიოზული კონფლიქტი არსებობს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინელმა ლიდერმა თანამდებობაზე დასავლეთის რჩევით დანიშნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მართვის ნიჭი არ ჰქონია. ყოფილმა პრეზიდენტმა ტრადიციულად დაიწყო თავის მართლება და საკუთარი წარუმატებლობა სხვებს გადააბრალა - ოდესაში იმიტომ ვერ ვაკეთებდი საქმეს, რომ კიევში მექრთამე ჩინოვნიკები სხედანო. საინტერესოა, რომ ბოლო დროს საუბარი დაიწყეს მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოდესური გარემოცვის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებზე. რა თქმა უნდა, საქართველოს ექს-პრეზიდენტს აშშ-ში გავლენიანი კავშირები აქვს, ერთგვარი იმუნიტეტიც, მაგრამ თუ მას ქართულ თემიდას მაინც გადასცემენ, პასუხისმგებლობას თავს ვეღარ აარიდებს“.

ვლადიმერ ნოვიკოვი, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სოციალ-პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი:

ალბათ, ჯერ საკითხის იურიდიული მხარე უნდა დაზუსტდეს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის, მან 2015 წლის მაისში უკრაინული პასპორტი მიიღო და, როგორც ცნობილია, კიევი თავის მოქალაქეებს სხვებს არ გადასცემს. ანუ ექსტრადირებისთვის უკვე სამართლებრივი ბარიერი არსებობს. სხვა საქმეა, თუ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთმევა, მაგრამ ეს კიევის პრეროგატივაა. თუ იგი ხელისუფლებისთვის რეალურ საფრთხის წყაროდ გადაიქცევა, მაშინ ექსტრადირების საკითხიც რეალურად დადგება. თუმცა დღეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აქტიურობა უკრაინის ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მისი პოლიტიკური კარიერაც ბუნდოვანია“.




http://www.mk.ru/politics/2017/07/19/ekspert-ekstradiciya-saakashvili-v-gruziyu-vopros-vremeni.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა