logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): რატომ მიდიან უკრაინის ხელმძღვანელები ქართველ ბაბუასთან ხურვალეთში
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): რატომ მიდიან უკრაინის ხელმძღვანელები ქართველ ბაბუასთან ხურვალეთში
10:43 20.07.2017
ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს უკრაინული სამსახური ვიტალი ჩერვონენკოს სტატიას აქვეყნებს, სადაც ავტორი პეტრო პოროშნკოსა და გიორგი მარგველაშვილის საოკუპაციო ზოლთან ვიზიტს ეხმაურება.

"ბი ბი სი"-სა და ამ თემაზე მსოფლიოს სხვა მედიასაშუალებების გამოხმაურების დაიჯესტს საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოში ვიზიტისას არაღიარებულ სამხრეთ ოსეთთან გამმიჯვნელი ხაზი მოინახულა. მან იქ „რიტუალი“ ჩაატარა, რომელიც უკვე ტრადიციული გახდა უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობისათვის.
-------
უკრაინელი ჩინოვნიკები - პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე თვის განმავლობაში რიგ-რიგობით ჩადიან სოფელ ხურვალეთში, რომელიც თბილისიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. 2011 წელს, უკვე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ეს სოფელი რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართით გაჰყვეს, შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილი მავთულხლართს მიღმა აღმოჩნდა.
საქართველოში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხურვალეთელმა დავით ვანიშვილმა გამმიჯნავი ხაზი გადაკვეთა და [საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ნაწილში] ხმა მისცა. სახლში დაბრუნებისას იგი მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალის საპყრობილეში ჩასვეს. მოგვიანებით დავით ვანიშვილი იძულებული გახდა ჯარიმის სახით 2000 რუსული რუბლი გადაეხადა. ხურვალეთის მოსახლეობის ნაწილს პრობლემები აქვთ სასაფლაოსთან დაკავშირებით, რომელიც გამმიჯნავი ხაზის მიღმა აღმოჩნდა.
დავით ვანიშვილი თავისი ისტორიის გამო იმდენად პოპულარული ადამიანი გახდა, რომ ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი ხურვალეთში სწორედ მის სანახავად და სასაუბროდ ჩადის. ისინი დავით ვანიშვილთან სურათებს იღებენ და მავთულხლართთან ხელის ჩამორთმევის ფაქტს აფიქსირებენ, რაც უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის უკვე კლასიკურ „რიტუალად“ იქცა.
2017 წლის აპრილში დავით ვანიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლე კლიმკინმა მოინახულა, მაისი ბოლოს კი იგივე გააკეთა ვერხოვნა რადას სპიკერმა ანდრეი პარუბიმ. უფრო ადრე, 2017 წლის იანვარში დავით ვანიშვილს გაესაუბრა ცნობილი ამერიკელი სენატორი, გავლენიანი რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი. ასე რომ, ქართველი ბაბუის კოლექცია უცხოელებთან ხელის ჩამორთმევის ფოტოებით სულ უფრო მდიდრდება!

http://www.bbc.com/ukrainian/features-russian-40657029

------
ინფორმაცია პეტრო პოროშენკოს ხურვალეთში ყოფნის თაობაზე გაავრცელეს სხვა უცხოურმა მასობრივი მედიის საშუალებებმაც, განსაკუთრებით კი უკრაინულმა და რუსულმა მასმედიამ (ტელევიზია, რადიო, საინფორმაციო სააგენტოები).

რაც შეეხება აშშ-ის მედიას, «Associated Press»-მა გამოაქვეყნა მასალა სათაურით „უკრაინა და საქართველო პრორუსულ სეპარატისტებს გმობენ“, რომლის შინაარსი ასეთია:
„უკრაინის ლიდერის თქმით, პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით, უკრაინა და საქართველო თავიანთი ძალისხმევის კოორდინირებას მოახდენენ. ეს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოთხშაბათს საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა. როგორც ცნობილია, საქართველოს რუსეთთან 2008 წელს ხანმოკლე ომი ჰქონდა, შემდეგ კი მისმა ორმა რეგიონმა - აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ორივე რუსეთის ფართო ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს.
პეტრო პოროშენკომ, თავის ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ის სოფელი მოინახულა, რომელიც საქართველოსაგან მავთულხლართით არის გამიჯნული და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლდება. პეტრო პოროშენკომ რუსეთს „უკრაინის და საქართველოს საერთო აგრესორი“ უწოდა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა სოლიდარობა გამოხატონ უკრაინისა და საქართველოს მიმართ, რომლებმაც სეპარატისტების მფარველ-მხარდამჭერი რუსეთის გამო ტერიტორიები დაკარგეს“ (წყარო: http://hosted.ap.org/dynamic/stories/e/eu_ukraine_georgia?site=ap§ion=home&template=default).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა